მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყებას პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 11:31

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა განიხილება. პროგრამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. მისი განმარტებით, მთელ რიგ მაღალმთიან რეგიონებს მიწის რეფორმა, რომელიც გატარდა 90-იანი წლების ბოლოს, არ შეხებიათ.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია იმ მაღალმთიანი დასახლებების ჩამონათვალი, სადაც არ ჩატარებულა მიწის რეფორმა. შესაბამისად, სწორედ ამ დასახლებებზე გავრცელდება აღნიშნული პროგრამა - საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავისა და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე.

„ამ რაიონებში, ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული მიწების დაკანონებისთვის იქმნება სპეციალური ჩარჩო, რაც მნიშვნელოვანია აქ მაცხოვრებელთათვის, რადგან ამ მიწებზე ლეგალური მფლობელობის შემთხვევაში მათ ექნებათ ამ საკუთრების ბრუნვაში მიქცევის საშუალება. პროგრამის ამოქმედება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 16:29

ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის „სტარტაპ საქართველო“ დაწყება დღეს ოფიციალურად გამოცხადდა. პრეზენტაცია თბილისის ტექნოპარკში ჩატარდა. პროგრამა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. 

ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით დაიწყო.

ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პრეზენტაციას მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები, საპარტნიორო ფონდის,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ხელმძღვანელი პირები და „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამით დაინტერესებული  ახალგაზრდები დაესწრნენ. 

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ „სტარტაპ საქართველოს“ დაწყების მიზანია მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქამდე ფინანსური რესურსის არქონის გამო არ შეეძლოთ ბიზნესის დაწყება, მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ თავიანთი ბიზნესიდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

პროგრამის განხორციელების შედეგად ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთება ამაღლდება, დაიწყება მრავალი ახალი ბიზნესი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოსახლეობას საკუთარი შემოსავლის წყარო გაუჩნდება.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეიდან დაიწყება განაცხადების მიღება, რომელიც, თავის მხრივ, დაბალ და მაღალტექნოლოგიურ მიმართულებებად დაიყოფა. ამასთან, მაღალტექნოლოგიურის შემთხვევაში მოხდება იდეების გლობალიზაცია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პროგრამის მონაწილეები გაივლიან ტრენინგს, როგორ დაიწყონ წარმოება, ჰქონდეთ სწორი მხარდაჭერა იურიდიული, მენეჯერული და ფინანსური თვალსაზრისით. „ყოველივე ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ აქ დაწყებული, გაფილტრული და შემდეგომში დაფინანსებული იდეების უმრავლესობა იყოს წარმატებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.   

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული, პერსპექტიული და მდგრადი ბიზნესწინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება.

პროგრამის კოორდინატორები არიან „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“.

საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნესიდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში 40%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში.

ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.

თავის მხრივ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს, რაც მოიცავს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ნანოტექნოლოგიებს, კომპიუტერულ ინჟინერიას, კომპიუტერულ მეცნიერებას, ავიაკოსმოსურ წარმოებას, ავტომობილებს, ხელოვნურ ინტელექტს, ბიოტექნოლოგიებს, ბიოინფორმატიკას, ბირთვულ ფიზიკას, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რობოტიკასა და ტელეკომუნიკაციას.

უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება.

 

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ასეთი მაღალტექნოლოგიური პროექტების მსოფლიო ბაზარზე გატანას, ამასთან, დაეხმარება წარმატებულ კომპანიებს შემდგომი დაფინანსების მოსაპოვებლად და გასავითარებლად აწარმოონ აქტიური კომუნიკაცია ინვესტორებთან და დაინტერესებულ პირებთან.

გარდა ამისა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს ტრენინგებს და საკონსულტაციო მომსახურებას პროგრამის ყველა ბენეფიციარისთვის.

 

განაცხადების მიღება დაიწყება 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე მოემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსდება პროგრამის ფრონტ-ოფისი და დაინტერესებული პირები ერთი ფანჯრის პრინციპით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ პროგრამის შესახებ. მსურველების უკეთ ინფორმირებისთვის ასევე ამოქმედდება სატელეფონო ცხელი ხაზი.

პროექტების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება.

 

 

 

 

 

 

 

 

პროგრამა „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 17 ივნისი 2016 10:44

საქართველოს ყველა მოქალაქისთვის განათლების ხელმისაწვდომის უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, ხორციელდება პროგრამა „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“. პროგრამის ამოქმედება განაპირობა იმ სამწუხარო რეალობამ, რომ საქართველოში არსებობენ სხვადასხვა სოციალური მიზეზის გამო ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი პირები (ბოშები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რეპატრირებული პირები, ეთნიკური უმცირესობები და სხვ.), ასევე პირები, რომლებსაც სავალდებულო განათლების საფეხური არ აქვთ დასრულებული.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროგრამის  ინსტიტუციური გაძლიერება, რომლის ფარგლებშიც გაიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის, UNICEF-ის რეგიონალური კონსულტანტის ლეტიცია ანტონოვიჩისა და პროგრამაში ჩართულ სხვა წარმომადგენელთა  სამუშაო შეხვედრა, სადაც იმსჯელეს  ფორმალური განათლების მიღებისა და ფორმალური განათლების მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი პირების იდენტიფიცირების მექანიზმებზე, საჯარო სკოლის პასუხისმგებლობაზე,  დღის ცენტრების ვალდებულებაზე,  დღის ცენტრებიდან საჯარო სკოლაში ტრანზიციის პროცედურებზე, ალტერნატიული განათლების პროგრამასა და მობილური სკოლის კონცეფციაზე, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებითაა დანერგილი. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეიმუშავებს განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის კონცეფციას და განავითარებს პროგრამის ზოგად სამოქმედო გეგმას. 

სახელმწიფო პროგრამა სამუშაოს მაძიებელთათვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 მაისი 2016 17:18

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას განიხილა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიაწოდა.
„პროგრამას ახასიათებს რამდენიმე საკვანძო საკითხი: პირველი, ეს არ არის უბრალო შუამავლობა დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს შორის, არამედ ეს არის კერძო, სახელმწიფო თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ფაქტორებს. ერთ-ერთი მათგანი არის ის, რომ პოტენციური დამსაქმებელი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კადრების გადამზადებაში, მათი სასწავლო ცენტრების საშუალებით, რაშიც ასევე ჩართული იქნება სახელმწიფო."ჩვენი შეფასებით, ეს იქნება ძალიან მაღალი წარმატების პროექტი, რომელსაც რეალური შესაძლებლობები ექნება და ეს პროექტი თავის შინაარსით ცალსახა თანხვედრაშია მთავრობის 4 სტრატეგიულ რეფორმასთან“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება (მოხდება მათი პროფესიული მომზადება-გადამზადება და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირება) და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

შეხვედრა პროგრამის ფარგლებში „გადაიღე საქართველოში“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 16 მაისი 2016 13:16

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,  ქეთევან ბოჭორიშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ანა კვარაცხელია ავიაკომპანიის წარმომადგენლებს კინოინდუსტრიის ხელშეწყობის სახელმწიფო ინიციატივას „გადაიღე საქართველოში“ გააცნობენ.

შეხვედრის მთავარ მიზანს აუდიტორიისათვის პროგრამის„გადაიღესაქართველოში“ დეტალურად გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვაწარმოადგენს, რადგან საერთაშორისო კინომწარმოებლების მოსაზიდად და ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად ავიაკომპანიების როლი ერთი-ერთი გადამწყვეტია, ასევემნიშვნელოვანი ფაქტორიაგამართული  ინფრასტრუქტურა, კონკურენტული ფასები და შესაბამისი მომსახურება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა დამეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ავიაკომპანიებს მიმართავენ ინიციატივით, მხარი დაუჭირონ ახალ, კინოინდუსტრიის წამახალისებელ პროგრამას და საქართველოთი დაინტერესებულ საერთაშორისო პროდიუსერებს შესთავაზონ კინოგადაღებებში ჩართული პერსონალისთვის ხელსაყრელი პირობები.

 შეხვედრას სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენელიდაესწრება, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორიცააLufthansa;  Fly Dubai;  Turkish Airlines; Air Astana; Ukraine International Airlines; China Southern Airlines; Air Arabia; Qatar Airways; Aeroflot, Air Baltic.

უნდა აღინიშნოს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კინოინდუსტრიის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელების შედეგად ხდება უამრავი საერთაშორისო ფილმის გადაღება და ქვეყნის პოპულარიზაცია, როგორც გადასაღები ლოკაციის, ისე ტურიზმის კუთხით. შესაბამისად, მთავრობის ახალი პროგრამის განხორციელებისას მოსალოდნელია ტურისტების ნაკადის მატება და საქართველოს ცნობადობის გაზრდა. 

ქართული ენა განათლებისა და დასაქმებისათვის

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 16 მაისი 2016 10:00

ქართული ენის სასწავლო პროგრამის 33 კურსდამთავრებულმა ჩააბარა სახელმწიფო ენის გამოცდა და მიიღო ქართული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის გამოყენება შესაძლებელია სწავლის გაგრძელებისა და საჯარო სექტორში დასაქმებისათვის.
14 მაისს წარმატებული კურსდამთავრებულები - სომხური საჯარო სკოლების უფროსკლასელები სადახლოსა და ფოკადან, შეხვდნენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორს - ნუგზარ კაკულიას, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების მენეჯერს - რუსუდან ტუშურს.
სახელმწიფო ენის სწრაფი შესწავლის პროგრამა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მარტივად შეისწავლონ ქართული ენის საფუძვლები. პროგრამა დაიწყო 2015 წლის სექტემბერში. ამ დრომდე მასში უკვე 130 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროგრამა ხორციელდება იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ენის პროგრამის კურსდამათავრებულებს მიეცათ შესაძლებლობა ჩაებარებინათ  იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავებული ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტი, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური. ტესტი ეფუძნება ენობრივი კომპეტენციების შეფასების საერთო ევროპულ ჩარჩოს (CEFR)  და ადგენს ენის ცოდნის შემდეგ დონეებს: A1, A2, B1, B2, C1.  
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2015 წლიდან მხარს უჭერს ქართული ენის სწრაფი შესწავლის პროგრამას. UNDP-ის მხარდაჭერა  ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“  ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF),  ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

ლოს-ანჯელესში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია გრძელდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 25 აპრილი 2016 12:25

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აქტიურად აგრძელებს ახალი, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციას.

უკვე მეორე დღეა ლოს-ანჯელესში წამყვანი საგამოფენო ღონისძიება,  AFCI  locations show, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს 30-ზე მეტი ქვეყნიდან უყრის თავს, ქართულ სტენდს მასპინძლობს.

ქართული სტენდის ქვეშ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ძალისხმევით ქართულ კერძო საპროდიუსერო კომპანიებს ეძლევათ  შესაძლებლობა დაამყარონ კავშირები ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ცნობილ კინომწარმოებლებთან და გააცნონ თავიანთი შესაძლებლობები.

საგამოფენო შოუს ფარგლებშივე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა სხვა სამთავრობო წარმომადგენლებთან ერთად  მონაწილეობა მიიღო პანელ-დისკუსიაში პროდიუსერებისათვის დაფინანსების შესაძლებლობებთანდაკავშირებით. მინისტრის მოადგილემ აუდიტორიას ახალი, კინოინდისტრიის წახალისების კომპონენტი, ასევე შემუშავებული ე.წ cash rebate მექანიზმი გააცნო და ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოტენციალზე, კინოგადაღებისთვის საჭირო ყველანაირი რესურსის, მათ შორის პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მაღალი სტანდარტების შესაბამისი კომპანიების  არსებობასა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრის შესაძლებლობებზე.

ამასთანავე, ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები და კერძო საპროდიუსერო კომპანიების: JTW Metro, Millimeter Film და ABK communications

წარმომადგენლებმა პირისპირ, ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს დაინტერესებულ პროდიუსერებთან, რომლის პარალელურადაც, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა სტენდის ვიზიტორებს ამომწურავად წარუდგინეს სამთავრობო ინციატივა, გადაღებისთვის ხელსაყრელი კონკრეტული ლოკაციები  და პროგრამით გათვალისწინებული პირობები.  

 პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს ორგანიზებით 25 აპრილსდაგეგმილია ჰოლივუდის წამყვანი პროდიუსერების ოფიციალური მიღება, მათი მასპინძლობა და პროგრამის წარდგენა.

 

საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი ბაკურიანში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 06 მარტი 2016 13:15

ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში ბაკურიანში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

თურქეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოვლენილი სამხედროები ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს ეუფლებიან, მათ შორისაა სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშგადაადგილება და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა. სამხედროები  თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანას სწავლობენ, რათა დახრილ ფერდობზე  დაბრკოლებათა ზოლის მოწყობა და ჯგუფის უსაფრთხოდ გადაყვანა შეძლონ.

კრიტიკულ სიტუაციაში ჯგუფის მართვის უნარ-ჩვევების შესასწავლად კურსის მონაწილეებისთვის სცენარიც გათამაშდა. დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისას სამხედროებმა ზვავში მოყოლილი ადამიანი აღმოაჩინეს და საკაცის გამოყენებით მისი ევაკუაცია განახორციელეს. უცხოელ სამხედროებს თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენებაც მოუწიათ.

„კურსის ფარგლებში თხილამურით სრიალსა და თოვლში დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ტექნიკას დავეუფლეთ. ასევე შევისწავლეთ თოვლში ღამის თავშესაფრის „იგლუს“ მოწყობა და ზვავში მოყოლილი ადამიანის  გადარჩენა. აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა 3000 მეტრის სიმაღლეზე ზამთრის პირობებში. ლატვიაში ასეთი მაღალი მთები არ არის, როგორიც საქართველოშია. მაგრამ კურსზე შესწავლილი უნარ-ჩვევები ჩემს სამხედრო კარიერაში ნამდვილად გამომადგება,“ - აღნიშნა ლატვიის თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურემ რიგითმა ქრისტიან შაკლისტმა.

კურსი  პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ ტარდება. სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე. 

სამკვირიანი სამთო კურსი 11 მარტს დასრულდება.

მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 16:38

 “მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის “ ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ქვემო ქართლში, კახეთსა და შიდა ქართლში ხვნის სამუშაოები უკვე დაიწყო.

ქვემო ქართლის რეგიონში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილიდა შპს „მექანიზატორის“ დირექტორი პაატა შეყელაძეჩავიდნენ და ხვნის სამუშაოებს გაეცნენ.

სოფელ კოდაში, 580 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით წელს სოფელ კოდადან 924 ბენეფიციარი ისარგებლებს, აქედან ხვნის ბარათი 813 ფერმერმა უკვე მიიღო. სამუშაოებს შპს „მექანიზატორის“ 8 ტრაქტორი შეასრულებს.

„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში წინასწარი მონაცემებით დახმარებას ქვემო ქართლის 94ათასზე მეტიბენეფიციარი მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს 51 ათას ფერმერი. წელს პროექტს  დაემატება ქალაქ რუსთავს შემოერთებული სოფლები. 

„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 48 მილიონ ლარს შეადგენს. 

მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. პროექტი 3 წლიანი იყო თუმცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მე-4 წელსაც გაგრძელდა. 

* ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.

* ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25 მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრობარათით.

* ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰექტარზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.

„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ თებევრვლიდან დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

"აწარმოე საქართველოში" პროგრამაში შესწორებები შედის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 10:06

"აწარმოე საქართველოში"  პროგრამის პროექტში მთავრობას შესწორებები შეაქვს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მცირე საწარმოების ინტერესების გათვალისწინებით, დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარი დაბლა დაიწევს.

„პროგრამის აწარმოე საქართველოში პროექტში შესწორებები შემოგვაქვს. ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარს დაბლა ვწევთ - ეს იქნება 150 000 ლარი და 75 000 დოლარის ექვივალენტი. ასევე თვითონ სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც. საბანკო სექტორმა გამოთქვა ეს მოსაზრება, რათა გავზარდოთ ამ პროგრამაში აქტივობა. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც ასე იქნება უკეთესი,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური