გლდანში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 30 სექტემბერი 2016 10:24

გლდანში 40 000 კვ.მეტრის ფართობზე განთავსებული, სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. მასშტაბური სავაჭრო ცენტრის - "სითი მოლი გლდანის" გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა ახლადგახსნილი "სითი მოლი" დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი სავაჭრო ცენტრების აშენება ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას და გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონი ლარია. სხვადასხვა პერიოდში პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე 2000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ამჟამად დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. 
სავაჭრო ცენტრი აშენებულია უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით და სრულად უზრუნველყოფილია პარკინგითა და უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

კვირიკაშვილი ენტონი ბლინკენს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 14:42

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა იყო.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის მხარდაჭერას განსაკუთრებულად აფასებს. ამ კონტექსტში, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტისას ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას და ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის გაფართოების მიმართულებით საქართველო-აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობას გულისხმობს. 
ყურადღება დაეთმო საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აშშ-ს ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. 
პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე ისაუბრეს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, უზრუნველყოს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი არჩევნები და მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად, რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს იწვევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 10:47

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, მანამდე კი შეხვედრებს გამართავს ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან.

გიორგი კვირიკაშვილი უკვე გამოვიდა სიტყვით ღია მმართველობის პარტნიორობის 5 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. პრემიერი მოლდოველკოლეგასაც შეხვდა.

მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა იყო გიორგი კვირიკაშვილისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის საუბრის თემა.

საპარლამენტო არჩევნებზე და აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე იმსჯელეს კვირიკაშვილმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა.

პრემიერმინისტრმა საქართველოს სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია გამართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 13:04

საქართველოს სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია გამართა პრემიერმინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს პროექტი მთავრობის 4 პუნქტიანი რეფორმის გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია.

ზოგადად ის სივრცის რაციონალურ, მდგრად და დაბალანსებულ დაგეგმვას გულისხმობს. მთავრობის მეთაურმა კი განმარტა, რომ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი 2020 წლამდე 1000 კილომეტრი გზის დაგებაა.

“2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია მშენებლობა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს 100 კილომეტრამდე საავტომობილო გზას, რომლის სავარაუდო ღირებულება 3,5 მილიარდი დოლარი იქნება. მათ შორის იგეგმება 550 კილომეტრი ავტო მაგისტრალის მშენებლობა. 2016-2020 წლებში დაგეგმილია 300 მდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.    

პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გახსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 12:08

როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს, ისინი ხედავენ სტაბილურ გარემოს, რეგულაციების სიმცირეს, დაბალ გადასახადებს, ბიუროკრატიის ნაკლებობას და ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოში არსებულმა მიმზიდველმა ბიზნესგარემომ შესაძლებელი გახადა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის მნიშვნელოვნად გაზრდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

"დღეს ვამყარებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების დაფასებული და ანგარიშგასაწევი პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომლებიც სრულად ამოქმედდა ორი თვის წინ. გარდა ამისა, ღრმავდება ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან. ჩვენ ვამართლებთ ჩვენს იმიჯს, როგორც რეგიონში წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა. ჩვენი ეკონომიკა დღესაც წარმატების მაგალითია ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონში, რომელიც განიცდის ეკონომიკურ დეპრესიას თუ არა, მნიშვნელოვან შეფერხებას: 2015 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 2,8 პროცენტით, ხოლო 2016 წელს მოსალოდნელია, სულ მცირე, სამპროცენტიანი ზრდა," - განმარტა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიზანიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფაა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს საგადასახადო სისტემის, კაპიტალის ბაზრის, განათლების, ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემის სფეროთა რეფორმები.

ბიზნესის სახლი - სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ახალი მოდელი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 10:57

სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებური მოდელი, რომელიც დაზოგავს დროს და  ფინანსურ რესურსებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს კორუფციის რისკებს. ასე შეაფასა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი პროექტი „ბიზნესის სახლი“, რომლის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია ორთაჭალაში  გაიმართა. უყურეთ  „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“,  მთავრობის ახალ ინიციატივას„ ბიზნესის სახლის“ შესახებ პრემიერი, ვიცე-პრემიერი და ბიზნესმენები აფასებენ.

პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრს მადლობა გადაუხადა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 10:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ოთარ დანელიას, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში მინისტრთა კაბინეტის სხდომას ბოლოჯერ ესწრება.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ დარგში რეფორმები ოთარ დანელიასთან ერთად, პარლამენტიდან გაგრძელდება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომელიც ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც აქვს.

„ამ მიმართულებით ჩვენ უნდა განვაგრძოთ რეფორმები ოთართან ერთად პარლამენტიდან. ჩვენ ჩასატარებელი გვაქვს უმნიშვნელოვანესი სამუშაო, ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური სივრცის ევროპასთან ჰარმონიზაციის კუთხით. ამ მიმართულებით, ოთარის კომპეტენცია და გამოცდილება და გაკეთებული წარმატებული საქმეები, ჩვენი რეფორმების შემდგომი წარმატებების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ოთარ დანელიას წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 13:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი დახვდა. გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.

დღესვე საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 10:29

5 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ჰოვიკ აბრაჰამიანთან. 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

პრემიერ-მინისტრი კომპანია FERRUS-ის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 15:50

მსხვილი ლატვიური კომპანია „FERRUS"-ი საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანია „FERRUS"-ის წარმომადგენელთა შეხვედრაზე აღინიშნა.
ლატვიური კომპანია, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაა, საქართველოში ბიზნესის წარმოებას გეგმავს.
„FERRUS"-ის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ ღია, გამჭვირვალე, ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური