ქართველი სინოლოგი, რომელიც ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში ლექციებს ჩინურ ენაზე კითხულობს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 22 მაისი 2020 10:03

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველი სინოლოგი მარინე ჯიბლაძე, რომელიც ასევე არის პეკინის ენების უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ჩინურ ენაზე უკითხავს ლექციებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის პეკინის ენების უნივერსიტეტში, პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტში.

ამჯერად კი, იგი მიიწვიეს სამაგისტრო ონლაინ ლექციის წასაკითხად პეკინის  მასობრივი მედიისა და კომუნიკაციის უნივერსიტეტში, რომლის კურსდამთავრებულები არიან ჩინეთის ცნობილი ჟურნალისტები, მათ შორის, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV-ის ახალი ამბების წამყვანებიც. ლექციის თემა იყო „ჩინური ენის სწავლება და ჩინური ენის პედაგოგი“, სადაც შეეხო ჩინური ენის ფონეტიკის, გრამატიკის, ლექსიკისა და იეროგლიფიკის სწავლების სპეციფიკას, ასევე ისაუბრა სწავლების მიდგომებზე, მუდმივ კვლევებსა და ახალ აღმოჩენებზე.

ჩინეთში არაერთხელ აღინიშნა, რომ ქალბატონი მარინე საუბრობს სალიტერატურო ჩინურ ენაზე ყოველგვარი აქცენტის გარეშე, ყველა ტონის ზედმიწევნით დაცვით, რაც ჩინეთის წამყვან გაზეთ „China Daily”-შიც კი აღნიშნეს „Georgian Sinologist Marine Jibladze, who speaks Mandarin like a native Chinese TV news anchor...“ (ქართ. ქართველი სინოლოგი, მარინე ჯიბლაძე, რომელიც ჩინურ ენაზე  საუბრობს როგორც სატელევიზიო ახალი ამბების ჩინელი წამყვანი). მარინე ჯიბლაძე ასევე  მრავალჯერ მიიწვიეს ჩინეთში საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის ფინალური ტურის ჟიურის წევრად ჩინეთის ცნობილ პროფესორებთან, მსახიობებთან და წამყვანებთან ერთად. 

მარინე ჯიბლაძემ სადოქტორო ხარისხი დაიცვა ჩინეთში ლინგვისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩინური ენის სპეციალობით, რა დროსაც მან გამოაქვეყნა სტატიები ჩინეთის სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის რეფერირებად ჟურნალებში. მისი სადოქტორო ნაშრომის ნაწილი ჩინური ენის გრამატიკის შესახებ გამოქვეყნდა ცნობილ სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალში „ლინგვისტიკა“, რაც საკმაოდ რთული იყო არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ჩინელი მეცნიერებისთვისაც კი.

მარინე ჯიბლაძემ, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩინური ენის ექსპერტმა, მოამზადა ეროვნული სასწავლო გეგმა და საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავა ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები. იგი მუშაობს როგორც ჩინური ენის, ისე ჩინეთის ისტორისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე.

იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019 12:38

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, 10-11 სექტემბერს უფასო კონსულტაციები გაიმართება.

პაციენტებს ქართველ ექიმებთან ერთად უფასოდ მიიღებენ ვერონას საუნივერსიტეტო კლინიკის (Azienda Ospedaliera Universitaria Integrata Verona) ექიმები - ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, სიმონე ჩეზარო MD, PhD და ამავე კლინიკის მოზრდილთა ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის პროფესორი, კრისტინა ტეკიო MD, PhD.

უფასო კონსულტაცია ჩაუტარდებათ შემდეგი ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს:

  • ანემიები
  • თრომბოციტოპენიური პურპურა
  • კოაგულოპათიები
  • თალასემიები
  • მედიკამენტოზური პანციტოპენია
  • მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები
  • ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები
  • ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია

უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად, პაციენტები უნდა დაუკავშირდნენ ნიუ ჰოსპიტალსის ქოლ-ცენტრს, ნომერი 2 190 190.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც სექტემბერში გაიხსნება, უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით და დაკომპლექტებულია საუკეთესო ჰემატოლოგებით. ცენტრს, საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჰემატოლოგი - თამარ კვაჭაძე უხელმძღვანელებს.

ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტური მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებას და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლებას გულისხმობს. ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში, მკურნალობა შესაძლოა ჩაუტარდეთ ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს, კერძოდ ვისაც აწუხებთ ანემიები, თრომბოციტოპენიური პურპურა, კოაგულოპათიები, თალასემიები, მედიკამენტოზური პანციტოპენია, მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები, ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები; ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.

„იყო ინფორმირებული-ნიშნავს იყო შეიარაღებული“ - გია მეფარიშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 მაისი 2017 00:10

„იყო ინფორმირებული-ნიშნავს იყო შეიარაღებული“. ნაცნობი გამონათქვამია? მაგრამ ჩვენს შემთხვევაში გამონათქვამს „შეიარაღებული“ შევცვლიდი „გათვითცნობიერებულით“, ვინაიდან საუბარია საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ საქართველოზე“. ასე ფიქრობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი გია მეფარიშვილი.

„ჩემი აზრით იგი კარგად ართმევს თავს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას. „სპუტნიკ საქართველო“ თავის მკითხველს აწვდის ობიექტურ და ამომწურავ ინფორმაციას, პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში. ერთი სიტყვით „სპუტნიკ საქართველოს“ დახმარებით ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს დღეს დავინახოთ ის რაც იქნება ხვალ.

მე ხშირად შევდივარ „სპუტნიკ საქართველოს“ საიტზე, ვინაიდან მაქვს შესაძლებლობა გავეცნო ექსკლუზიურ მასალებს, ინტერვიუებს. ასაევე შემიძლია თვალ-ყური მივადევნო დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს გია მეფარიშვილი.

ამერიკელი პროფესორი ჯიმ რიდლი რეგისტრაციის ქართულ მოდელს გაეცნო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 11:30

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამერიკელი პროფესორი ჯიმ რიდლი სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი კერძო საკუთრებისა და უძრავი ქონების კუთხით საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული საინვესტიციო გარემოს ანალიზი იყო. 

ჯიმ რიდლი მიწის რეგისტრაცისი სისტემის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საკითხებითაც დაინტერესდა. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მას გეოინფორმაციული სისტემის, საკადასტრო მონაცემებისა და ელექტრონული რუკების დამუშავების ქართული მოდელიც გააცნეს. 

ამერიკელი პროფესორი საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მოწვევით იმყოფება. იგი მრავალი წლის განმავლობაში ვისკონსინის უნივერსიტეტში მუშაობდა, არის ამავე უნივერსიტეტის მიწის პოლიტიკის კვლევისა და სასწავლო საერთაშორისო ცენტრის წევრი. ჯიმ რიდლი  მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, აქვს სხვადასხვა ქვეყანასა(კამბოჯა, ახალი ზელანდია, ფილიპინები, ჩინეთი) და საერთაშორისო პროექტში(UN, GIZ, WB) მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის ექსპერტად მუშაობის დიდი გამოცდილება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური