მსოფლიოს ყველაზე ტრენდული კორეული ბრენდი Missha-ს პროდუქცია PSP-ს ქსელშია და უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 19 ივნისი 2020 10:01

მსოფლიოს ყველაზე ტრენდული კორეული ბრენდი Missha-ს პროდუქცია PSP-ს ქსელშია და უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

Missha, A’pieu და Swiss pure – 3 წამყვანი ბრნედია კორეული კოსმეტიკური კომპანიის Able C&C, რომელიც 2000 წელს დაარსდა და უკვე 2006 წელს იაპონია დაიპყრო.  Able C& C წარმატებით დამკვიდრდა გლობალური ბაზრის ლიდერად - ჩინეთში, იაპონიაში, ევროპაში, ამერიკასა და აზიაში. კომპანიას 53 ქვეყანაში 19 000 -ზე მეტი მაღაზია აქვს.

Missha-ს პროდუქცია შემქნილია მათთვის, ვინც ხაზს უსვამს თავის ინდივიდუალიზმს და ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს უპირატესობას! დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე და გამდიდრებულია სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარეების და ლოკოკინის ექსტრაქტით, ზღვის ღრმა წყლითა და  ჰიალურონით. არ შეიცავს საღებავებს, პარაბენებსა და მინერალურ ზეთებს. მომხმარებელს სთავაზობს სახის 10 ეტაპიანი წმენდისთვის საჭირო პროდუქტიის, დეკორატიული კოსმეტიკისა და ნიღებების მრავალფეროვან არჩევანს.

 „PSP მომხამრებლებს მუდმივად სიახლეებსა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქციას სთავაზობს. კორეული პრემიუმ კლასის ბრენდი „მისშა“ არის ერთ-ერთი პირველი ბრენდი კორეაში, რომელიმაც ძალიან მაღალი ხარისხის BB კრემი აწარმოა, მაღალი ულტრაიისფერი დაცვითა და ყველაზე მაღალი, 42% SPF-ით; „მისშა“ ცნობილია როგორც სახის მოვლის სხვადასხვა ხაზის მაღალეფექტური პროდუქციით, ასევე მრავალფეროვანი შემადგენლობისა და ეფექტის მქონე ნიღბებით, თვალის პაჩებით; განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 3 ეტაპიან დამატენიანებელი ნიღაბი „ყველაფერი ერთში“ - ესენცია, ნიღაბი, კრემი.

მოვლის საშუალებებთან ერთად „მისშა“ აწარმოებს პროფესიონალურ დეკორატიულ კოსმეტიკას, რომელიც იდეალურია როგორც მაკიაჟის მოყვარულთათვის, ისე პროფესიონალი ვიზაჟისტებისთვის. შეთავაზების მრავალფეროვნება და კორეული პრემიუმ ხარისხი „მისშას“ ქართველი ქალბატონების საყვარელ ბრენდად მალე აქცევს“- აცხადებენ PSP-ში. (R)

PSP-ს გრანდიოზული გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018 14:32

დღეიდან, 26 ნოემბრიდან PSP-ს გრანდიოზული გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყო.  გათმაშებაში კვლავ უპრეცედენტო პრიზი  „10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-სგან”, გარემონტებული ბინა თბილისში, საბურთალოზე და 25000 ლარია. გათამაშებაში ჩართვის პირობა კვლავ ძალიან მარტივია: ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარბელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებს.

საქართველოს გათამაშებების ისტორიაში უპრეცედენტო პრიზის  „10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-სგან” პირველი იღბლიანი მფლობელი PSP-ს  4 ნოემბრის გათამაშებაში უკვე გამოვლინდა.

10 წელია პსპ-ს გათამაშება ასეულობით ადამიანის სიხარულის ისტორიად იქცა. შეუერთდით პეესპეს გამარჯვებულებს! შექმენით თქვენი სიახარულის ისტორია!

„PSP მუდმივად იკვლევს მომხმარებლის ინტერესს, როგორც სააფთიაქო პროდუქციასთან, ასევე პრიზებთან დაკავშირებით, რისი დასტურიც საქართველოს გათამაშების ისტორიაში უპრეცედენტი პრიზი - 10 წელი 1000 ლარიანი ხელფასია. ამიტომ ახალი გათამშების პრიზებში კვლავაც 10 წლის მანძილზე 1000 ლარინაი ხელფასი, გარემონტებული ბინა და 25000ლარიანი პრიზებია. ჩვენ კვლავ ვაგრძლებთ მომხმარებლის ინტერესების შესწავლას და კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ მოამავალში“- აცხადებენ PSP -ში.

PSP -ს გათამაშება უკვე 10 წელია გამარჯვების და სიხარულის ისტორიებს ქმნის: გამოვლინდა 48 ახალთ-ახალი ავტომობილის, მთელი წელი 2000 ლარიანი ხელფასის - 10 და ბინის - 11 იღბლიანი მფლობელი, 149 ოჯახს კი PSP -სგან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

საქართველო-ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 15:08

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საქართველო - ჩინეთის (ძიანსი) საექსპორტო პროდუქციის გამოფენას დაესწრო. ღონისძიება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ტარდება. გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები.
გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მოადგილემ, ნატო ჩიქოვანმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ, ასევე ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ, უანგ ჟინჩენმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა კომერციისა და ეკონომიკის საკითხებში, ლუი ბომ.
სიტყვით გამოსვლისას ნოდარ კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ბოლო პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების და თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ. მინისტრის პირველმა მოადგილემ ჩინეთში ქართული პროდუქციის, განსაკუთრებით კი - ღვინის ექსპორტის ზრდის პოზიტიური დინამიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება განსაკუთრებულად დიდ შესაძლებლობას გაუხსნის როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. მსგავსი ღონისძიებები კი, ქმნის კარგ პლატფორმას ბიზნესწრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავების და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის.
საქართველო - ჩინეთის (ძიანსი) საექსპორტო პროდუქციის გამოფენაში მონაწილეობას 80-მდე ჩინური კომპანია იღებს. მათ შორის ტექსტილის, ელექტრონული ტექნიკის, სამედიცინო მოწყობილობების, საოჯახო პროდუქციისა და აქსესუარების მწარმოებლები და აგროსექტორის წარმომადგენლები.
გამოფენა 27-30 სექტემბერს საგამოფენო ცენტრის ,,ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში იმართება.

"ჯაკ მოტორსი" თავისი პროდუქციის სრული სპექტრის შეთავაზებას აპირებს ქართველი მომხმარებლისთვის ( ვიდეო)

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 23 ივლისი 2016 19:29

საქართველოში საავტომობილო ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით ჩინური სახელმწიფო საავტომობილო კომპანია „ჯაკ მოტორსის“ წარმომადგენელთა დელეგაცია იმყოფებოდა თბილისში. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ბიზნეს-წრეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. „ჯაკ მოტორსი“ საქართველოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და თავის პროდუქციის სრული პაკეტის შეთავაზებას აპირებს ქართველი მომხმარებლისთვის. "ჯაკ მოტორსი" კავკასიის რეგიონში 2015 წელს შემოვიდა. ის ოპერირებს საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე. მისი ცენტრალური ოფისი თბილისშია წარმოდგენილი. ბიზნესმენებთან და ხელიუსფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელშიც ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობდა, კომპანიის სამომავლო გეგმებზე შედგა საუბარი. "ჯაკ მოტორსი" თავისი პროდუქციის სრული სპექტრის შეთავაზებას აპირებს ქართველი მომხმარებლისთვის, ამასთანავე ქართულ ბზარზე ახალი ტექნოლოგიების დანრეგვასა და ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილების შემოყვანას გეგმავს. "ჯაკ მოტორსი" - ჩინეთის სახლემწიფო მარალტექნოლოგიური საავტომობილო კომპანიაა. ის ყველა ტიპის ავტომობილსა და სატრვითო მაქანებს აწარმოებს და ჩინეთის უმსხვილეს ავტომწარმოებელთა ხუთეულში შედის. საქართველოში "ჯაკ მოტორსის" პარტნიორი კომპანია "გაა ჰოლდინგია", რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი გია ალიხანაშვილია.

 

 

 

თბილისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საქართველო-ჩინეთის მოლაპარაკება გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 15:26

2016 წლის 22-23 თებერვალს თბილისში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო იუწყება.

მხარეებმა განიხილეს როგორც უშუალოდ შეთანხმების ძირითადი მიმართულებები, ასევე კონსულტაციების გამართვის სავარაუდო განრიგი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება 2016 წლის მაისში. მომდევნო კონსულტაციები  ყოველ ორ თვეში ერთხელ გაიმართება.
გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. 2015 წლის 10 დეკემბერს კი ჩინეთში ხელი მოეწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ჩინეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

პაატა ბაირახტარი:„ფასები, ძირითადად, იმპორტირებულ პროდუქციაზე გაიზარდა“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 17:26

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსის, პაატა ბაირახტარის თქმით, ოქტომბერში ფასების ზრდა, ძირითადად, ქვეყანაში იმპორტირებულ პროდუქციაზე დაფიქსირდა.

„წინა წელთან შედარებით, ფასები, ძირითადად, იმ პროდუქტებზე გაიზარდა, რომლის შეძენაც დოლარში ხდება. როცა ქვეყანაში ეროვნული ვალუტის დევალვაცია 35%-ს აჭარბებს, რთულია, დაიჭირო  შემოტანილი პროდუქტების ფასები“,-განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში პაატა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება სატრანსპორტოსფეროშიფასის 1,1%-ითდაწევას, ეს მსოფლიოში ნავთობზე ფასების კლებით არის განპირობებული.

2015 წლისოქტომბერში,წინაწლისანალოგიურპერიოდთანშედარებით, საქართველოშიინფლაციისდონემ-5,8% შეადგინა.

საანგარიშოპერიოდში, ფასებიალკოჰოლზედათამბაქოზე-0,9%-ითგაიზარდა, სასურსათოსაქონელზედაუალკოჰოლოსასმელებზე-4,1%-ით, სასტუმროების, კაფეებისადარესტორნებისსფეროში-6,5%-ითდაჯანდაცვისსფეროში-11,1%-ით, განათლებისსფეროში-4,3%-ით, ხოლო, კომუნალურმომსახურეობაზე-8,2%-ითდაკავშირგაბმულობაზე 0,5%-ით.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური