თამარ ქალდანი პრემიერსა და პარლამენტს ინიციატივით მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 16:59

მაკოორდინირებელი უწყების შექმნის ინიციატივით საქართველოს პრემიერსა და პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი   მიმართავს. 

თამარ ქალდანის განცხადებით, აღნიშნულმა ჯგუფმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მანკიერ პრაქტიკაზე და შეიმუშაოს კომპლექსური გეგმა. 

ფარული ჩანაწერების გავრცელების ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადება კამპანიის „ეს შენ გეხება“ წარმომადგენლებმა გააკეთეს. 

"ბლაუენშტაინ საქართველოს" ანგარიშის პრეზენტაციას გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 12:58

ბლაუენშტაინ საქართველო ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერმინისტრი  დაესწრო.

კომპანია საქართველოში ბოლო 8 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს და ინვესტიციებს ძირითადად რაჭაში ახორციელებს.

ამ დრომდე რეგიონში 18 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდა.

პრემიერის სამძიმარი პაკისტანში დარუპულთა ოჯახებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 28 მარტი 2016 14:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პაკისტანში მომხდარ ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების  ოჯახებს უსამძიმრებს.

"შემაძრწუნებელია პაკისტანში მომხდარი ტრაგედია. ტერორისტულ აქტს ქალაქ ლაჰორეში კვალავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. საუბედუროდ, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.
ეს არის მსოფლიოს ტრაგედია, ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა.
დიდი გულისტკივილით თანავუგრძნობ პაკისტანის მთავრობასა და ხალხს მომხდარის გამო და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში,"- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

პაკისტანში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

ნინოწმინდის სოფლების გაზიფიცირება მოხდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მარტი 2016 12:02

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ფოკისა და განძის მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

„მოხდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ფოკისა და განძის სრული გაზიფიცირება. ეს გულისხმობს 600 ოჯახის ბუნებრივი აირით დაკმაყოფილებას. ამ სოფლებში არის ძალიან მძიმე კლიმატური პირობები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დღეს ჩვენ განვიხილავთ მთავრობის ამ ინიციატივისთვის შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის საკითხს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა დონორებს მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 15:24

თბილისში დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,  გაიხსნა. გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამჟამად საქართველოში დონორი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული 400-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიარდ ლარს აღემატება.

„საქართველოსთვის ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყანას, დაუბრუნდეს დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება, მისი უფლებები და კანონის უზენაესობა მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს; გახდეს მოწინავე ქვეყანა სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების საშუალება მიეცემა ,“ – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია: ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის რეფორმები და სამუშაო ადგილების შექმნა; განათლების რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული; რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და მმართველობის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებების ეფექტიანობას და მეტ გამჭვირვალობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ და აღნიშნა, რომ კიდევ უფრო ღია და ეფექტიანი მმართველობის მისაღწევად საჭიროა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში სამთავრობო უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაცია და მმართველობაში სამოქალაქო ჩართულობა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეები ივნისში ბათუმში დაგეგმილ მერვე მინისტერიალის კონფერენციაზე მოიწვია.

ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებზე ისაუბრეს ასევე საქართველოს მთავრობის წევრებმა. სიტყვით გამოსვლების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმს საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

პრემიერმა პროფესიული განათლების რეფორმის გეგმა წარადგინა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 11:23

პროფესიული განათლების რეფორმის გეგმის პრეზენტაცია ამ წუთებში ტექნოლოგიურ პარკში მიმდინარეობს. 

დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა რეფორმის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. 

„დღემდე ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით საბაზისო საჭიროებებზე ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საბაზისო განათლების უზრუნველყოფაზე და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება უფრო შორს მიმავალ მიზნებზე ორიენტირებული ახალი რეფორმა წამოვიწყოთ და სწორედ დღეს ვიწყებთ ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს.“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს საერთაშორისო კვლევებიც აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არარსებობა.
"ახალი ეტაპი გულისხმობს სრულიად განსხვავებული სწავლების მოდელს, რომელიც იქნება დამყარებული საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პირობებში ერთდროულად სწავლებასა და მუშაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე სტუდენტს ჰქონდეს საშუალება მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობის. უკვე სწავლის შემდგომ სტუდენტი გადაწყვეტს გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკა და დასაქმდეს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი თუ გააგრძელოს უმაღლესი განათლება. მას ექნება ამის საშუალება და არამხოლოდ საშუალება - სახელმწიფო შეუქმნის თითოეული მიმართულებით შესაბამის პირობებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

პრემიერის შემდეგ, შეკრებილებს განათლების მინისტრმა მიმართა.

პრემიერმა ბელარუსში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 13:29

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში გრძელდება.
გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, მთავრობის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი მონუმენტი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

პრემიერი ბელორუსში ბიზენს ფორუმს დაესწრება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 09:59

 დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი ბელორუსში ვიზიტის ფარგლებში ბიზენს ფორუმს დაესწრება. ფორუმზე ერთობლივად განსახორციელებელ  წინადადებებსა და პროექტებზე გამახვილდება ყურადღება.

მხარეები უკვე შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა 2016 წლის სექტემბერში, თბილისში გაიმართება.

საქართველოსა და ბელარუსის პრემიერმინისტრებმა ასევე ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებას.

როგორც შეხვედრებზე ითქვა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უახლოეს მომავალში საქართველოში ბელორუსის საელჩოს გახსნა.

პრემიერის ვიზიტი ბელორუსის რესპუბლიკაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 მარტი 2016 10:32

საქართველოს პრემიერმინისტრი ოფიციალური ვიზიტი ბელორუსის რესპუბლიკაში. პირველ შეხვედრას საქართველოს მთავრობის მეთაური პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართავს. დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება მთავრობის სახლში, სადაც კვირიკაშვილს ბელარუსი კოლეგა, უმასპინძლებს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული მოლაპარაკებები და საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელმოწერა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმში.

"ასოცირების ხელშეკრულება არის ძალიან ამბიციური შეთანხმება"-პრემიერი ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან შეხვედრაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 21 მარტი 2016 16:52

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან შეხვედრას დაესწრო , შეხვედრას ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომიც ესწრებოდა.თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და ის შესაძლებობები, რომელსაც ქართულ ბიზნესსექტორს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმი სთავაზობს- ეს თემები 70-ზე მეტი ქართული და ევროპული კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრაზე განიხილეს. 


"ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს ბუნებრივი არჩევანია. ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ამ პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასოცირების ხელშეკრულება არის ძალიან ამბიციური შეთანხმება, რომლითაც გათვალისწინებულია არა მხოლოდ ორმხრივი ვაჭრობა, არამედ ევროპული სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში. ჩვენ ამ პროცესს მოვიაზრებთ არა მხოლოდ როგორც შანსს გაიზარდოს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი, ასევე გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო ჩვენს ქვეყანაში. ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას უკვე აქვს თავისი ზეგავლენა საქართველოს სავაჭრო ბალანსზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
 პრემიერი მიიჩნევს, რომ ასოცირების შეთანხმება როგორც ქართული კომპანიებისა და ბიზნესისთვის, ისე ევროკავშირის ბიზნესისთვის სარგებლობის მომტანია. 
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომლის გატარებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს. ევროკომისართან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ გახსნა. შეხვედრაში ვიცე- პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, ასევე ევროკავშირის დელეგაცია და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება და მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იქნება  .

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური