ნატოს სამიტზე ველით საქართველოს პროგრესის აღიარებას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 მაისი 2016 18:20

საქართველოს მიზანია ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, ხოლო საბოლოო ამოცანაა ევროკავშირში და თავისთავად, ნატო-ში გაწევრიანება; მსურს, ვუთხრა ნებისმიერს, ვინც საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით სპეკულირებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ესაა საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, რაც რამდენჯერმე დადასტურდა გამოკითხვებისა და რეფერენდუმის მეშვეობით, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში, ანალიტიკოსებთან შეხვედრისას გააკეთა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა საზოგადოების, ამომრჩევლის ნებას ასრულებს და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის აღიარებას და ნატოსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაფართოებას ელოდება.
„საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის კუთხით ამ მიზნებს ალტერნატივა არ გააჩნია. განვითარება დამოკიდებულია რეგიონალურ სტაბილურობასა და მშვიდობაზე. საქართველო მონაწილეობს ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ავღანეთში. საქართველო ამ მისიის მეორე უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანაა. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ავღანეთის, ცენტრალური აფრიკისა და მალის მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თავსებადობა ნატოს ჯარებთან", - განაცხადა პრემიერმა და ამ კონტექსტში ისაუბრა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე, „ღირსეული პარტნიორი 2016", რომელიც ქართველი სამხედროების ნატოს ჯარებთან თავსებადობისა და საექსპედიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

პრემიერი ლონდონში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 მაისი 2016 13:45

საქართველო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლონდონში არსებობს ქართული მართლმადიდებლური კულტურის კერა, სადაც ქართული ოჯახები იყრიან თავს.ამის შესახებ პრემიერმა ლონდონში, მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ქართული დიასპორისადმი მიმართვისას განაცხადა.
კვირკაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო პარაკლისს დაესწრო, რომლის შემდეგ ლონდონში მცხოვრებ ქართველებს ესაუბრა. 
გიორგი კვირიკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დღესასწაული მიულოცა.
„არის ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ასეთი ფილმი „სახლი“, რომელიც მოგვითხრობს, აშშ-ში, ქართული ეკლესიის წიაღში, როგორ ნარჩუნდება ქართული ოჯახური ტრადიციები და როგორ იზრდებიან ბავშვები ქართული კულტურის ზეგავლენით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლონდონში არსებობს ქართული მართლმადიდებლური კულტურის ასეთი კერა და არის საშუალება, ქართულმა ოჯახებმა აქ მოიყარონ თავი. საქართველო ყოველთვის გელოდებათ, თუმცა მე არ გეტყვით, რომ ყველა თქვენგანი დაბრუნებულიყოს, არ ვიცი, ეს რამდენად სწორი იქნებოდა. ბევრი თქვენგანი შეიძლება აქ ცხოვრობდეს, მაგრამ არანაკლებს აკეთებდეს თავისი ქვეყნისთვის. გვიყვარხართ ძალიან და ყოველთვის გელოდებით. ყველა თქვენს ძვირფას ადამიანს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ბედნიერებას ვუსურვებ“- მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილს გადაუხადა, რომელმაც ტაძარი შეისყიდა და საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს საქართველოსთვის დიდი საჩუქარია, რაც ბიზნესმენის მხრიდან ქველმოქმედების ერთადერთი მაგალითი არ არის. 
საზეიმო პარაკლისის დასრულების შემდეგ, პრემიერი დიასპორის წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში ესაუბრა და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუ

საქართველოს პრემიერის შეხვედრა ლონდონში ქართულ დიასპორასთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 მაისი 2016 10:50

საქართველო ყოველთვის გელოდებათ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შეკრებილ ქართულ დიასპორას. საქართველოს მთავრობის მეთაური ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო პარაკლისს დაესწრო, რომლის შემდეგ ლონდონში მცხოვრებ ქართველებს ესაუბრა.

პრემიერი რესპუბლიკელებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 მაისი 2016 16:17

პრემიერმინისტრი რესპუბლიკელების განცხადებას უაზროდ ატეხილ ალიაქოთს უწოდებს. გიორგი კვირიკაშვილმა პაატა ზაქარეიშვილის მის მიერ შეფასებული განცხადების საპასუხოდ რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს დღეს ვაზიანში წვრთნებზე ყოფნისას განაცხადა.პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ის სამთავრობო ცვლილებებს არ გეგმავს.„სამთავრობო ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება. თუმცა ჩვენ შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში და რა თქმა უნდა ცვლილებები გამორიცხული არ არის. მაგრამ უნდა ვთქვა ორი სიტყვა იმაზე, რომ მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობს პრემიერმინისტრი და მას აქვს სრული ლეგიტიმური უფლება აქვს  მინისტრთა კაბინეტის ამა თუ იმ წვერს მიუთითოს ამა თუ იმ განცხადების თაობაზე და ამ საკითხზე ატეხილი უაზრო ალიაქოთი არის უადგილო,“ - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

ფაშიმზე გამარჯვების დღე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 მაისი 2016 10:14

დღეს ფაშიმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავადმი მიძღვნილი ღონისზიებები  9 მაისს საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში გაიმართება. 
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ვაკის პარკში გვირიგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ვეტერანებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის ამსახველ ფოტოგამოფენას დაათვალიერებს.

პრემიერის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016 11:12

 

„საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პრემიერმინისტრს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისას თანამდებობის დატოვების ვალდებულება აღარ ექნება, პირველი მოსმენით მიღებულია. საკითხს დეპუტატებმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. საკანონმდებლო ცვლილებას მხარი 77-მა კანონმდებელმა დაუჭირა. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის ინიციატორები დეპუტატები ვახტანგ ხმალაძე და ზვიად კვაჭანტირაძე არიან.

შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 აპრილი 2016 10:29

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს (Vice President Biden) შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში ჯოზეფ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმით დაამტკიცა, რომ ევროატლანტიკური კურსის ერთგულია.
ხაზი გაუსვეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და შემდგომ ნაბიჯებზე.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღინიშნა, რომ მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარება.
ლიდერებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები, ასევე რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის განმტკიცების პროცესში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები. 
მხარეებმა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და გლობალური უსაფრთხოების თემები. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და ქართველი ხალხის სიმამაცეს.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საუბარი პირისპირ ფორმატში გააგრძელეს.

შეხვედრის დასასრულს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ საქართველოს უსაფრთხოებისა და სამომავლო განვითარებისთვის.

გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 26 აპრილი 2016 11:02

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, ჯიმ იონგ კიმს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის ძირითად საკითხებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკის დახმარებით ახორციელებს.

აღინიშნა, რომ დღემდე მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება დაახლოებით 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა 693 მილიონი აშშ დოლარია.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე და გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. აღინიშნა საქართველოს რეგიონალური როლი.

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო. მისი განმარტებით, ხელისუფლების დღის წესრიგი ყოვლისმომცველია: საგადასახადო რეფორმები და მეწარმეობის მხარდაჭერა; ინფრასტრუქტურის განვითარება; განათლების სისტემის რეფორმა და პროფესიული კადრების მომზადება ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად; ღია მმართველობის განმტკიცება. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოცხადა საქართველოს მთავრობას ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებაში.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. მან მადლობა გადაუხადა ჯიმ იონგ კიმს საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმ სტრატეგიული პროექტებისთვის, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის აქტიური ხელშეწყობით განხორციელდა.

მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.

შიმშილობის მეშვიდე დღე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 აპრილი 2016 09:48

უკვე მეშვიდე დღეა ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორები შიმშილობენ. ხუთი პროფესორიდან ერთი კი რამდენიმე საათში მშრალი შიმშილობის დაწყებას გეგმავს. პროფესორები ამბობენ, რომ აქციებს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მოშიმშილე პროფესორები პრემიერისგან და მთავრობისგან უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომნაწყენები არიან და მათი პრობლემით არავინ ინტერესდება. მოშიმშილე პროფესორების ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე საათის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა შეისწავლეს, ექიმები ურჩევენ პროფესორებს შეწყვიტონ შიმშილობა. მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა, პროფესორები აქციებს აგრძელებენ და მოითხოვენ გადადგეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიური საბჭო და კანცლერი.მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს სასწავლებლის ადმინისტრაცია. მათი თქმით, დაირღვა თუ არა კანონი რექტორის არჩევისას, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან 20:30-ზე დაიწყება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 აპრილი 2016 13:54

პრემიერი დღეს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. გიორგი კვირიკაშვილი ტოქშოუების 10 წამყვანს 20 საათსა 30 წუთზე შეხვდება.შეხვედრა პრემიერის 10 წუთიანი შესავალი სიტყვით დაიწყება. შემდეგ კი - ჟურნალისტების 2-2 შეკითხვას უპასუხებს.შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართება.იგეგმება პრემიერის შეხვედრა რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებთანაც

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური