10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 10 აგვისტო 2020 10:18

ვერძი

ძირითად დროს და ენერგიას დღეს ახლობელთა პრობლემების მოგვარებას მოანდომებთ, აუცილებლობა მოითხოვს დაეხმაროთ ირგვლივმყოფებს მიუხედავად საოფისე საქმეების სიუხვისა .

კურო

რთული, კონფლიქტური დღეა, სურვილი გიჩნდებათ გაერიდოთ ყველას და ყველაფერს, გაიქცეთ სადღაც შორს და დაივიწყოთ ის რაც აქამდე მხრებზე ტვირთად გაწვათ. ნუ აყვებით ემოციებს, ყველაფერი მალე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ტყუპები

დღეს თქვენ სწორად და გონივრულად შეძლებთ ბიუჯეტის გადანაწილებას ყველა საჭიროებაზე, შენაძენიც მეტად სარგებლიანი იქნება.

კირჩხიბი

დაეყრდენით მხოლოდ თქვენს ძალებსა და შესაძლებლობებს, გამოიჩინეთ შეუპოვრობა და წარმატება გარანტირებული გაქვთ.

ლომი

დროა საკუთარ ცხოვრებას სერიოზულად შეხედოთ. იმისათვის რომ მოახდინოთ ახალი იდეებისა და თამამი გეგმების რეალიზება, საჭიროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა.

ქალწული

დღეს გაქვთ შანსი როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ყველაფერი რაც ახლა ხდება, თქვენი მიზანდასახულობისა და შეუპოვარი შრომის შედეგია.

სასწორი

იცვლება თქვენი მსოფლხედველობა, შესაძლოა რაიმე ახლის შეწავლითაც დაკავდეთ, ამ პერიოდში ადვილად აითვისებთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას. გამოიყენეთ ეს შანსები.

მორიელი

მთავარია იზრუნოთ თქვენ რეპუტაციაზე, მაქსიმალურად შეეცადეთ იყოთ თავდაჭერილი და არ დაუშვათ შეცდომები, რადგანაც ახლო მომავალში ძალიან გაჭირდება მათი მოგვარება.

მშვილდოსანი

თქვენში უსაზღვრო ენერგია ბობოქრობს, გამოიყენეთ ის პროფესიულ საკითხებში, საქმიანი ურთიერთობების განვიათარებაში, მოიძიეთ გავლენიანი ნაცნობები და განიმტკიცეთ პოზიციები.

თხის რქა

კარგი დღეა ფიზიკური საქმიანობისთვის, წარმატებებია მოსალოდნელი სამსახურეობრივ ასპარეზზე, თუმცა ფინანსური კუთხით სირთულეები ჯერ ისევ აქტუალურია.

მერწყული

საქმიან სფეროში წარმატებებსა და შექებას ელოდეთ, დაკმაყოფილდება თქვენი ამბიციები, ხელმძღვანელი პირებიც მეტად დაგაფასებენ, ელოდეთ მათგან საინტერესო შემოთავაზებას.

თევზები

შეეცადეთ იფიქროთ და კონცენტრირდეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, ნუ დახარჯავთ თქვენს ენერგიას წვრილმანებზე, ნურც ირგვლივმყოფებს დააბრკოლებთ და ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას.

 

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 07 აგვისტო 2020 11:55

ვერძი - საქმიან სფეროში კონკურენცია იჩენს თავს, თუმცა წარმატება თქვენს მხარესაა. მოეშვით, მოდუნდით და ეცადეთ საღამო საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

 
კურო

აქტიურდება შემოქმედებითი სფერო და სასიყვარულო საკითხები, შედეგებიც სასიკეთოა, თანამოაზრეებთან ურთიერთობა ოპტიმიზმით აგავსებთ და გაგახალისებთ.

ტყუპები

სარეკლამო საქმიანობისთვის მეტად ხელსაყრელი პერიოდია, კარგი დროა ექსპერიმენტებისთვის, სასიკეთო და წარმატებულიც შეიძლება იყოს თქვენი ემოციების ფურცელზე გადატანა. გაწერეთ სამომავლო გეგმები.

კირჩხიბი

შესაძლოა დღეს დაგეგმოთ მოგზაურობა, შესაძლოა ასევე სარფიანი გარიგება და ხელშეკრულების დადება მოგიწიოთ უცხოელ პარტნიორებთან ან სხვა, შორი ქალაქის მცხოვრებთან წამოიწყოთ ახალი პროექტი.

ლომი

არ გამოგეპაროთ სამყაროს მინიშნებები, აიმაღლეთ განწყობა, იზრუნეთ გარეგნობაზე და კომფორტული გარემოს შექმნაზე, იყავით მეტად კეთილგანწყობილი და ლაღი.

ქალწული

სამსახურში საქმისადმი ენერგიული და პროფესიონალური მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. გადაანაწილეთ საკუთარი ძალები გონივრულად და ძალიან ნუ გადაიტვირთებით.

სასწორი

ნუ მოდუნდებით, იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით. ნურავის ნურაფერს აუხსნით, რადგან თქვენს ირგვლივ კონსერვატიული ადამიანებისთვის თქვენი კეთილშობილური ქმედებები ცოტა გაუგებარია.

მორიელი

შესაძლოა სამსახურში განვითარებული მოულოდნელი სიტუაცია ზოგიერთმა კოლეგამ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ხელში აიღოს საქმის სადავეები, ნუ აღელვდებით მალე ყველაფერი ძველებურ რეჟიმში გადავა და დალაგდება.

მშვილდოსანი

დიდად დაგიფასდებათ ოჯახის წევრებზე ზრუნვა და მათ მიმართ გამოხატული ყურადღება, მათ გვერდით ყოფნა და საქმეებში მხარდაჭერა იოლად გადაგაჭრევინებთ ნებისმიერ პრობლემას.

თხის რქა

შესაძლებლობა გაქვთ დატკბეთ სასიამოვნო სიახლეებით, გაინებივრეთ თავი, გაისეირნეთ ბუნების წიაღში, იმხიარულეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად.

მერწყული

კარგი დროა საქმიანი გარიგებებისთვის, ახალი შენაძენისთვის, აირჩიეთ რაიმე საინტერესო საქმიანობა და შეუთავსეთ სასარგებლო, სასიკეთოს და სასიამოვნოს. პირად ურთიერთობებში მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ.

თევზები

შესაძლოა ძველი პრობლემური სიტუაციები დალაგდეს, გაუმჯობესდეს ან ახალი საქმეც კი დაიწყოთ. შეუდექით საქმეს გულმოდგინებით და მიიღეთ პროცესით სიამოვნება.

14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 მარტი 2018 06:42

ვერძი
მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. კარგი დღეა კოლექტივთან ერთად ახალი საქმეების დასაწყებად. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

კურო
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. დახმარებისთვის მეგობრებსა და ნათესავებს მიმართეთ. 

ტყუპი
მუშაობისას იყავით მეტად დაკვირვებული. მოერიდეთ კრიტიკულობას გარშემო მყოფების მიმართ. გაისტუმრეთ ვალები, გადასახადები. 

კირჩხიბი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. ოღონდ, გამოცდილ პარტნიორებთან ერთად. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

ლომი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. დღეს მეტად გულუხვი და მოსიყვარულე უნდა იყოთ გარშემო მყოფებისადმი. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. 

ქალწული
საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. შეიძლება ახალი გასართობი გამოგიჩნდეთ. საღამო თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ, ახალი იდეები განიხილეთ. 

სასწორი
მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

მორიელი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად. მეტი ყურადღება და მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას შვილებთან. 

მშვილდოსანი
ენერგიული და აქტიური ხართ. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. საღამო შინ გაატარეთ. 

თხის რქა
შეიძლება ახალი თანამოაზრეები გამოგიჩნდეთ. გაგიუმჯობედებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. კარგი დღეა, ფიზიკური აქტიურობისა და ფეხით სიარულისთვის. 

მერწყული
ემოციური და გონებრივი გადატვირთვის გამო ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. 

თევზები
საჭირბოროტო საკითხები დაკვირვებულად და დიპლომატიურად მოაგვარეთ. იყავით მოკრძალებული. მეგობრებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 13 მარტი 2018 07:06

ვერძი
დაკვირვებულად იმოქმედეთ. გადაღლილობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს შრომისუნარიანობაზე. ნუ მოცდებით მეორეხარისხოვან დეტალებზე, იყავით მეტად მიზანსწრაფული. 

კურო
დილიდანვე ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. სწორად გათვალეთ დრო და პირადი ენერგია. საქმიანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. ზოგიერთს შეტყობინება და მგზავრობა ელის. 

ტყუპი
ნუ დაისახავთ გლობალურ მიზნებს. უმჯობესია, დაწყებული საქმეები დაასრულოთ. საღამო საოჯახო ვალდებულებებს დაუთმეთ. საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკება დიპლომატიურად წარმართეთ. 

კირჩხიბი
კარგი დღე გელით. დილიდან ჩამოწერეთ საქმეებისა და შეხვედრების სია. ეცადეთ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. საღამოს საყიდლებისთვისაც მოიცალეთ. 

ლომი
საქმიანი შეხვედრები დილით დანიშნეთ. ზოგიერთს შემოსავლის დამატებითი წყარო გამოუჩნდება. თუმცა, გაფრთხილდით, ტყუილის მსხვერპლი არ გახდეთ. 

ქალწული
ნუ ჩაახედებთ თქვენს საქმეები უცხოებს. ნუ ენდობით არაკეთილისმსურველთა რჩევებს. იღბალი გამოცდას გიწყობთ და ეცადეთ, გააზრებულად იმოქმედოთ. იყავით დაკვირვებული და რაციონალური. 

სასწორი
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, მეტად დაისვენეთ და აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. მეტ ყურადღებას ითხოვენ ოჯახის წევრები. ფული მოზომილად ხარჯეთ. 

მორიელი
დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ მოცდებით მეორეხარისხოვან დეტალებზე, არაფრისმომცემ საუბრებზე. საინტერესო ადამიანთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

მშვილდოსანი
კოლეგებთან შეთახმებულად იმოქმედეთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ყურადღება გმართებთ მგზავრობისას, განსაკუთრებით - საჭესთან. მოერიდეთ ალკოჰოლის, მავნე საკვების მიღებას.

თხის რქა 
იღბალი გამოცდას მოგიწყობთ და ეცადეთ ყველაფერს ღირსეულად გაართვათ თავი. იყავით მეტად დაკვირვებული. ახალი ნაცნობობა გელით. პირად ცხოვრებაში - სიფრთხილე. სასურველისა და რეალურის განსხვავება უნდა შეძლოთ. 

მერწყული
ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. დაკვირვება გმართებთ ახალგაცნობილებთან, ყველას ნუ დაიმეგობრებთ. მოერიდეთ ავანტიურას. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. 

თევზები
მშვიდი დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას. მოერიდეთ ძვირფასი და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს. უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭეთ.

4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 10:50

ვერძი
დღეს მოგინდებათ სხვებს აჯობოთ, შეებრძოლოთ. სასიყვარულო პარტნიორთან კი შეთანხმებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას გარშემო მყოფებთან. 

კურო
სამყაროს გალამაზების სურვილი გაგიჩნდებათ. გსურთ, გემრიელი კერძები საინტრესო ადამიანებთან ერთად დააგემოვნოთ და სასიამოვნო მუსიკას მოუსმინოთ. 

ტყუპი
სიყვარული, შემოქმედება, ურთიერთობა - აი, თქვენი დღევანდელი მთავარი სურვილი. საყვარელ ადამიანთან ერთად მეგობრებს ესტუმრეთ, კონცერტს დაესწარით. შვილებს თანასწორებივით ესაუბრეთ. 

კირჩხიბი
ეცადეთ გააუმჯობესოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას. ერთად წადით კინოში, თეატრში. 

ლომი
კარგი დღეა სეირნობისა და შეხვედრებისთვის. ზოგიერთს მოულოდნელი შეხვედრაც კი ელის. ეცადეთ, იყოთ დიპლომატიური და გამონახოთ საერთო ენა გარშემო მყოფებთან. 

ქალწული
დროა, გააქტიურდეთ და გააკეთოთ ყველაფერი, რათა სასურველს მიაღწიოთ. სწორად გამოიყენეთ ინფორმაცია და კავშირები. კარგი დღეა ინსტრუმენტების შესაძენად. თუმცა, არა ელექტროხელსაწყოების. 

სასწორი
შეიძლება თქვენი არასწორი სიტყვის ან ქცევის გამო უსიამოვნებებს გადაეყაროთ. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმეების შესასრულებლად, ჰობისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. 

მორიელი
თქვენ მხოლოდ საკუთარ ხმას უსმენთ და სხვის აზრს აიგნორებთ. იყავით მეტად კეთილი და ყურადღებიანი. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ და - დიპლომატიურობა კოლეგებთან. 

მშვილდოსანი
გაუფრთხილდით მეგობრებს, საყვარელ ადამიანს. ისეთი არაფერი თქვათ ან მოიმოქმედოთ, რაც მათ გულს ატკენთ. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. 

თხის რქა 
საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის გამო მთელ სამყაროზე ნუ განაწყენდებით. გამონახეთ საკუთარ თავში ძალა და განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. 

მერწყული
დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერული თვისებები. წარმატებული დღე ელით სპორტულ და შემოქმედებით ნიშნებს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ჭირვეულობა არ გამოავლინოთ. 

თევზები
ნუ დააბანდებთ ფულს ექსპერიმენტებში, თუ ხვდებით, რომ ფულსა და წარმატებას არ მოგიტანთ. იოცნებეთ, მაგრამ ფანატიზმში ნუ გადავარდებით. მოერიდეთ ელექტროხელსაწყოებისა და მექანიზმების შეძენას.

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 10:00

ვერძი
სიმშვიდე შეინარუნეთ. ნუ აჰყვებით ეჭვებს. მოიმატებს სპორტული აზარტი, თავგადასავლებისადმი ლტოლვა. არ დაუშვათ შეცდომები არც ურთიერთობაში, არც მუშაობისას. 

კურო
გარშემო საიმედო ადამიანები შემოიკრიბეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმე, რომელშიც ბოლომდე გარკვეული არ ხართ. მოერიდეთ მგზავრობას შორ მანძილზე. 

ტყუპი
თუ არ ხართ დარწმუნებული პარტნიორში, ნუ გადადგამთ მნიშვნელოვან საქმეს. ეცადეთ, არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა. 

კირჩხიბი
გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. მოსალოდნელია ტყუილი, უზუსტობა, ღალატი პარტნიორების მხრიდან. დღეს ნუ დაიწყებთ მკურნალობას. 

ლომი
დრო ისე გადაანაწილეთ, რომ სამსახურის საქმეებიც არ დაგრჩეთ უყურადღებოდ, გაერთოთ კიდეც და ოჯახის წევრებსაც არ მოანატროთ თავი. 

ქალწული
გააუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები, ურთიერთობა მშობლებთან. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, თუ ბოლომდე დარწმუნებული და ყველა დეტალში გარკვეული არ ხართ. 

სასწორი
გაგიტაცებთ ყველაფერი საიდუმლოებებით მოცული. თუმცა, მოერიდეთ უცხო, ბნელი გზით სიარულს. ნუ მიაქცევთ გავრცელებულ ჭორებს ყურადღებას. 

მორიელი
ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ ახლობლების გრძნობებზე თამაშს. ნუ გარისკავთ, ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ რჩევა-დარიგებების გაცემას. მეტი დრო გაატარეთ მშვიდ გარემოში. მოერიდეთ ილუზიებში გადავარდნას, გაღიზიანებულობას. 

თხის რქა
დღეს თქვენ საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. იყავით დაკვირვებული, გააზრებულად იმოქმედეთ. სიფრთხილე გმართებთ უცხოებთან და უცხოელებთან. 

მერწყული
გამოცდა მოუწყვეთ ადამიანებს. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, წყარო. მეგობრობის სახელით ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმიანობაში. 

თევზები
აკეთეთ ის საქმე, რომელიც კარგად იცით. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. მოერიდეთ დაუკვირვებელი ნაბიჯის გადადგმას.

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 10:23

ვერძი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, ურთიერთობა, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა. ზოგიერთი გადაწყვეტს სამსახურის, საცხოვრებლის შეცვლას. 

კურო
დღეს შეიძლება დასრულდეს საქმეები, პროცესები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მოერიდეთ გადაღლას, კონფლიქტს ოჯახის წევრებთან. 

ტყუპი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებისთვის. აკონტროლეთ სიტუაცია, საქმეები. საღამო ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

კირჩხიბი
დღეს გააზრებულად და ენერგიულად უნდა იმოქმედოთ. ნუ აჰყვებით ემოციებს. მეტი დაკვირვება გმართებთ ფინანსური და საყოფაცხოვრებო საკითხებოსადმი. 

ლომი
დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები და მიიქციოთ გავლენიანი ადამიანების ყურადღება. აკონტროლეთ იურიდიული, ტექნიკური და სამშენებლო საკითები. 

ქალწული
სიფრთხილე მოგეთხოვებათ ყველაფერში, მუშაობაშიც, მგზავრობაშიც, ტექნიკასთან შეხებისას. ექსპერიმენტების დღე არაა. ზოგიერთს განმარტოება მოუნდება. 

სასწორი
საკუთარ საქმეებსაც მოაგვარებთ და კოლეგებსაც დაეხმარებით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. საღამო ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ. 

მორიელი
პრობლემებთან, საქმეებთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ, დაიხმარეთ ერთგული მოკავშირეები. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, სანამ ძველებს არ დაასრულებთ. 

მშვილდოსანი
ნუ იაქტიურებთ, ყოველდღიური საქმეები მოაგვარეთ, მეტად დაისვენეთ. გადახედეთ თქვენს ურთიერთობას ავტორიტეტულ პირებთან, უცხოელ პარტნიორებთან. 

თხის რქა
 
მშვიდი საქმეები აკეთეთ. ნუ გადაიღლებით, ნურც ფიზიკურად და ნურც ემოციურად. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ ნათესავებთან, საქმიან პარტნიორებთან. თუ ვინმესთან ურთიერთობის აღდგენა გსურთ, დღეს იაქტიურეთ. დაეხმარეთ ხალხს საქმით და არა სიტყვით. 

თევზები
მაქსიმალურ ენერგიას მოითხოვს რუტინული საქმეები. მეტი ყურადღება მიაქციეთ შეზღუდვებს, აკრძალვებს. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს.

ჟურნალისტთა გუნდი ყველა საინფორმაციო სააგენტოს საბაზისო ფუნქციას ხარისხიანად ასრულებს - საკანდელიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 16:01

ანზორ საკანდელიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: „დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ „სპუტნიკ საქართველო“ ჩვენი ქვეყნის ინტერნეტ-მედიის რეიტინგში საუკეთესოთა შორისაა. ასეთ დასკვნას ვაკეთებ არა მხოლოდ მისი მკითხველის რაოდენობის გამო, თუმცა ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს, არამედ იმიტომაც, რომ იქ განთავსებული ინფორმაცია მაშინვე სხვა სააგენტოებში ჩნდება.

როგორც ჩანს, ისინი აქტუალური და დროულია, რადგან, მოგეხსენებათ, გუშინდელი ამინდის პროგნოზი დღეს არავის აინტერესებს.

მნიშვნელოვანია, რომ "სპუტნიკის" ბრენდით ახალი ამბები საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ორ - ქართულ და რუსულ ენაზე გამოდის. რა თქმა უნდა, პორტალს სოლიდურობას მისი მულტიმედიურობაც ანიჭებს, მაგრამ მთავარი, ჩემი აზრით, ისაა, რომ გუნდი ყველა საინფორმაციო სააგენტოს საბაზისო ფუნქციას ხარისხიანად ასრულებს: გაიგო პირველმა, დაინახო პირველმა, პირველმა აუწყო ამის შესახებ საკუთარ მკითხველს, ამავე დროს, საკუთარი აზრი სწორად და სრულყოფილად ჩამოაყალიბო, აცხადებს ანზორ საკანდელიძე.

 

5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 05 მარტი 2017 08:25
ვერძი - მხიარული და ენაკვმატი ხართ. ეცადეთ, თქვენმა ნათქვამმა გული არავის ატკინოს. ზოგიერთს ყოფილ შეყვარებულთან ელის შეხვედრა. კურო - დილიდან ოპტიმისტურად იქნებით განწყობილი. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. ტყუპები - ფორტუნა გიღიმით და სურვილების ასრულებასაც ადვილად შეძლებთ. საყვარელი ადამიანი მეტ რომანტიკას გთხოვთ თქვენგან. კირჩხიბი - შეხვედრების, ურთიერთობების, სასიამოვნო ნაცნობობის დღეა. დღის მეორე ნახევარში რომანტიკული განწყობა მოიმატებს. ლომი - საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. საქმიან პარტნიორებს შეხვდით მეგობრულ გარემოში. ქალწული - შეეხმიანეთ მეგობრებს, ნათესავებს. ოჯახის წევრებს მზრუნველობას, გემრიელობებს ნუ მოაკლებთ. სასწორი - კარგი დღეა სეირნობისა და მოგზაურობისთვის. მეგობრებს შეხვდით, შოპინგი მოიწყვეთ. პირად ცხოვრებაში პატარა სიურპრიზი გელით. მორიელი - გათავისუფფლდებით უსიამოვნებებისგან, რომელიც აქამდე გაწუხებდათ. შეძლებისდაგვარად მხიარულად გაატარეთ საღამო. მშვილდოსანი - ენერგიული და მიზანსწრაფული ხარ, მაგრამ მოერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას. კარგი დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თხის რქა - შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუმზადეთ. მერწყული - ნაკლები დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, მეტი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. თევზები - დატკბით დღევანდელი დღით. ოჯახის წევრები მზრუნველობით აგავსებენ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 10:18

ვერძი
დღე ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. საღამოს სამომავლო გეგმა ჩამოწერეთ. 

კურო
საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. ჩამოწერეთ ოჯახის ბიუჯეტი. გაუზიარეთ ერთმანეთს სამომავლო იდეეი და გეგმები. 

ტყუპი
გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისა და ჰობისთვის. ზოგიერთს ნათესავები ესტუმრებიან. 

კირჩხიბი
საინტერესო დღე გელით. სატელეფონო ზარი მთელ გეგმებს შეგიცვლით. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. 

ლომი
შეხვედრების დღეა. შეიძლება გავლენიანი ადამიანები დაიმეგობროთ. საღამოს მხიარულ წვეულებას არ გამოაკლდეთ. 

ქალწული
სასიამოვნო მოულოდნელობების, სიურიზების დღეა. შინ ნუ დარჩებით, მეგობრებს შეხვდით, ნათესავებს ესტუმრეთ. 

სასწორი
განახორციელეთ შემოქმედებთი იდეები. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ. გაიუმჯობესეთ ძილს რეჟიმი. 

მორიელი
საჩუქრების, სიურპრიზების დღეა. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. 

მშვილდოსანი
დაისვენეთ, გამოიძინეთ. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები. საღამოს შეხვდით მეგობრებს. 

თხის რქა 
რასაც ჩაიფიქრებთ ყველაფერი აგისრულდებათ. დაისვენეთ საქმეებისგან. საღამოს სამომავლო გეგმა შეადგინეთ. 

მერწყული
მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. ერთად განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. მოიგონეთ ახალი თამაშები. 

თევზები
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. შეყვარებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური