საქართველოს პრემიერი დღეს შეხვედრას გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 31 მაისი 2016 10:03

საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება. პირისპირ შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ქალაქის“ გახსნის ფარგლებში გაიმართება. ბორდოს “ღვინის ქალაქის“ გამოფენათა ციკლის - „მოწვეული ვენახი“ პირველი გამოფენა, სახელწოდებით „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ 2017 წელს საქართველოს მიეძღვნება. „ღვინის ქალაქის“ უდიდესი ნაწილი დაეთმობა მუზეუმს, რომელიც მუდმივ გამოფენასთან ერთად, წელიწადში ერთხელ საზაფხულო გამოფენას უმასპინძლებს. 

ძალიან დიდი მოვლენა, - პრემიერი „ლევილის შატოს“ შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 მაისი 2016 14:30

ძალიან დიდი მოვლენა - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ლევილის შატოს საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნების პროცესი.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პირველი რესპუბლიკის შთამომავლებს, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფოსთვის ლევილის მამულის დაბრუნების განზრახულობათა ოქმს ხელი გუშინ მოაწერეს.

„ლევილის მამული ყოველთვის იყო ქართველთა საკუთრება. გუშინ მოეწერა ხელი ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, შემოდგომამდე, „ლევილის შატო" საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში გადმოეცემა. ეს არის ძალიან დიდი მოვლენა", - განაცხადა პრემიერმა დიასპორის ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, დიასპორის ფორუმი, რომელიც საქართველოში მეორედ ტარდება, არის შესანიშნავი პლატფორმა, რათა თანამემამულეებმა მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია საქართველოს დღევანდელი ყოფის შესახებ, უზრუნველყოფილი იყოს მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში და მაქსიმალურად შეეცადონ, გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებსაც დღეს საქართველოს სახელმწიფო მათ დასაბრუნებლად ქმნის.

პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დახურულ შეხვედრას მართავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 მაისი 2016 11:41

 სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. ხელისუფლების პირველ პირებს შორის შეხვედრა დიასპორის ფორუმზე, პრეზიდენტისა და პრემიერის სიტყვით გამოსვლების შემდეგ დაიწყო.  შეხვედრაზე განსახილველი საკითხები ამ დროისთვის უცნობი

პრემიერმა დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 მაისი 2016 11:37

დღეს ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორა იყოს ჩართული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თუნდაც, ახალგაზრდა ელჩების პროგრამა, რომელიც იძლევა საშუალებას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობისათვის,"- ამი შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რონისძიებაზე "გაუზიარე გამოცდილება საქართველოს" სიტყვიტ გამოსვლისას ისაუბრა. 

პრემიერმა დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდა საქართველოში ბიზნესი წამოიწყონ:

"ასევე ჩვენ დღეს გავხსენით არაერთი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებმა ბიზნესი წამოიწყონ საქართველოში. არაერთი ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ თანამემამულეები დაბრუნდნენ საქართველოში და ის შესაძლებლობები, რომელიც იქმნება ქვეყანაში და ის განვითარების დღის წესრიგი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, გამოიყენონ მაქსიმალურად იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ და ის ურთულესი ცხოვრება, რომელიც ბევრ ჩვენს თანამემამულეს აქვს უცხოეთში,  უკეთესობისაკენ შეცვალონ,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ზუგდიდში, გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 13:14

 გიორგი კვირიკაშვილმა ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა. პრემიერი სამძიმრის გამოსაცხადებლად ცოტა ხნის წინ ზუგდიდში, ოთხოზორიების საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.მთავრობის მეთაური ზუგდიდში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მოკლულის ოჯახს სამძიმარი ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გამოუცხადეს. 

საყდრისის დაცვის კომიტეტი დღეს პრემიერს მიმართავს და მიხეილ გიორგაძის გათავისუფლებას მოითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016 09:49

საყდრისის დაცვის კომიტეტი დღეს პრემიერმინისტრს განცხადებით მიმართავს და მიხეილ გიორგაძის გათავისუფლებას მოითხოვს.კომიტეტის წევრები ამტკიცებენ, რომ გიორგაძის მინისტრად დანიშვნიდან დღემდე უწყებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც მინისტრმა პასუხი უნდა აგოს.იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი მათ წინადადებას არ გაითვალისწინებს, საყდრისის დაცვის კომიტეტი აქციებს და არასაპარლამენტო პარტიებთან კონსულტაციებს გეგმავს.ბრალდებებს პასუხობს მიხეილ გიორგაძე და ამბობს, რომ კულტურის სამინისტროში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არგუმენტირებულია. 

 

საქართველო არის სამხრეთის დერეფნის განუყოფელი ნაწილი"- პრემიერის სიტყვით გამოსვლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 მაისი 2016 11:26

საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია და მხარს უჭერს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანთან დაკავშირებულ არსებულ და სამომავლო პროექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტრანს-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოება დაიწყო - საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში დღეს საფუძველი ჩაეყარა ტრანს-ადრიატიკის (TAP) 800 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობის დაწყებას, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირების მარშრუტის შერჩევას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით.
მშენებლობის დაწყების ცერემონიალს, რომელიც საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მან სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და პროექტის მნიშვნელობა შეაფასა.

“თავისი მარშრუტის გაყოლებაზე, ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს შეუერთდება სხვა არსებული და დაგეგმილი მილსადენები, რის შედეგადაც ენერგორესურსების ბაზრები ხელმისაწვდომი გახდება სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისთვის. ეს კი შესაძლებელს გახდის კასპიის ზღვის რეგიონის გაზის მიწოდებას სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. ამავე დროს, ეს იქნება მომავალში სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის შემდგომი გაფართოების და თურქმენეთისა და რეგიონში სხვა მიმწოდებელთა მხრიდან ბუნებრივი აირის რესურსების მოზიდვის კარგი შესაძლებლობა,” - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სატრანზიტო როლზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო პარტნიორია.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ სანდო პარტნიორი ქვეყანა ამ სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში. ბუნებრივი აირის მიმწოდებელი და მომხმარებელი ქვეყნების ინტერესების გადაკვეთაზე მდებარეობის წყალობით, საქართველო არის სამხრეთის დერეფნის განუყოფელი ნაწილი. ბოლო წლების განმავლობაში პირველი ნაბიჯები სამხრეთის აირის წარმატებისკენ გადაიდგა სწორედ მაშინ, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა, თურქეთთან ერთად და დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ჩამოაყალიბეს წარმატებული პარტნიორობა და დაამყარეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. ამის დასტურია, მაგალითად, ისიც, რომ ამ პროექტის წყალობით, დაახლოებით 30 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის მონაწილე ქვეყნებში,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო უპირობო მხარდაჭერას უცხადებს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის გაფართოებას და მზად არის მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში.
ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობა ენერგოუსაფრთხოებისკენ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებმაც. მათ იმედი გამოთქვეს, რომ პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმებას, ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონის სტაბილურობას.

ვამაყობთ, რომ ვართ სანდო პარტნიორი ქვეყანა, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 მაისი 2016 18:11

საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია და მხარს უჭერს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანთან დაკავშირებულ არსებულ და სამომავლო პროექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტრანს-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოება დაიწყო - საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში დღეს საფუძველი ჩაეყარა ტრანს-ადრიატიკის (TAP) 800 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობის დაწყებას, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირების მარშრუტის შერჩევას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით.

მშენებლობის დაწყების ცერემონიალს, რომელიც საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მან სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და პროექტის მნიშვნელობა შეაფასა.

"თავისი მარშრუტის გაყოლებაზე, ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს შეუერთდება სხვა არსებული და დაგეგმილი მილსადენები, რის შედეგადაც ენერგორესურსების ბაზრები ხელმისაწვდომი გახდება სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისთვის. ეს კი შესაძლებელს გახდის კასპიის ზღვის რეგიონის გაზის მიწოდებას სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. ამავე დროს, ეს იქნება მომავალში სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის შემდგომი გაფართოების და თურქმენეთისა და რეგიონში სხვა მიმწოდებელთა მხრიდან ბუნებრივი აირის რესურსების მოზიდვის კარგი შესაძლებლობა," - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სატრანზიტო როლზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო პარტნიორია.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ სანდო პარტნიორი ქვეყანა ამ სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში. ბუნებრივი აირის მიმწოდებელი და მომხმარებელი ქვეყნების ინტერესების გადაკვეთაზე მდებარეობის წყალობით, საქართველო არის სამხრეთის დერეფნის განუყოფელი ნაწილი. ბოლო წლების განმავლობაში პირველი ნაბიჯები სამხრეთის აირის წარმატებისკენ გადაიდგა სწორედ მაშინ, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა, თურქეთთან ერთად და დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ჩამოაყალიბეს წარმატებული პარტნიორობა და დაამყარეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. ამის დასტურია, მაგალითად, ისიც, რომ ამ პროექტის წყალობით, დაახლოებით 30 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის მონაწილე ქვეყნებში," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო უპირობო მხარდაჭერას უცხადებს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის გაფართოებას და მზად არის მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობა ენერგოუსაფრთხოებისკენ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებმაც. მათ იმედი გამოთქვეს, რომ პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმებას, ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონის სტაბილურობას.

ბაქო-სუფსის პროექტი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 16 მაისი 2016 14:42

ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტს დღეს უკვე თამამად შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის პროექტი, რომლითაც დაიწყო ახალი ერა და შეიქმნა მეტი სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე გამოსვლისას განაცხადა. 

პრემიერმა აზერბაიჯანელ კოლეგას, არტურ რასიზადეს, "ბრითიშ პეტროლიუმის" წარმომადგენლებს და მეგობარი ქვეყნების ელჩებს საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ბაქო-სუფსის მილსადენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ოცი წლის შემდეგ, ჩვენ მოწმე ვართ ყველა იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებისა, რომლის მიზანიც იყო „სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის" ამოქმედება. ეს ყველაფერი კი ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტით დაიწყო, რასაც მოჰყვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისება, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და მისი საიმედო და მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყნის იმიჯის შექმნა. ამ პროექტის წყალობით საქართველო საბოლოოდ დამკვიდრდა და დაბრუნდა მსოფლიო რუკაზე მთავარ, ისტორიულ სატრანზიტო ქვეყნად, რომელიც საუკეთესო სატრანზიტო მარშრუტს ქმნის აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 20 წლის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა და საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს - ბაქო-სუფსის პროექტით დაიწყო ახალი ერა და შეიქმნა მეტი სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„20 წლის წინ აზერბაიჯანული ნავთობით პირველი ტანკერი შეივსო და გაემართა დასავლეთით - ევროპისკენ და დღეს, 20 წლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტს მოჰყვა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. საქართველო არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ევროკავშირის ბაზარზე კასპიის ნავთობისა და გაზის რესურსების ტრანსპორტირების სფეროში. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ და აზერბაიჯანმა თურქეთთან ერთად ჩამოაყალიბეს სტრატეგიული პარტნიორობა და განავითარეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. შედეგად, ისეთი ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა „სამხრეთ-კავკასიური გაზის მილსადენი", „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა" და, რა თქმა უნდა, „ბაქო-თბილისი-სუფსის" ნავთობსადენების პროექტები ენერგეტიკის ინდუსტრიის წარმატებული მაგალითებია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, აცნობიერებს საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობას და სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს არსებულ და მომავალ ენერგეტიკული პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიკაციას ევროპისა და სხვა ჩართული ქვეყნების მიმართულებით.

ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა. არტურ რასიზადეს განცხადებით, ბაქო-სუფსის, ბაქო- თბილისი-ერზრუმის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი სტრატეგიული და ამავდროულად საერთაშორისო პროექტებია, რომლებიც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის, არამედ რეგიონის კეთილდღეობისთვის.

ნატოს სამიტზე ველით საქართველოს პროგრესის აღიარებას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 მაისი 2016 18:20

საქართველოს მიზანია ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, ხოლო საბოლოო ამოცანაა ევროკავშირში და თავისთავად, ნატო-ში გაწევრიანება; მსურს, ვუთხრა ნებისმიერს, ვინც საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით სპეკულირებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ესაა საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, რაც რამდენჯერმე დადასტურდა გამოკითხვებისა და რეფერენდუმის მეშვეობით, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში, ანალიტიკოსებთან შეხვედრისას გააკეთა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა საზოგადოების, ამომრჩევლის ნებას ასრულებს და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის აღიარებას და ნატოსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაფართოებას ელოდება.
„საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის კუთხით ამ მიზნებს ალტერნატივა არ გააჩნია. განვითარება დამოკიდებულია რეგიონალურ სტაბილურობასა და მშვიდობაზე. საქართველო მონაწილეობს ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ავღანეთში. საქართველო ამ მისიის მეორე უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანაა. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ავღანეთის, ცენტრალური აფრიკისა და მალის მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თავსებადობა ნატოს ჯარებთან", - განაცხადა პრემიერმა და ამ კონტექსტში ისაუბრა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე, „ღირსეული პარტნიორი 2016", რომელიც ქართველი სამხედროების ნატოს ჯარებთან თავსებადობისა და საექსპედიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური