საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა ბოლნისში 150 ოჯახს სურსათი გადასცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 აპრილი 2020 11:51

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცათ დახმარება საკვები პროდუქტების სახით.

საკვები პროდუქტების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად გადაეცა ბოლნისის მერიას.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ COVİD-19-ს პანდემიად გამოცხადების შემდეგ, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებით, საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

23 მარტიდან ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამოქმედებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოწყვლადი კატეგორიის გაჭირვებულ ოჯახებზე უფრო უარყოფითად მოქმედებს, დამძიმდა მათი ყოფა-ცხოვრება.

აქედან გამომდინარე, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრიც ჩაერთო სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიაში.

150 ოჯახისთვის დახმარების მიზნით, ბოლნისის მერიას გადაეცა 150 შეკვრა სხვადასხვა სახის მოხმარების პროდუქტი.

ღორის აფრიკული ჭირი საქართველოში? - "როსსელხოზნადზორის" ახალი შეზღუდვა საქართველოსთვის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:48

„როსსელხოზნადზორმა" საქართველოდან ცოცხალი საქონლისა და იმ პროდუქციის შეტანა აკრძალა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სამმართველო რიაზანისა და ტამბოვის ოლქებში იტყობინება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ცხელებისა და დაავადება "თურქულის" კუთხით არსებული არასტაბილური ეპიზოოტური სიტუაციის გამო, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცოცხალი საქონლის, ასევე ქართულ საწარმოებზე შექმნილი იმ პროდუქციის შეტანა იკრძალება, რომელიც სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს (ზედამხედველობას) ექვემდებარება. გარდა თევზის, ზღვის პროდუქტების და თევზის ფქვილისა “ - ნათქვამია განცხადებაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეული ცხიმის შემცველი რძე გამოავლინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 18:03

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის მონიტორინგის ფარგლებში ეტიკეტირების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. მარნეულში მდებარე „სმარტიდან\" აღებული შპს „ჯორჯიან მილკის\" მიერ წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის (2,5%-იანი - „მილკო\") ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მილკოს\" 2,5%-იანი რძე შეიცავდა როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ ცხიმს, რაც ეტიკეტზე არ იყო მითითებული , რის გამოც „ჯორჯიან მილკი\" დაჯარიმდა.

ბიზნესოპერატორს სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და ეტიკეტის შესაბამისობაში მოყვანა დაევალა.

რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლიდან (2015 წლის 1 აგვისტოდან) დღემდე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 1418 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელეს. ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა 66 ბიზნესოპერატორი; რძესა და რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით გამოკვლეულია 46 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა 4 შემთხვევაში. მათ შორის, ცხიმის პროცენტული შემადგენლობის შეუსაბამობა აღინიშნა „შატილის\", შპს \"სამგორი ალკოს\", „ვოლგოდონსკოეს\" ნაღების კარაქსა და „გლეხურ\"კარაქში.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით და შედეგების შესახებ პერიოდულად აცნობებს საზოგადოებას.

2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება \"რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე\", რომლის მიხედვითაც, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვ., გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი.

26 და 27 სექტემბერს ქარვასლაში საუკეთესო ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 16:30

საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, 26-27 სექტემბერს, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა. გამოფენის სლოგანი რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო, იყო „ჩვენ გვეამაყება ქართული & kar.ge პროდუქციის ყიდვა!“.
კომპანიებმა გამოფენაზე ბევრი თქვენთვის უკვე ნაცნობი და ჯერ კიდევ უცნობი ქართული პროდუქცია წარმოადგინეს: საირმე, ნაკადული, ტკბილი ქვეყანა, ბებოს ჩურჩხელა, ქართული ჩიპსი, ქართული ელექტრონული პროდუქცია, ათობით ნაცნობი და უცნობი ქართული ბრენდი, რომელსაც მხოლოდ ერთი ნიშანი აერთიანებს, ხარისხი!
პროექტის ფარგლებში კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ მარკეტინგის მენეჯერ ნინო გვანცელაძეს ვესაუბრეთ.
რომელი ბრენდი წარმოადგინა კომპანიამ გამოფენაზე?
ეს იყო ქართული ხარისხიანი პროდუქციის გამოფენა. რა თქმა უნდა ჩვენი ორივე ბრენდი „საირმე“ და „ნაკადული“ წარმოვადგინეთ. გამოფენას ბევრი ადამიანი დაესწრო. ორივე დღის განმავლობაში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ  ქართული პროდუქციის გამოფენამ ასეთი ინტერესი გამოიწვია.
რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა?
პროექტი ხელს უწყობს ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. ეს არის მოძრაობა   kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართულ საქმეში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 220 საჯარო სკოლის ბუფეტი შეამოწმა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 13:20

მოზარდი თაობის ჯანმრთელობისა და მათთვის უვნებელი სურსათის მიწოდების უზრუნველსაყოფად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლის კვების ბლოკებს ამოწმებს.

მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო კონტროლი 200-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდა. შემოწმდა კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, აღჭურვილობა, საკვების დასამზადებელი ინგრედიენტები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს მზა სურსათის 38 ნიმუში, რომლის შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღეისათვის არსებული მონაცემებით, არცერთ სკოლაში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. მცირედი დარღვევების გამოსასწორებლად გაიცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებას სააგენტოს ინსპექტორები გააკონტროლებენ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტო განაგრძობს სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს. ინფორმაცია შედეგების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას. 

სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 13:26

სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში გახშირდა სხვადასხვა ჯგუფის მიერ სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით მანიპულირება. საეჭვო წარმომავლობის კომპანიები და პირები ბიზნესოპერატორებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობენ და თავს სააგენტოსთან ასოცირებულ პირებად ასაღებენ.
"სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, თავი შეიკავონ მათთან თანამშრომლობისაგან და ნებისმიერი პირის ვიზიტის შემთხვევაში, მოითხოვონ იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. 
სურსათის ეროვნული სააგენტო არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე და ნებისმიერი სხვა პირისა თუ ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული სერვისები არის მხოლოდ პირადი ინიციატივა და არა სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, ნებისმიერი საეჭვო შეთავაზების შემთხვევაში, დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 291 91 68", - ნათქვამია საგანგებო განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური