მთის კურორტების განვითარება პრიორიტეტია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 24 ივნისი 2016 12:46

ახალ გუდაურშიუმაღლესი ევროპული დონის, საკურორტო ზონის  მშენებლობადაიწყება - შესაბამის მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“  და კომპანია „რედკოს“ შორის სასტუმრო „ჰოლიდეინ ინში“ მოეწერა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

„მთის კურორტების განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ჩატარებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რამაც ნათლად აჩვენა, რომ თუ დღეს მთის კურორტები ჩვენს ეკონომიკაში დაახლოებით 50 მილიონი დოლარის გენერაციას ახდენს, სრულიად მარტივად არის შესაძლებელი, ეს ციფრი ავიდეს 300 მილიონ დოლარამდე, რაც შესაბამისად მოითხოვს ინვესტიციებს, ახალ საწოლ ადგილებს და ახალი სერვისების მიწოდებას. ჩვენ კანადურ კომპანიასთან ერთად გავაკეთეთ გუდაურის განვითარების გენერალური გეგმა, სადაც მოქცეულია ის მიწის ნაკვეთიც, რომელზეც კომპანია „რედკო“ აპირებს პროექტის განხორციელებას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს ტერიტორია არ განვითარდება  ქაოტურად, არამედ ერთიანი, გეგმაზომიერი მიმართულებით განვითარდება, რაც, საბოლოო ჯამში, სასიკეთო იქნება გუდაურში დამატებითი ღირებულების შექმნისთვის“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  

კომპანია „რედკომ“ 2016 წლის მაისის თვეში  შეიძინა 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ახალ გუდაურში, რომელზეც უმაღლესი ევროპული დონის, საკურორტო ზონის  მშენებლობას და 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.  ახალი გუდაურის გენერალური გავითარების გეგმა შემუშავდა მსოფლიოში ცნობილი  სამთო–სათხილამურო კურორტების დამგეგმავი კანადური კომპანია „ეკოსაინის“ მიერ. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს 10 ჰექტარის განაშენიანებას. ამ ეტაპით გათვალისწინებულია 26 ნაგებობის მშენებლობა, რომელიც კურორტს 4200-ზე მეტი დამატებითი საწოლით უზრუნველყოფს.

ახალი გენერალური გეგმის მიხედვით კურორტზე აშენდება რამდენიმე 2, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, აპარტოტელები, თაუნჰაუსები და ვილები, შეიქმნება დამატებითი დასვენებისა და გასართობი ინფრასტრუქტურა - ყინულის მოედანი,  რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები,მაღაზიები, ტენისის კორტები, სპა ცენტრები და კაზინო. ასევე კურორტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ავტოსადგომების სისტემებით (მიწისქვეშა და მიწისზედა), რომლებიც 1600-ზე მეტ ავტომობილს დაიტევს. გარდა ამისა, „რედკოს“ წარმომადგენლების განცხადებით,  კომპანიამმიიღო წინასწარი თანხმობა „Starwood Hotels and Resorts Worldwide“-საგან, რიმლის მიხედვითაც კურორტზე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების - “Sheraton”-ისა და “Four Points by Sheraton”-ის სასტუმრობი გაიხსნება.

დღეის მდგომარეობით, ახალ გუდაურში, კომპანია „რედკოს“ მიერ დასრულებულია და ოპერირებს 3 აპარტოტელი, რამოდენიმე რესტორანი და სპა ცენტრი. ამასთან,  2016-2017 ზამთრის სეზონისთვის დასრულდება კიდევ ერთი აპარტოტელი, ხოლო  2017 წელს კომპანია „რედკო“ ახალ გუდაურში „Radisson Blu“-ს ბრენდის სასტუმროს გახსნის, რისთვისაც  დამატებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“  ხელმძღვანელის, ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტების განხორციელებას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა მასტერპლანმა და  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ. მისი განცხადებით,  სახელმწიფო უახლოეს დღეებში  იწყებს გუდაურის წყალსადენის და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას, რაც გუდაურის ისტორიაში პირველად შექმნის საკმარისი  წყლის დებეტს.  2016 წლის ზაფხულში გუდაურში კიდევ ერთი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება, ასევე  შეიქმნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც უმნიშვნელოვანესია კურორტის განვითარებისთვის.

საგარეო უწყების 2016 წლის ძირითადი პრიორიტეტები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 11:25

ვიზალიბერალიზაცია, აბრეშუმის გზის პროექტის განვითარება, ევროინტეგრაცია და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები - ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს 2016 წელს ექნება.

მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს სამოქმედო გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია პრემიერმინისტრსა და მთავრობის წევრებს მიაწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების კუთხითაც აქტიურად იმუშავებს.

 შეხვედრაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტედად საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერება დაასახელა. 

დავით ნარმანიამ 2016 წლის გეგმებზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2015 15:35

გასულ წელს დედაქალაქში განხორციელებულ სამუშაოებს და მერიის ერთწლიან საქმიანობას აჯამებს დავით ნარმანია. თბილისის მერის ბრიფინგი ძირითადად შეეხებოდა 2015 წლის ბიუჯეტს და მის პარამეტრებს.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული და ოპონენტების კრიტიკა მისთვის ამ მიმართულებით მიუღებელია.

დღესვე თბილისის მერმა ისაუბრა 2016 წლის გეგმებთან დაკავშირებით. როგორც დავით ნარმანია ამბობს, მომავალ წელს თბილისის მთავრობის პრიორიტეტი ჯანდაცვა, სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურა იქნება.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური