საქართველოს პრემიერმა შს მინისტრად გიორგი მღებრიშვილის კანდიდატურა დაასახელა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 01 აგვისტო 2015 14:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრად  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წარადგინა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გიორგი მღებრიშვილი იყო ძალიან წარმატებული მინისტრი, რომლის დახმარებითა და თანადგომით სასჯელაღსრულების სფეროში საკმაოდ ნაყოფიერი რეფორმები განვახორციელეთ. იმედი მაქვს მისი საქმიანობა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზეც ასეთივე წარმატებული იქნება“, - აღნიშნა გ. ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამისად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად მისი პირველი მოადგილე კახი კახიშვილი დანიშნა.

პრემიერმა დიღომში სპორტული კომპლექსი "ახალი თბილისი" გახსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 10 ივლისი 2015 11:59

დიღმის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი "ახალი თბილისი" გაიხსნა, რომელშიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი გაიმართება. 
სპორტული კომპლექსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ცერემონიას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. სტუმრებს მასპინძლობა გაუწია "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა. 
კომპლექსი ოთხ სპორტულ ობიექტს შეიცავს, ესენია: საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი (როგორც ბიჭების, ასევე გოგონების შეჯიბრისთვის) და მძლეოსნობის ახალი სტადიონი. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლების ინფორმაციით, თითოეული არენა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს სასტუმრო, რომელიც თავის მხრივ, სამომავლოდ, ქართველ თუ უცხოელ სპორტსმენებს ყველა საშუალებას აძლევს გაიარონ შეკრებები მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში. 
"ახალი თბილისის" გახსნის ცერემონიაზე ასევე გაიხსნა ოლიმპიური თემატიკის ქანდაკება "ოლიმპიური ალი", რომლის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა. ქანდაკება ქართული დროშის ფერებშია წარმოდგენილი, იგი შესრულებულია წითელი და თეთრი ქვისგან, აქვს პირამიდის მსგავსი ფორმა, რგოლების ჯაჭვში ადის ოლიმპიური ცეცხლი (ალი). ქანდაკების ირგვლივ გაშენდება პარკი, სადაც განთავსდება ბეტონის კონსტრუქციის სკამები და სპეციალური განათება, რასაც ასევე ითვალისწინებს არქიტექტურული კომპოზიცია. 
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" თბილისში 26 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის მსვლელობის დროს საქართველოს 18 წლამდე ასაკის 4 000-მდე სპორტსმენი ევროპის 50 ქვეყნიდან ეწვევა, საერთო სტუმრების რაოდენობა კი 10 000-ს მიაღწევს. ღონისძიებას გააშუქებს 300 ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენილი. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, 5 ვარსკვლავიან სასტუმრო "ლეო გრანდს" გახსნის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 07 ივნისი 2015 11:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, ბათუმში, 5 ვარსკვლავიან სასტუმრო "ლეო გრანდს" გახსნის. ამის შესახებ პრემიერის პრეს-სამსახური იუწყება.

მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 182 ნომრიან სასტუმროში საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრია განთავსებული. სასტუმროში 700 ადამიანი დასაქმდება.

აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ორბი ჯგუფის" ახალი პროექტის "Orbi Beach Tower"-ის მშენებლობის დაწყებას ჩაუყრის საფუძველს.

39 სართულიანი, 785 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსის ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობაზე დასაქმებულია 400 ადამიანი, მშენებლობის დასრულების შემდგომ კი 200 ადამიანის დასაქმდება.  
სასტუმროს მშენებლობა 2013 წლის მარტში დაიწყო და 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.

 

გვერდი 22/ 22-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური