პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან 20:30-ზე დაიწყება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 აპრილი 2016 13:54

პრემიერი დღეს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. გიორგი კვირიკაშვილი ტოქშოუების 10 წამყვანს 20 საათსა 30 წუთზე შეხვდება.შეხვედრა პრემიერის 10 წუთიანი შესავალი სიტყვით დაიწყება. შემდეგ კი - ჟურნალისტების 2-2 შეკითხვას უპასუხებს.შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართება.იგეგმება პრემიერის შეხვედრა რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებთანაც

ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნებულია ახალი ამბები
პარასკევი, 15 აპრილი 2016 09:50

ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი კვლავ უარს ამბობენ ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ აქციის შეწყვეტას.უმაღლესი სასწავლებლის რექტორი კი აცხადებს, რომ დაირღვა თუ არა კანონი მისი არჩევის დროს, ამას სასამართლო გადაწყვეტს.6 პროფესორი უკვე მე-4 დღეა შიმშილობს. ისინი რექტორის, აკადემიური საბჭოს და კანცლერის გადადგომას მოითხოვენ. როგორც ისინი განმარტავენ, რექტორი აკადემიურმა საბჭომ მესამე ვადით აირჩია, რაც კანონდარღვევაა. ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ კანონი არ დარღვეულა.

 

პრემიერი პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანებს ხვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 აპრილი 2016 09:43

 პრემიერი დღეს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. გიორგი კვირიკაშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური თოქ შოუების წამყვანებს შეხვდება.კვირიკაშვილი შეხვედრაზე მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.იგეგმება პრემიერის შეხვედრა რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებთანაც.

პრემიერი პრეზიდენტს მიმართავს, არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულება 8 ივლისს გამოსცეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 აპრილი 2016 09:51

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება.
”არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, ადმინისტრაციის მხრიდან არ მოხდა დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ ჩვენ დღეს ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების წარმოდგენა მოხდეს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას. 
რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ასევე ფართო განსჯა და სამოქალაქო სექტორის თუ პარტიების მხრიდან გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება, გვინდა ვთხოვოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დოკუმენტი წარმოადგინოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს, რათა წინასაარჩევნო პერიოდის ვადად 3 თვე იქნას განსაზღვრული. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას და სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციებს თავიდან ავიცილებთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერისა და პრეზიდენტის საქმიანობა - შეფასება კვლევის შედეგების მიხედვით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 აპრილი 2016 12:03

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას 27 პროცენტი კარგად აფასებს, 6 - ცუდად. ასევე კარგად აფასებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას 27 პროცენტი, საშუალოდ 50 პროცენტი, ცუდად - 13 პროცენტი.პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საქმიანობას კარგად აფასებს 21 პროცენტი, ცუდად - 17 პროცენტი,საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას კარგად  აფასებს 24 პროცენტი, 15 პროცენტი - ცუდად. მისგან განსხვავებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის საქმიანობას კარგად მხოლოდ 6 პროცენტი აფასებს, ცუდად კი - 10 პროცენტი. გამოკითხულთა 53 პროცენტს არ აქვს პასუხი ზვიად კვაჭანტირაძის საქმიანობასთან დაკავშირებით. 

 

რატიანი პრემიერის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 აპრილი 2016 12:16

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვლება ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტიც და პრემიერიც გაუგებრობაში არიან:

"საქართველოს ორი უმაღლესი თანამდებობის პირი, პრემიერი და პრეზიდენტი შეხვდნენ ერთმანეთს, დაგეგმეს რაღაც, გააკეთეს განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით და ვერ დაფიქრდნენ და ვერ შეუსაბამეს ეს ყველაფერი მოქმედ კანონმდებლობას. ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, უუნარობის და არაპროფესიონალიზმის სრულიად ცხადი მაგალითი რომ არ იყოს. ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად უნდა ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, თორემ საქართველო რაღაც უბედურებას გადაეყრება“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებთან სამი თვის საქმიანობის შეჯამებას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 17:06

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მომავალ კვირას მედიის წარმომადგენლებთან სამი თვის საქმიანობის შეჯამებას. მედიასთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ფორმატი და თარიღი საზოგადოებისა და მედიის წარმომადგნელებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

"პრემიერმა პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარი უნდა თქვას"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 10:09

პრემიერმა პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარი უნდა თქვას-განცხადებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე აკეთებს, ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ პრემიერმინისტრმა არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების თაობაზე პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარი უნდა თქვას. ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება, თუკი პრემიერი პრეზიდენტს, მისსავე განკარგულებას მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნებს.ნაცვლიშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრემიერი პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციას მოახდენს, სამართლებრივად დოკუმენტი ძალაში მაინც გამოქვეყნებისთანავე შევა, რადგან აღნიშნულს „საარჩევნო კოდექსი“ ადგენს.

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრსა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 10:26

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრსა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. უშიშროების საბჭოს 29 იანვრის სხდომის შემდეგ ხელისუფლების პირველი პირები ერთმანეთს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. 

გიორგი კვირიკაშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და ყარაბაღში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს. 

განხილვის თემებს შორის იყო ვიზალიბერალიზაცია და პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტიც. გიორგი მარგველაშვილმა უკვე გააკეთა განცხადება , მისი თქმით არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნა. 

პრეზიდენტი პრემიერს შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 16:31

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრას გამართავენ.

 შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება და ის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს შეეხება.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური