გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 10:51

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, რენო სალენსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების ძირითად საკითხებს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა რენო სალენსს ორი ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

 

პრემიერი ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 17:16

წამყვანი ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ - შეხვედრა საქართველოს დელეგაციასა და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებთან დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს დელეგაციას სამუშაო სადილზე ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა უმასპინძლა. საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის ყველა იმ მიმართულებას, რომელთა მიმართაც ჩეხური ბიზნესის წარმომადგენლებმა ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატეს. უკვე გადაწყდა საქართველოში ჩეხური ლუდის სახარშისა და ქარხნის მშენებლობა. 

 

გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 12:44

 საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები ეს თემები საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელებთან ერთად განიხილა.  საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს. საქართველოს დელაგაციამ ინფორმაცია მიაწოდა ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა.

"საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები განხორციელდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 10:58

 "საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები განხორციელდება. ცვლილებები  პარლამენტში უკვე ინიცირებულია. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მომზადების საფუძველი მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაა, რომლითაც დადგინდა, რომ სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება ინფორმაცია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილების, მომუშავეთა რიცხოვნობის, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და ანგარიშების თაობაზე.დაზვერვის სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობა, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის მიერ განისაზღვრება. "აღნიშნული ცვლილების შესაბამისად დაიშიფრება: სამსახურის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილება, მომუშავეთა რიცხოვნობა, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და ანგარიშების თაობაზე ინფორმაცია, რაც გააადვილებს და დაცულს გახდის სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და მეთოდებს", - აღნიშნულია კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში. 

გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 10:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა.

სამუშაო საუზმეზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მისი შეფასებით, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერაა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის განმავლობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც თანამშრომლობის გრძელვადიანი გეგმა შემუშავდება.

საუბარი საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსაც შეეხო.

შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრო.

პრემიერის ინიციტივა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2016 10:55

ახალი მაკონტროლებელი სამსახური აღმასრულებელ ხელისუფლებაში-უწყებამ, რომელიც პრემიერმინიტრის ინიციატივით შეიქმნება სამინისტროებისა და სააგენტოების მიერ პროექტიების განხორციელება უნდა გააკონტროლოს. ახალი სამსახურის მეშვეობით გიორგი კვირიკაშვილი სამინისტროების მუშაობას თავად გააკონტროლებს, სხვა დეტალებზე განმარტებები პრემიერის აპარატში აღარ გაკეთებულა.

უწყებების არაეფექტურობით გამოწვეულ პრობლემებზე ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია საუბრობს. გახარიას განმარტებით, პრემიერი სამინისტროების და სააგენტოების მხრიდან ბიზნესის მოთხოვნებზე უფრო სწრაფ რეაგირებას ითხოვს, ერთ-ერთი სუსტი რგოლად რჩება ადმინისტრირების საკითხიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა მექანიზმი ამოქმედდება იმ უწყებების წინააღდმდეგ, რომლებსაც დაკისრებული ფუნქციის არასათანადო შესრულება დაუდგინდებათ.

შემცირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის და მძიმე სოციალური ფონის პირობებში, კიდევ ერთი სამსახურის შექმნას, გაუგებარ ინიციატივად აფასებენ ოპოზიციაში. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, პრობლემების მოგვარებისადმი ასეთ მიდგომას, არაკომპეტენტურობით ხსნიან. სხვა პროგნოზი აქვთ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ კონტროლის ახალი სამსახურის შექმნა გამართლებულია.

პრემიერი დამატებით რეისებზე ქუთაისიდან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 13:51

საქართველოს პრემიერმინისტრი ქუთაისის აეროპორტში ახალი მიმართულებების დამატებას და კომპანია Wizz Air-ის ბაზის გახსნას გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.

„კარგი ამბავი არის ის, რომ Wizz Air-მა გახსნა ბაზა ქუთაისში და ჩვენ გვექნება 7 ახალი რესი ევროპის მიმართულებით. უფრო მეტი პირდაპირი რეისი განხორციელდება ევროპისკენ. ეს კარგია იმიტომ, რომ ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე.  გაჩნდება  200 ახალი სამუშაო ადგილი ქუთაისსა და თბილისში და განმტკიცდება კავშირები ევროპასთან. 

ეს, ყოვლისმომცველ ინფრასტრუქტურულ გეგმასთან ერთად, რომელსაც მალე წარვადგენთ, მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, გვქონდეს ევროპასთან სატრანსპორტო კავშირი ქუთაისიდან. ეს კარგია ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის და ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის,“–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა ინვესტორთა საბჭოს სხდომის დაწყების წინ.

კვირიკაშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 13:01

სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის განვითარება და საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა იყო საქართველოს პრემიერისა და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრის შეხვედრის მთავარი თემები. 

საუბარი შეეხო მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა ბინალი ილდირიმისგან პროექტის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულების პირობა მიიღო. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს  ეკონომიკის  მინისტრი   და  ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.

პრემიერი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 12:11
სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის განვითარება და საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ ბინალი ილდირიმის შეხვედრის მთავარი თემები. საუბარი შეეხო მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ პროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.

გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 10:31
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში რიგით 52-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავენ. გიორგი კვირიკაშვილი კონფერენციის თემატურ პანელზე ,,სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისკენ” სიტყვით გამოვა. საქართველოს პრემიერი ასევე ორმხრივ შეხვედრებს ბულგარეთის, სლოვენიის, ესტონეთისა და ლიტვის პრეზიდენტებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე არიან. დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში 14 თებერვალს დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური