გიორგი კვირიკაშილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 10:08
„ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ,“ - ეს განცხადება პრემირმინისტრმა კანცელარიაში მთავრობის სხდომაზე გააკეთა. შეხევდრაზე პრემიერმინისტრმა მისი ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. „ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, რეფორმების მიმდინარეობის შესახებ და ძალიან საჭირო დისკუსია და განხილვები იყო და დროული იყო ეს ვიზიტი. დავტოვეთ ის შეგრძნება, რომ საქართველოში რეფორმები, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგიდან, ხორციელდება სრული კურსით და არავითარი შეფერხებები არ შეიძლება შეექმნას ამ რეფორმებს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრის ავრამოპულოსმა მიგრაციის პოლიტიკაზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 17:42

საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებასა და მიგრაციის პოლიტიკის მოდერნიზების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა დღევანდელ შეხვედრაზე.

მთავრობის მეთაურმა ევროკომისარს სავიზო დიალოგის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტული შედეგი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება, მალე მიიღწევა.

საუბარი მიგრაციის პოლიტიკასაც შეეხო. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოში უკვე მოდერნიზებულია მიგრაციის მართვის პოლიტიკა, ასევე, გატარდა სისტემური რეფორმები იმიგრაციისა და ემიგრაციის კონტროლის მიმართულებით.

ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ. 

კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი გაიხსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 16:28

საქართველოში კრიზისების მართვის ახალი პროექტი ამოქმედდა - წარმატებული ბრიტანული მოდელის ქართული ანალოგი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად სიტუაციური ოთახი დაათვალიერა და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია პროექტის შესახებ.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მთავრობას, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში და ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს კრიზისების საკითხებში სერ გარი ჯონსონს გაწეული დახმარებისთვის. მისი განმარტებით, პროექტს საფუძველი ჩაეყარა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს და წარმატებით განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, კრიზისებზე მყისიერი რეაგირება, ადეკვატური მართვა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი ქვეყნის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე რეგიონში. გამოწვევები არის სხვადასხვაგვარი, ეს არის ის გამოწვევები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა თუ ოკუპირებული ტერიტორიების თემებიდან. ეს არის ასევე სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული საფრთხეები, რომელიც ასევე მრავლად არის ჩვენს რეგიონში. ამ ტიპის საფრთხეებთან გამკლავებას სჭირდება მეტი კოორდინაცია და სწორედ ეროვნული სიტუაციური ოთახი არის ის ბრიტანული მოდელი, რომელიც დაინერგება საქართველოში. იგი იძლევა საშუალებას სხვადასხვა უწყებებს შორის იყოს მაქსიმალური კოორდინაცია, რათა მაქსიმალური ეფექტურობით გავუმკლავდეთ კრიზისულ სიტუაციებს," - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მანვე მადლობა გადაუხადა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაწეული სამუშაოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანელი ექსპერტები დარჩებიან და ჩაერთვებიან პროექტის შემდგომ განხორციელებაში.

ეროვნული სიტუაციური ოთახის პროექტი 2014 წელს შეიქმნა, მისი მშენებლობა და ტექნიკური აღჭურვა დასრულდა 2015 წლის დეკემბერში. ეროვნული სიტუაციური ოთახი - ეს არის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, სადაც კრიზისების მართვას სხვადასხვა უწყების 100-მდე თანამშრომელი განახორციელებს. ოთახი დაყოფილია სხვადასხვა თემატურ ჯგუფად. კრიზისული ვითარების დროს, ეპიცენტრში ან მის სიახლოვეს განთავსდება მაღალი გამავლობის სპეციალური დანიშნულების ავტომობილი, რომელსაც გააჩნია სიტუაციურ ოთახთან მუდმივი კავშირის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალება.

იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 15:19

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რეზიდენციაში უმასპინძლა. სამუშაო სადილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დაესწრნენ. გიორგი კვირიკაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმის გეგმა გააცნო. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საგადასახადო ადმინისტრირების და დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმების, მმართველობის, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარებისა და საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებაზე. ელჩებმა მთავრობის მეთაურს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

პრემიერთან შეხვედრის ინიციატივით,სამხედრო ჰოსპიტალის მედპერსონალი და ვეტერანები გამოდიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 17:51

რამდენიმესაათიანი აქცია მთავრობის კანცელარიასთან - სამხედრო ჰოსპიტალის მედპერსონალი და ვეტერანები პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მათი თქმით ჰოსპიტალს დაფინანსება შეუწყდა და შენობიდან პერსონალის სხვა, კერძო კლინიკებში გადანაწილება იგეგმება.

მედიკოსები ჰოსპიტალის ფუნქციონირების გაგრძელებას მოითხოვენ და სურთ ომის ვეტერანებს შესაბამისი კომპლექსური სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.

აქციის მსვლელობისას მონაწილეთა ნაწილი კანცელარიაში ადმინისტრაციისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

მედიკოსები და ვეტერანები ორშაბათს გაიგებენ, მიიღებს თუ არა მათ მთავრობის მეთაური.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ კონკრეტული პირები ჰოსპიტალის შენობის გასხვისებას და ვეტერანებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებას გეგმავენ.

„თუ ვერ მივიღებთ ამ შეხვედრას, ჩავთვლით, რომ სახელმწფოსთან გვაქვს მთლიანად პრობლემა და ამ მოკლე აქციით აღარ დავამთავრებთ,“ - აცხადებს ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია პატრიოტის წარმომადგენელი ვახტანგ მაჭავარიანი. 

თბილისი განსაკუთრებული ქალაქია, განსაკუთრებული ადამიანებით, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 11:04

"თბილისი მართლაც სრულიად განსაკუთრებული ქალაქია, განსაკუთრებული ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებული ადამიანებით და ჩვენი ვალია, რომ წინაპრების დანატოვარი უნიკალური ქალაქი განვაახლოთ, ახალი ენერგია შევძინოთ," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის ახალი პროექტის "ახალი ტფილისის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

 პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ახალი პროექტი საშუალებას იძლევა,  განვავითაროთ ტურიზმი და ეკონომიკა:

"განვავითაროთ ტურიზმი, ეკონომიკა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისთვის ქალაქი გახდეს იმედის მომცემი, საინტერესო, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ჩვენი ქალაქის ვიზიტორებისთვის, ტურისტებისთვის იყოს ეს ქალაქი მიმზიდველი და ძალიან საინტერესო,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

პრემიერის პოზიცია ტელეკომპანია ,,მაესტროსთან" დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 15:20

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ტელეკომპანია „მაესტროსთან" დაკავშირებულ კითხვებზე გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას ავრცელებს.
„საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მთავარი მონაპოვარია. პრემიერ-მინისტრის პოზიციაა, რომ ამ თავისუფლებას არანაირი საფრთხე არუნდა დაემუქროს. ტელეკომპანია „მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. პოლიტიკური სპექტრის ამოცანად უნდა რჩებოდეს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, რაც ამ შემთხვევაშიც სახეზეა", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირიკაშვილი მაესტროზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 14:36

 ტელეკომპანია მაესტროს საკითხებში მათვრობის ჩარევას დაუშვებლად მიიჩნევს პრემიერმინისტრი .„საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მთავარი მონაპოვარია. პრემიერმინისტრის პოზიციაა, რომ ამ თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს.ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. პოლიტიკური სპექტრის ამოცანად უნდა რჩებოდეს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, რაც ამ შემთხვევაშიც სახეზეა,“ - ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში. 

პრემიერმინისტრი პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 16:59

საქართველოს პრემიერმინისტრმა პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიში შეაფასა და განაცხადა, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მნიშვნელობისთვის კონსტიტუციურ პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს.

"საინტერესო გამოსვლა იყო, ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული. სასიამოვნოა, რომ პრეზიდენტი მიესალმა ოთხპუნქტიან რეფორმების პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში ნამდვილად მისასალმებელია. ზოგადად, ინსტიტუციური დემოკრატიის მნიშვნელობისთვის ამ კონსტიტუციურ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩვენი ინვესტორებისთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის საჭიროა საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგია საქართველოს, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო იმიჯისთვის," – განაცხადა გიორგი კვირიკაშვულმა.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

პრემიერი „ლაქტალისის“ და ,,სანტეს" წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 02 თებერვალი 2016 15:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანია „ლაქტალისის“ და ქართული კომპანია „სანტეს“ წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო გარემოს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ლაქტალისი“ ქართული რძის პროდუქტების კომპანია „სანტეს“ ერთ-ერთი აქციონერი გახდა, რაც კომპანიას მისცემს საშუალებას წარმოაჩინოს ქართული პროდუქტები მსოფლიო ბაზარზე და განავითაროს ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოება. ხაზი გაესვა, რომ ფრანგული კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციაში და ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის განვითარებას.

„ლაქტალის ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ ნალემ პრემიერ-მინისტრს კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული ყველი შეიძენს საერთაშორისო სტანდარტებს და პროდუქცია ქართული სავაჭრო ნიშნით გავა ექსპორტზე.

„საქართველოში, კომპანია „სანტეში“ შემოდის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ლაქტალისი“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქცია და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია საქართველოსთვის. „ლაქტალისი“ უმსხვილესი კომპანიაა, სადაც 75,000 ადამიანი მუშაობს. კომპანია ქართულ პროდუქტს გაიტანს ევროპულ ბაზარზე და ქართული ბრენდით, ქართული სავაჭრო ნიშნით ცნობილი პროდუქტი გავა ბაზარზე. ეს ინვესტიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე საქართველოს იმიჯის განმტკიცების კუთხითაც, ვინაიდან „ლაქტალისი“ საქართველოში შემოდის რეგიონში სამუშაოდ და მან აირჩია საქართველო, რათა სხვა რეგიონულ ქვეყნებთან ითანამშრომლოს ამ მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით მის შემოსვლას საქართველოში,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური