სოციალური სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად სიანგანში - აცხადებს საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის რესპუბლიკაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019 21:22

პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს მოქალაქეების ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. ამის შესახებ სააგენტო "სინხუას" განუცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა დავით აფციაურმა.

     ”მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პროტესტი უნდა გამოიხატოს მშვიდობიანი ფორმით და უნდა იყოს გადაწყვეტილი მხოლოდ დიალოგის გზით და არა რადიკალური ქმედებებით და არა საზოგადოების ნორმალური ცხოვრების წესის დარღვევით”, - აღნიშნა დ. აფციაურმა.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ სოციალური სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად სიანგანში /ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი/.

    მისივე თქმით, სიანგანის მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთის მატერიკულ ნაწილთან "ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ვაჭრობისა და ტურიზმის პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდას", - დაამატა მან და სიანგანის მოსახლეობას მოუწოდა გააკეთონ ყველაფერი ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა ასევე გაიხსენა, რომ იგი რამდენჯერმე იმყოფებოდა სიანგანში, როგორც საქართველოს ელჩი ჩინეთში და მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სიანგანის მიერ მიღწეულმა არნახულმა პროგრესმა, მას შემდეგ რაც იგი ჩინეთის მატერიკულ  ნაწილს შეუერთდა.

    ”მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს პრინციპს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ და არ აპირებს ამ მიდგომის შეცვლას“ - დასძინა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში.

შეგახსენებთ, რომ სიანგანი მიმდინარე წლის ივნისიდან  საპროტესტო აქციების გამო განიცდის არნახულ ზეწოლას, რომელიც გამოწვეულია კანონში /რომელიც ეხება დამნაშავეებს, რომლებიც ემალებიან მართლმსაჯულებას/ ცვლილების შეტანის მოთხოვნით.

სიანგანის პოლიციის განაცხადებით, გასული ათწლეულების მანძილზე ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური აგრესია, რომელიც გამოწვეულია დემონსტრანტების მხრიდან.

ზვარეში მუშების პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 11:11

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულმა ქართველმა მუშებმა პროტესტის ნიშნად ღამე  ცის ქვეშ, კომპანია ”23-ე ბიუროს” ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენეს. ქართველი მუშების საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. 
აქციის მონაწილეების პროტესტის შეწყვეტას მანამდე გააგრძელებენ სანამ ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება. 
შეგახსენებთ, სოფელ ზვარეში ჩინური კომპანია ლიანდაგის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. გუშინ ქართველ და ჩინელ მუშებს შორის დაპირისპირების შედეგად,  რამდენიმე ქართველი მუშა დაშავდა, რიც გამოც ისინი სხეულის დაზიანებებით ზესტაფონისა და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შსს-მ სოფელ ზვარეში მომხდარი ცემის ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. 

შორება ბუხრაშვილი ნარმანიას: ბატონო დავით, იქნებ თქვენი გუნდის წევრებს მაინც მოუსმინოთ!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 27 აგვისტო 2016 16:05

შორება ბუხრაშვილი ნარმანიას: ბატონო დავით, იქნებ თქვენი გუნდის წევრებს მაინც მოუსმინოთ!
„პროტესტი გამოიწვია იმან, რომ თბილისში მიმდინარეობს ის პროცესები, რაც ეკოლოგიურ მდგომარეოასბ აუარესებს. ეს ადამიანები აპროტესტებმდედ არა მხოლოდ კონკრეტულ ტეროტირიაზე ხეების ჭრას, არამედ აპრორესტებდნენ იმ დამოკიდებულებას, რომელიც პროტესტის გამომთქმელი ადამიანების მიმერთ გქონდა თბილისი მერს.. ალბათ ბევრი ფიქრობს, ქართულ ოცნებაშიც კი, რომ ბატონი დავიოთ ნარმანია პატიოსანი კაცია, მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ, ბატონო დავით, იქნებ თქვენი გუნდის წევრებს მაინც მოუსმინოთ!“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ ეროვნული ფორუმის წევრმა, შორენა ბუხრაშვილმა „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დედაქალაქის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვიილი პასუხობს.

აქცია გლდანში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 16:27
გლდანის მოსახლეობის ნაწილი სპორტული მოედნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებს.აქციის წევრების განცხადებით,მშენებლობა ირგვლივ არსებულ ავარიულ სახლებს საფრთხეს უქმნის,ამავდროულად მეხუთე მიკრორაიონში მათ სახლებთან ახლომახლოს ეს ერთადერთი რეკრეაციული ზონაა.აქციის მონაწილეებს სამშენებლო კომპანიის წარმმადგენლები შეხვდნენ.მათი განცხადებით ისინი ყველა საჭირო საბუთს ფლობენ.

საბერძენთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების პროტესტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 10:36

საბერძენთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ათენში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქვეყნის მხრიდან ოფიციალურ მობოდიშებას ელოდებიან. მათი თქმით, შემთხვევის გამო საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ადმინისტრაციამ ბოდიში უკვე მოიხადა.

ისინი პარალელურად საქართველოს ეჩლთან შეხვედრასაც ითხოვენ. საქართველოს ელჩი კი ამ შემთხვევაზე უკვე ესაუბრა გამოფენის ორგანიზატორებს, რომლებმაც ეს ფაქტი გაუგებრობით ახსნეს.

ათენში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ერთ-ერთი პავილიონი აფხაზეთს ქონდა დათმობილი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს, აფხაზეთის ე.წ სავაჭრო პალატა წარმოადგენდა.

ეს ფაქტი საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა გააპროტსტეს და აფხაზურ ენოვანი ბანერი ჩამოხსნეს. მის მაგივრად კი საქართველოს ეროვნული დროშა დაკიდეს და გამოფინეს პლაკატი წარწერით აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა შიმშილობა დაიწყეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 13:12

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა, ადა მარშანიამ, ემზარ კვიციანმა და ლევან თედიაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.

ისინი საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების გაუქმებას და თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას ითხოვენ. 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების განცხადებით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შიმშილობას არ შეწყვეტენ.

"ლეიბორისტული პარტია"ელექტროენერგიაზე გაძვირებულ ტარიფს აპროტესტებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 21:54

ლეიბორისტები ელექტროენერგიაზე გაძვირებულ ტარიფს აპროტესტებენ და ძველი ნიშნულის აღდგენას ითხოვენ. პარტია ტარიფის მატებას ენერგეტიკის მინისტრის ბიზნესინტერესებს უკავშირებს და სასამართლოში მის დაკითხვას ითხოვს.

მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, კალაძის მოწმის სტატუსით დაკითხვის შესახებ, მოსამართლემ საქმის განხილვის ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

მან ნათელაშვილს კიდევ ერთ შუამდგომლობაზე უთხრა უარი, რომლის მიხედვითაც ლეიბორისტების ლიდერი საქმეში მესამე მხარედ-ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია თელასის ჩართულობას ითხოვდა.

ნათელაშვილის არგუმენტები მიუღებელი იყო სემეკისთვის, რომელიც საქმეში მოპასუხეა.

ლეიბორისტული პარტია სემეკის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც დენის ტარიფი თბილისში 17 თეთრამდე, რეგიონებში კი 18-მდე გაძვირდა.  ლეიბორისტული პარტია უკვე მეორედ აპროტესტებს დენზე ტარიფის მატებას. 

„თქვენი გამოკითხვები ხშირ შემთხვევაში რეალობას აცდენილია“ -ოგბაიძემ “ NDI” გამოკითხვების პრეზენტაცია პროტესტის ნიშნად დატოვა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 16:29

ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“  წევრმა შალვა ოგბაიძემ,  ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „ NDI” გამოკითხვების პრეზენტაცია  თბილისის საკრებულოში , პროტესტის ნიშნად დატოვა.  მანამდე კი საკრებულოს დეპუტატმა  ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს ლორა თორნტონს კრიტიკული  გამოსვლა   მიუძღვნა.

„მინდა გადმოგცეთ  და გაგიზიაროთ ჩემი ამომრჩევლის  მოსაზრება თქვენი გამოკითხვების შესახებ.  ა.შ.შ. არასამთავრობო ორგანიზაციის “NDI” საქართველოს ფილიალზე,  სახალხო გამოკითხვის შედეგად 82 % ამბობს , რომ ეს არის მატყუარა ორგანიზაცია, 13 % თვლის, რომ ეს არის  ნახევრად მატყუარა ორგანიზაცია,  მხოლოდ 2 % ამბობს, რომ თქვენი პირიდან ჭეშმარიტება ღაღადებს.

ასევე მინდა გადმომეცა თქვენთვის  ძველი ქართული ანდაზა, „არამკითხე მოამბეო მიტყიპეს და მიადგესო“ . ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ნიუიორკის მერიაში არავინ მისცემს უფლებას ჩაატაროს პრეზენტაცია განწყობების და არჩევნების წინ რეიტინგების შესახებ. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ,  რომ თქვენი გამოკითხვა ხშირ შემთხვევაში არა ზუსტია და ის  მოსახლეობის   გარკვეული აზრის ზომბირების ერთ ერთი  ფორმაა.

„თქვენს ორგანიზაციას არ ჰქონია კითხვა 7 ნოემბრის, 6 მაისის, 15 ივლისის, 26 მაისის მოვლენების შემდეგ, არ გამოუთქვამს სურვილი გამოეკითხა მოსახლეობის აზრი, თუნდაც გუშინ გავრცელებულ შემზარავ კადრებზე. არასოდეს მომისმენია თქვენი მოსაზრება და მაინტერესებს, თუ როგორ მოიქცეოდა რიგითი ამერიკელი თუ მის შვილებს სასტიკად აწამებდდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მამას განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვს?  ან რას იტყოდა რიგითი ამერიკელი თუ მას, ქონებას წაართმევდნენ ან დაუყადაღებდნენ, მხოლოდ თავისუფალად გამოთქმული აზრის გამო?  დამერწმუნეთ, თქვენი განცხადებები ხშირ შემთხვევაში რეალობას აცდენილია,  ეს ჩემი მხრიდან გამოთქმული ყველაზე რბილი შეფასებაა,  ვისურვებდი, რომ ამ რეალობას დაბრუნებოდით.

და ბოლოს გადაეცით  ლუის ნავაროს ის უსინდისო  კაცია. “- განაცხადა შეხვედრაზე შალვა ოგბაიძემ. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური