ვლადიმერ პუტინი - ბანდიტები პასუხს საკუთარ თავზე იგრძნობენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 23:56

პასუხი ამ მკვლელობაზე მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას.
„ბანდიტები თავიანთ თავზე იგრძნობენ ამ პასუხს. რუსეთის ფედერაციის გამოძიების კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაუყოვნებლივ გაემგზავრება ანკარაში, სადაც თურქ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გამოძიებაში. შეთანხმება ამის შესახებ უკვე მიღწეულია თურქეთის პრეზიდენტთან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ მართავდა მკვლელის ხელს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 22:51

თურქეთის პრეზიდენტსა და რუსეთის პირველ პირს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ინფორმაციას რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თურქეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი რუსეთის ელჩი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მედიასთან დაადასრტურა.

ელჩი ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

თავდასხმა ანკარაში, ფოტოგამოფენის გახსნაზე მოხდა, სადაც ანდრეი კარლოვი სიტყვით გამოდიოდა. მას ზურგიდან ესროლეს.

 

წყარო: CNN Turk

რუსი გენერლის სკანდალური განცხადება: ყველაფერი ტყუილია... პუტინი და ერდოღანი ვერ შეთანხმდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 29 აგვისტო 2016 13:30

გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტის, გენერალ ლეონიდ ივაშოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში ოპერაციების ჩატარების თაობაზე არ შეთანხმებულან, მოსკოვმა ამ თანხმობაზე უარი განაცხადა.

ივაშოვმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ″პოლიტიკაში ყოველთვის ნაკლები სიმართლეა, ამ საკითხთან დაკავშირებით კი თურქეთის მხრიდან სიმართლე არ არსებობს. იმიტომ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თურქული პრესა რასაც წერს სიმართლეს არ შეესაბამება, ყველაფერი ტყუილია.″

ივაშოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანკტ-პეტერბურგში ორი ლიდერის შეხვედრის დროს როგორც ISIS, ისე სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

″მაგრამ რუსეთს ამ სპეცოპერაციისთვის თანხმობა არ მიუცია და ვერც მისცემდა. რადგან რუსეთი საერთაშორისო წესებსა და გაერო-ს კანონებს ემორჩილება. თურქეთი საკუთარი ქმედებებით რეგიონში არსებული სამართლებრივ სისტემას ზიანს აყენებს.″-განაცხადა ივაშოვმა. 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ნადეჟდა სავჩენკოს გაათავისუფლებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 16:28

უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს იმედი აქვს, რომ   ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების საკითხზე პუტინთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია. 

„ჩემი მოსაზრებით, ჩვენ ნადეჟდას გათავისუფლების გარკვეული ალგორითმის შეთანხმება შევძელით,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა დანიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

შეგახსენებთ, მარტში რუსეთის სასამართლომ უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

 

პუტინმა მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 15 აპრილი 2016 10:43

ვლადიმერ პუტინის „პირდაპირი ხაზი“ და ოთხსაათიანი გამოსვლა: კრემლის ლიდერი დღეს მოქალაქეებს უსმენდა. ყოველწლიური გამოსვლის დროს ვლადიმერ პუტინს საქართველოზეც ჰკითხეს, თუმცა კითხვის ავტორმა პირდაპირი პასუხი ვერ მიიღო. შიდა პოლიტიკური ვითარება, სირიის კონფლიქტი, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება და დასავლეთის სანქციები ის თემები იყო, რომლებზე სასაუბროდ დღეს პრეზიდენტს ყველაზე მეტი დრო დასჭირდა. თუმცა, განსაკუთრებით რეზონანსული 12 წლის გოგონას კითხვა აღმოჩნდა, სადაც ის დაინტერესდა, რომელს გადაარჩენდა დახრჩობის შემთხვევაში პუტინი პირველს - უკრაინის თუ თურქეთის პრეზიდენტს. უკრაინა დღეს სხვა შეკითხვების დროსაც ახსენეს. პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინის ახალი მთავრობა პრაგმატულად იმოქმედებს. შემდგომ სამხედრო ესკალაციას კი კრემლის ლიდერი გამორიცხავს.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული გვარდია აღდგება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 16:00

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული გვარდია აღდგება.

ეროვნულ გვარდიას ძირითადად ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა დაევალება, მებრძოლებს კი გაუფრთხილებლად სროლისა და ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება მიენიჭებათ.

რუსი ექსპერტების შეფასებით, ეროვნული გვარდიის აღორძინებით პუტინი მოახლოვებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ფაქტობრივად, პირად არმიას აყალიბებს, რომელსაც მოქმედი რეჟიმისა და მისი პირადი დაცვა დაევალება.

ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროს განსახილველად უკვე გადაეგზავნა.

ჯონ კერი მოსკოვს სტუმრობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 11:02

ჯონ კერი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება,შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკვე მოსკოვშია. შეხვედრაზე სავარაუდოდ, საუბარი სირიასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში რუსეთის როლს შეეხება.

ჯონ კერი თავის გერმანელ კოლეგას უკვე შეხვდა, რომელიც ვიზიტის ფარგლებში მოსკოვში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი უკრაინის საკითხსაც შეეხება. დისკუსიის თემა უსაფრთხოება და ბელგიაში განხორციელებული ტერაქტიც იქნება.

ხვალ ჯონ კერის უკვე ბრიუსელში ელოდებიან.

ჰილარი კლინტონი პუტინზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 14:53

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის მორიგი ტელედებატები გაიმართა. საშინაო საკითხებთან ერთად პოლიტიკოსებს კითხვები ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც დაუსვეს. რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრის დროს ჰილარი კლინტონმა ვლადიმერ პუტინი ჩხუბისთავს შეადარა.

"ბევრი ჩხუბისთავის მსგავსად, ის არის ადამიანი, რომელიც იმდენს მიითვისებს, რამდენსაც შეძლებს მანამ, სანამ წინააღმდეგობას არ გაუწევენ", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ჰილარი კლინტონის თქმითვე, მოსკოვთან ურთიერთობის გადატვირთვა მომავალში იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას მოუტანს ის ქვეყანას.

„საზღვრებსა და ტერიტორიებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ხალხის ბედი.“-პუტინი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 13:33

„საზღვრებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს“ - ამ სათაურით გერმანული გამოცემა „ბილდი“ს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს აქვეყნებ. რუსეტის პრეზიდენტმა  ანგელა მერკელზე,ყირიმზე, ევროპაში აშშ-ის პოლიტიკაზე და ნატოს გაფართოების საკითხზეც ისაუბრა და ალიანსი ევროპაში „მეფობის“ სურვილის ქონაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ალიანსის აღმოსავლთით გაფართოება მსოფლიოში ვითარების დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გამწვავებას იწვევს.

,,არასად არ წერია, რომ ნატო-მ ქვეყნები აუცილებლად უნდა მიიღოს. ეს დამოკიდებულია გარდაუვალ პოლიტიკურ ნებაზე. მაგრამ ზოგს არ სურს წევრობა. ნატოს და ამერიკის შეერთებულ შეტატებს სურდათ სრული გამარჯვება საბჭოთა კავშირზე; მათ სურდათ ევროპაში სამეფო ტახტზე მარტო ჯდომა, მაგრამ ისინი სხედან და ჩვენ ვსაუბრობთ იმ კრიზისზე, რომელიც შეიძლება რომ ჩვენ არ გვქონოდა. ამ აბსოლუტური ტრიუმფისაკენ მისწრაფების სურვილი ასევე ჩანს ანტისარაკეტო თავდაცვითი შეიარაღების ამეირკულ გეგმაში" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით რუსეთის მიერ დაშვებულ შეცდომებზე და ტერორიზმის საფრთხეების შესახებაც ისაუბრა.

"რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე უნდა დაეფიქსირებინა, რაც მთავარი შეცდომა იყო ნატოსთან ურთიერთობებში" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ყირიმის მოვლენებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არ არღვევს.

„ყირიმის შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ ირღვევა. გაეროს წესდების შესაბამისად, ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ჩვენ არ გვიომია ყირიმში, არ ყოფილა სროლა, არავინ დაღუპულა. ჩვენმა ჯარისკაცებმა უბრალოდ ვერ უგულებელჰყვეს ყირიმელი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვა.

რეფერენდუმზე, ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა რუსეთის ფედერაციის ნაწილად ყოფნას დაუჭირა მხარი“- განაცხადა პუტინმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ არ შეიძლება საზღვარზე თვითნებურად და უცერემონიოდ გადაადგილება, პუტინმა განაცხადა : „საზღვრებსა და ტერიტორიებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ხალხის ბედი.“

მალხაზ პატარაიას განცხადებით საქართველოში პრორუსული განწყობა იზრდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 16:16

ექსპერტები ვლადიმერ პუტინის განცხადებას რუსეთთან შესაძლო უვიზო მიმოსვლაზე აფასებენ. 

"ეს არის რუსეთის იძულებითი რეაქცია ევროკავშირის იმ ნაბიჯზე, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია, შენგენის ზონასთან და ევროკავშირთან. რუსეთი იძულებული გახდა საპასუხო ნაბიჯი გადაედგა,“- განაცხადა საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარემ, ხათუნა ლაგაზიძემ.

აფხაზთა კრების ლიდერი, მალხაზ პატარაია, მიიჩნევს, რომ პრორუსული განწყობები საქართველოში იზრდება.

„პრორუსული განწყობები საქართველოში იზრდება, ზოგიერთ რეგიონში ძალიან სახიფათო ნიშნულს მიაღწია. ყველაზე დიდი საფრთხე ესაა, რომ პრორუსული პროპაგანდა და ბაბაიას ცნობიერება კიდევ უფრო გამყარდება და გაძლიერდება,“- განაცხადაა მალხაზ პატარაიამ.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური