პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბს 24-საათიან რეჟიმში მუშაობისკენ მოუწოდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 14 ივნისი 2015 21:21

"ფიზიკური ძალა საკმარისზე მეტია, ტექნიკა და ფინანსები მობილიზებულია, ყველას მიღებული გაქვთ დავალებები და ასე შეკრულად გავაგრძელოთ მუშაობა 24-საათიან რეჟიმში", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ კერძო სექტორი, მთავრობა და მოსახლეობა ამ პრობლემის ირგვლივ გაერთაინდა. „ეს ძალიან სასიხარულოა. თუმცა, ეს რთულია და რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი, გაცილებით უფრო იოლი იქნებოდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურს გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ოთარ დანელიას ინფორმაციით, მობილიზებულია სამელიორაციო ტექნიკა, ასევე ექსკავატორები და საკუთარი მიმართულებით მუშაობენ ვეტერინარებიც.

15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 14 ივნისი 2015 18:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 13-14 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ყველაფერს მოევლება, თუმცა ყველაზე დიდი ტრაგედია და ტკივილია ადამიანების სიცოცხლე, რომელიც დავკარგეთ და ვერ დავაბრუნებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, დაღუპულთა ოჯახები 10-10 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, უკვე გამოიყო 10 მილიონი ლარი.
„უახლოეს საათებში გაიმართება პირველი შეხვედრა დონორებთან; ფინანსთა მინისტრს ჰქონდა საუბარი მათთან, მოხდება ყველა შესაძლო რესურსის მობილიზაცია მოსახლეობის დახმარების მიზნით; არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე, დავითვალოთ დეტალურად ზარალი და მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მოსახლეობას", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ბათუმში კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 07 ივნისი 2015 20:09

დღეს ბათუმში კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო “ლეო გრანდი” დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნეს.
ინვესტიცია 40 მილიონ დოლარს შეადგენს. სასტუმროში 182 ნომერი და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კაზინო განთავსდება. 
მთავრობის მეთაურმა ბათუმელებს წარმატებული პროექტის განხორციელება მიულოცა და თურქ ინვესტორს საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრემიერმა ზვიად გოგოჭურს გამარჯვება მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 16 მაისი 2015 18:46

მთელი გულით ვულოცავ ქართველ ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს სამხრეთ კორეაში უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე გამარჯვებას, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაგზავნილ მისალოც წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ფეის-ბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული.
"ქართველმა ფალავანმა დაუმარცხებლად იბრძოლა ფინალამდე და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. მან პირველად იასპარეზა მსოფლიო დონის საერთაშორისო ტურნირზე და დამსახურებული ოქროს მედალი მოიპოვა. ეს იყო არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი სიმტკიცისა და გამძლეობის, ვაჟკაცობის საუკეთესო მაგალითი. ამიტომაც განსაკუთრებით საამაყოა მისი წარმატება.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ზვიად გოგოჭურს ოქროს დებიუტს და კვლავაც ბევრ გამარჯვებასა და წარმატებებს ვუსურვებ", წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ზვიად გოგოჭურმა, რომელიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა ხუთიდან ოთხი ბრძოლა სუფთად მოიგო და ფინალში ტურნირის ფავორიტს, 2012 წლის პარაოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს ბრიტანელ სამუელ ინგრამს შეხვდა. ზვიად გოგოჭურმა მეტოქე გაფრთხილებით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

კოალიცია "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 16 მაისი 2015 17:42

თბილისში, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობით კოალიცია "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს.

სხდომაზე განიხილავენ  მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.

გვერდი 37/ 37-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური