სამუშაო შეხვედრა ეფექტიანი და ინკლუზიური პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019 09:25

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა სადაც პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების მოქმედი სქემა  და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის სკითხები განიხილეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ,  პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების პოლიტიკასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა, როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

შეხვედრაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძემ, PwC-ის დირექტორმა და GGF-ის გუნდის ხელმძღვანელმა საქართველოში თამთა შერმადინმა და GGF-ის პროექტის ხელმძღვანელმა, ოლივერ დისმა გახსნეს, მონაწილეობა მიიღეს როგორც სამინისტროს, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

 „ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების ეფექტური მექანიზმები, რითაც ხელს შევუწყობთ პროფესიული განათლების პოპულარობისა და მიმზიდველობის გაზრდას მოსახლეობაში, პროფესიული განათლებისა და გადამზადების ხარისხის გაუმჯობესებას დამსაქმებლების აქტიური ჩართულობის გზით, პროფესიული განათლების სისტემაში დინამიური და დივერსიფიცირებული სერვისების ჩამოყალიბებას, ასევე, უნდა გაიზარდოს ამ სისტემის შიდა ეფექტიანობაც. პროფესიული განათლებისა და გადამზადების პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ ჩართულობას და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების უზრუნველყოფას, ასევე, საქართველოს პროფესიული განათლებისა და

გადამზადების სისტემის დაახლოებას ევროპის ერთიან საგანმანათლებლო სივრცესთან,“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ.   

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიაში (2017-2021 წწ.) პროფესიული განათლების დაფინანსების ეფექტური მექანიზმების საჭიროება, რამაც თავის მხრივ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის (LLL) პრინციპზე დაფუძნებულ პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შემოთავაზებულმა დაფინანსების ახალმა მოდელმა პროფესიული განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებასთან ერთად,  ხელი უნდა შეუწყოს (ა) დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია; (ბ) დამატებითი დაფინანსების  მოძიება; (გ) კერძო სექტორის ჩართულობა; (დ) დაფინანსების ეფექტური განაწილება ინსტიტუტებს, მიმართულებებსა და პროგრამებს შორის; და (ე) პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვა.

PwC-ის საკონსულტაციო პრაქტიკის დირექტორისა და საქართველოში GGF-ის გუნდის ხელმძღვანელის, თამთა შერმადინის თქმით, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. მისი აზრით, პროფესიული განათლების სისტემა იცვლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ის უფრო მოქნილი ხდება, რაც თავის მხრივ მოითხოვს დაფინანსების დივერსიფიცირებული მექანიზმების შემოღებას. პროფესიული განათლების დაფინანსება ეფუძნება ხარჯების განაწილებას სახელმწიფოს, დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის: „დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით ორგანიზებულ საკონსულტაციო შეხვედრაზე მოველით, რომ ამ კუთხით საქართველოსთვის საუკეთესო გადაწყვეტაზე შევჯერდებით, რაც თავის მხრივ უნდა აისახოს პროფესიული განათლების დაფინანსების მთავრობის დადგენილებაში.“ - განაცხადა თამთა შერმადინმა.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) პროექტის - „დაფინანსების დივერსიფიცირებული მექანიზმების შემუშავება საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემისთვის“ ფარგლებში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტექნიკური დახმარების პროექტი ითვალისწინებს პროფესიული განათლების დაფინანსების დივერსიფიცირებული მოდელის შემუშავებას. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან შემდგარი გუნდი, მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გზით, სამინისტროს დაეხმარება, შეიმუშაოს დაფინანსების ახალი, დივერსიფიცირებული მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს პროფესიული განათლებისა და გადამზადების ეფექტური და ინკლუზიური სისტემის ჩამოყალიბებას. ეს, თავის მხრივ, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, მიაღწიოს პროფესიული განათლების მიწოდების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ამასთან, შემცირდეს შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან არსებული შეუსაბამობა. 

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 01 აპრილი 2019 17:42

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 8-დან 19 აპრილის ჩათვლით აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით.

სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.

რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ექნებათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს რეგისტრაციის გავლა ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე შეეძლებათ, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ. დუალური პროგრამები ასევე ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

 

 

სამინისტრომ ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში მიღწეული შედეგები შეაჯამა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 16:13

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ინკლუზიური პროფესიული განათლების საკითხების განსახილველად საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრისას შეჯამდა როგორც 2018 წელს ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული პროგრესი და არსებული გამოწვევბი, ასევე წლის განმავლობაში პროფესიულ სასწავლებლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სწავლა - სწავლების პროცესის მონიტორინგის შედეგები. გაიმართა დისკუსია პროცესების დახვეწისა და სტანდარტიზებული მექანიზმების დანერგვის სკითხებზე.

ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში 2019 წლისათვის დაგეგმილია მარეგულირებელი დოკუმენტების შექნა, პროფესიული ორინატიაციის კომპონენტის გაძლიერება და სასწავლო პრორცესის მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესება.

პროფესიული განათლების მასწავლებლები სასწავლო ტურით სლოვაკეთში მიემგზავრებიან

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 22 მაისი 2017 17:54

პროფესიული განათლების მასწავლებლები ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით, სასწავლო ტურით სლოვაკეთის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვევიან. სასწავლო ტურის ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ სასწავლო პროცესს, სამუშაო და სასწავლო გარემოს, სამუშაო შეხვედრები გამართონ სლოვაკელ კოლეგებთან და დაამყარონ მათთან თანამშრომლობა.

პროფესიული განათლების მიმათულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს, რაც ბევრ არსებით სიახლესთან ერთად, სისტემაში პროფესიული მოდულური და დუალური განათლების დანერგვასაც გულისხმობს. რეფორმის დანერგვის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნას იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც, საქართველოს მსგავსად, განახორციელეს წარმატებული პროფესიული განათლების რეფორმა თავიანთ ქვეყანაში. ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება სლოვაკეთიც, რომელსაც ავსტრია დაეხმარა პროფესიული განათლების რეფორმაში და იგი სრულად იქნა ჰარმონიზებული ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.

სასწავლო ტურის წინ მასწავლებლებს ჩაუტარდათ საინფორმაციო სახის ტრენინგი როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ, ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე. სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და საქართველოს განათლების და მეცნიერების პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ მასწავლებლებს შეხვდნენ და სასწავლო ტურში წარმატებები უსურვეს.

სასწავლო ტურიდან დაბრუნების შემდეგ პროფესიული მასწავლებლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს კოლეგებთან სლოვაკეთში მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

პროფესიული განათლება დევნილი ახალგაზრდებისთვის

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 07 აპრილი 2017 15:28

„დღეს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოვისმენთ, რომლის შინაარსსაც თავად პრეზიდენტი განსაზღვრავს, ამის შემდეგ, საპარლამენტო დებატები გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარლამენტის ბიუროს მიერ და ამ დებატების ფარგლებში გამოვლენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. იმედია, საინტერესო დისკუსია შედგება. უმრავლესობის გამოსვლა დამოკიდებული იქნება პრეზიდენტის მოხსენებაზე. ბუნებრივია, დებატები პრეზიდენტის მოხსენების გარშემო უნდა აიგოს. პირველ რიგში მოხსენების შინაარსს დაველოდებით და ამის საფუძველზე განისაზღვრება, საპარლამენტო დებატების შინაარსი.

რაც შეეხება დღევანდელი დღის ფორმატს, მოხსენებას მთავრობის წარმომადგენლები მოისმენენ, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ სხდომას პრემიერის მონაწილეობით. ასევე ესწრებიან დიპკორპუსის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ისინი პრეზიდენტის მოხსენებას მოისმენენ და ამის შემდეგ გაგრძელდება საპარლამენტო დებატები მათი დასწრების გარეშე, ასეთი ფორმატით წარიმართება ხოლმე დებატები“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 10:33

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 27 მარტიდან - 8 აპრილის ჩათვლით,  აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობა,  სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას  ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში.

წელს პირველად, აპლიკანტებს საშუალება აქვთ ასევე გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge  ვებ გვერდის მეშვეობით.

შეგახსენებთ რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ ერთზე მეტ პროგრამაზე!

რეგისტრირებულ  აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა  საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge).

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც  მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.

ისევე როგორც წინა წელს, 2017 წლის საგაზაფხულო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ  ან  აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.

 

პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 24 მარტი 2017 17:48

პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სხდომას ესწრებოდნენ სოციალური პარტნიორები და კოლეგა სამინისტოროების წარმომადგენლები. სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.

ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობები და წესი (პროექტი); სექტორული საბჭოების განვითარების კონცეფცია (პროექტი); ახალი თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმირების საკითხი; წლის განმავლობაში დაგეგმილი ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომების გეგმა.

პროფესიული განათლების ეროვნული საბჭოს მუშაობა მომავლშიც აქტიურად გაგრძელდება, ვინაიდან, პროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრის პორცესში სოციალური პარტნიორების ჩართულობის უზრუნველყოფა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

 

პროფესიული განათლების სფეროში 2016 წელს მიღწეული შედეგები

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 11:37

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, პროფესიული განათლების სფეროში 2016 წელს მიღწეული შედეგები ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომაზე შეაჯამა.

სხდომაზე განხილული იქნა 2016 წელს დაგეგმილი ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და პოლიტიკის მატრიცით განსაზღვრული განსახორციელებელი აქტივობები. ასევე, განმახორციელებლების მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პროექტების შედეგები, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

საბჭო საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმების დოკუმენტის „დასაქმება და პროფესიული განათლება” ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც, ევროკავშირის მხარდაჭერით, ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

საბჭოს მიზანია. საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების” შეთანხმების პირობათა შესაბამისად, სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია.

საერთაშორისო პროფესიული განათლების სპეციალისტების დაჯილდოება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 14:08

სასტუმრო ბილტმორში საერთაშორისო ლიდერობის პროგრამის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. პროფესიული განათლების სპეციალისტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, მივლენილი იქნენ გერმანიაში, მაგდებურგის უნივერსიტეტში პროფესიული განათლების შესწავლის მიზნით. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, შეესწავლათ გერმანული დუალური პროფესიული განათლების პოლიტიკა, სწავლების მეთოდები და პროფესიულ განათლებაში კურიკულუმის შექმნისა და მედიის გამოყენების სტრატეგიები. გერმანია დუალური პროფესიული განათლების იმპორტიორი ქვეყანაა და ის მრავალი ევროპული და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ინტერესის სფეროა პროფესიული განათლების პოლიტიკის თვალსაზრისით. ეკონომიკის მზარდი მაჩვენებელი და ახალგაზრდების უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი სწორედ წარმატებული პროფესიული განათლების პოლიტიკის შედეგია. პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, რომელმაც დუალური პროფესიული განათლების დანერგვა წელს დაიწყო. ამგვარად ის ერთგვარი ინტერესის ობიექტია მეზობელი ქვეყნებისათვის, რათა დანერგვისას მიღებული გამოცდილება მეზობელ ქვეყნებს გაუზიაროს. საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ. რომლის დაფინანსებითა და მხარდაჭერით საერთაშორისო პროფესიული განათლების პროგრამა განხორციელდა, მხარს უჭერს სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ასევე კერძო სექტორის ჩართულობას პროფესიული განათლების პოლიტიკაში.

საქართველოდან პროგრამაში შვიდი მონაწილე იყო ჩართული, რომლებმაც მაგდებურგის უნივერსიტეტის პროფესორებთან თანამშრომლობით შეიმუშავეს ტრანსფერული პროექტები საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებისათვის. პროექტებს შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პროფესიული მასწავლებლებისა და სასწავლებლების დირექტორების პროფესიული განვითარება, შეფასების მეთოდები დუალურ განათლებაში, ტურიზმისა და მეღვინეობის მიმართულებით დუალური პროფესიული განათლების დანერგვა და სხვა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 30 სექტემბერი 2016 11:33

3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით იწყება სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე. მათ შორისაა 50-მდე ახალი მოდულური პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამსაქმებლების ჩართულობით იქნა შემუშავებული. ასევე, წელს პირველად, დაიწყება სამი პროფესიული პროგრამის (მეცხოველეობის, მეხილეობისა და მეღვინეობის მიმართულებით) განხორციელება  სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების ფორმით. დამსაქმებლები პირველად ჩაერთვებიან მომავალი სტუდენტების შერჩევის და სწავლების პროცესში. დუალურ პროგრამებს პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებენ ახალციხის, კაჭრეთის, სენაკისა და წინამძღვრიანთკარის კოლეჯები. პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიულ განათლებას სახელმწიფოს მიერ ან მონაწილეობით დაფუძნებულ სასწავლებლებში.

სახელმწიფო აგრძელებს ზრუნვას მოწყვლად ჯგუფებზეც, გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი დევნილი პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერა ტრანსპორტირების ან საცხოვრებელი ფართის ქირის ხარჯების ანაზღაურების ფორმით; განახლებულია ტექნიკურ-მატერიალური ბაზები და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროების შესაბამისად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდა არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის: მათ შეუძლიათ სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე გაიარონ პროფესიული ტესტირება, შემდეგ კი სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ქართულ ენას და გააგრძელონ პროფესიული განათლების მიღება ქართულ ენაზე.

რეგისტრაცია შესაძლებელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რესურსცენტრებში და საინფორმაციო ცენტრებში, მხოლოდ პირადობის მოწმობით. აპლიკანტი არჩევანს აკეთებს შეუზღუდავად, პრიორიტეტების მიხედვით;

რეგისტრაცია შეუძლია ყველა მსურველს მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირსაც, რომლისთვისაც მოქმედებს ალტერნატიული ჩარიცხვის პროცედურები. სახელმწიფო დაფინანსება შეუძლია მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ და ჰუმანიტარული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირმა, რომელიც გადალახავს პროფესიული ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური