"განათლების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული პროგრესსა და განვითარებაზე" - პრემიერი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 12:23

 

"განათლების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული პროგრესსა და განვითარებაზე“ - ეს განცხადება პრემიერმინისტრმა განათლების მინისტრის მიერ, 2016 წლის შეჯამებისას გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრს წარმატება უსურვა.

„ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის ნომერ პირველ პრიორიტეტად დასახელებულია განათლების სისტემის განვითარება და რეფორმა,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერი ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მესამე სხდომას ესწრება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 12:59

ამ წუთებში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მესამე სხდომა იწყება ბრიუსელში, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება. სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი უძღვება.განხილვის დღის წერიგშია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები. მისი დასრულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.დღესვე საქართველოს პრემიერმინისტრი ნატოს გენერალურ მდივანსაც შეხვდება.

პრემიერმა ონლაინსესხების აკრძალვა დააანონსა - როგორია ექსპერტთა შეფასებები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 ნოემბერი 2016 10:30

ორმოცამდე საფინანსო კომპანიას დახურვა ემუქრება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა ონლაინსესხების აკრძალვა დააანონსა. მოტივად მომხმარებლების უფლებების დაცვა სახელდება. ბოლო წლებში სწორედ ონლაინ-სესხების გამო ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე ათეულობით მოქალაქე აღმოჩნდა. თუმცა მოსალოდნელ სიახლეს უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები. მოქალაქეებს გადაწყვეტილება მოსწონთ, აზრი ორად იყოფა ექსპერტებს შორის. სპეციალისტების ნაწილი რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრობს, მაგრამ მთავრობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.  

პრემიერი ოთხპუნქტიან გეგმაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 ნოემბერი 2016 15:36

 რემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი, საპარლამენტო უმცირესობას 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ გეგმას აცნობს.

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის დეტალებზე საუბრობს.

პრემიერობის კანდიდატის განცხადებით, გეგმა უსაფრთხოების საკითხებს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით გადასადგმელ ნაბიჯებს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ევროკავშირთან, ნატოსთან დაახლოებას და ეკონომიკურ განვითარებას ეხება.

კვირიკაშვილის თქმით, გეგმა მოიცავს იმ ოთხ ძირითად მიმართულებას, რომელიც იქნება ძირეული გარდაქმნების მომტანი ქვეყნის განვითარების მიმართულებით. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ქართული ოცნების მთავრობის მხრიდან განათლება დასახელდა.

„განათლება ცხადდება ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველ პრიორიტეტად გამომდინარე იქედან, რომ ვერ დაასახელებთ ვერც ერთ პრობლემას ქვეყანაში, რომელიც არ იქნებოდა ძირეულად დაკავშირებული განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებთან. ამიტომ, ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ როგორც პრიორიტეტულობის, ასევე რესურსის ხარჯვის კუთხით განათლება ვაქციოთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად და ამ მიმართულებით დაგეგმილია მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალო განათლების ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ეკონომიკის განვითარებას, პრემიერმინისტრი ამბობს, რომ უკვე განხორციელდა საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც მიმართულია კომპანიებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებისკენ. მოგების გადასახადი ჩაითვალა საკითხად, რომელიც არის ეკონომიკური ზრდის ყველაზე მეტად შემაფერხებელი ფაქტორი და ამიტომ, როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა ამ მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები.

„იმის გამო, რომ რეგიონში არ არის სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა, ინვესტიციების წასახალისებლად და შიდა საინვესტიციო რესურსის მობილიზებისთვის, გადაიდგა ნაბიჯი, რომრეინვესტირებული მოგება არ იქნას დაბეგრილი. პირველი იანვრიდან აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდება,“ - აცხადებს კვირიკაშვილი. 

გიორგი კვირიკაშვილმა სამეზობლო პოლიტიკაზე და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. პრემიერობის კანდიდატი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ესკალაციის შემცირებისკენ. 

"ჩვენ ვიქნებით პრინციპულები ოკუპაციის პრობლემებთან მიმართებაში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენ ვიქნებით პრინციპულები ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე," - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

პრემიერი ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 09:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. პრემიერის განმარტებით, აღნიშნული შესახებ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. 

ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე განხილვას ადასტურებს ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი ეკა ბესელიაც. თავად კობახიძე კი მედიასთან კონკრეტიკისგან თავს იკავებს. 
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტი პირველივე სესიაზე ფარული კენჭისყრით ირჩევს. თავმჯდომარის არჩევას ულ მცირე 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. არსებული რეგლამენტის თანახმად, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ ფრაქციას, ასევე პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

პრემიერი სამინისტროებზე: პატარა ცვლილებები იქნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 12:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამინისტროების მიმართულებით, „პატარა ცვლილებები იქნება“, თუმცა ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება. 

ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს გარდაბანში, შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. 

თუმცა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „არჩევნები ჯერ არ დასრულებულა“ და კონსულტაციები გრძელდება. 

„ჯობს დავიცადოთ, იმიტომ, რომ ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს, ალბათ. 30 ოქტომბერს არის მეორე ტური და გვინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ პარლამენტში წარდგეს მთავრობა. 

არ არის გამორიცხული, გარკვეული ცვლილებები სამინისტროების მიმართულებითაც, ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, თუ ამას კითხულობთ. მაგრამ, გარკვეული, პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სერგო რატიანი პრემიერ მინისტრს ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი 2016 12:28

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" საკნსტიტუციო უმრავლესობა გადასახადების გასაზრდელად, პარლამენტის თბილისში გადმოსატანად და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესასუსტებად სჭირდება. რატიანის თქმით,საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს „ქართულმა ოცნებამ“: „ხელოვნური და არაჯანსაღია როდესაც ერთი კაცის მიერ არაფორმალურად მართული პოლიტიკური ძალა გაყალბებისა და ძალადობის გზით იღებს 47% და სურს ამაზე მეტი, მას სურს ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მართოს ქვეყანა ამ ლეგიტიმაციით, როდესაც მოსახლეობას ეს ლეგიტიმაცია მისთვის არ მიუცია. მათ სურთ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ რეფერენდუმის გარეშე ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას აუწიოს გადასახადები, ქუთაისს პარლამენტის ნაცვლად შეაჩეჩოს ნარჩემაშვილი და დაანგრიოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რათა უმრავლესობის მიერ გადაჭარბებულ ძალაუფლებას არ ჰქონდეს შემაფერხებელი ფაქტორები, საზოგადოება ამას არ დაუშვებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდნენ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით იმარჯვებს და ქვეყანა დაიღუპა, ძალიან ხელოვნურია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი 2016 11:07

 

ჩვენ სწორედაც იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე დანაპირები შევასრულოთ და ის ძალიან დინამიური და ამბიციური განვითარების გეგმა, რომლის განხორციელებაც აქტიურად დავიწყეთ, ბოლომდე მივიყვანოთ, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ წარსულში გვქონდა პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია მორგებული იყო ერთ კაცზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, არაჯანსაღი და ხელოვნურია სპეკულაციები, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასთან დაკავშირებით დაიწყო.

„ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით იმარჯვებს და ქვეყანა დაიღუპა, ძალიან ხელოვნურია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ამომრჩევლის წინაშე მმართველი გუნდისთვის, რომლის მთავარი ამოცანა, ქვეყნის განვითარების ამბიციური გეგმის განხორციელებაა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უნდა შეიქმნას ეკონომიკური განვითარების უპრეცენდენტოდ მაღალი დინამიკა და ქვეყანამ მოახდინოს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით და, ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, განაგრძოს ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც დაწყებულია“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ, მემკვიდრეობით მიიღო ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც, საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვეღარასოდეს მოახდინოს ხელისუფლების უზურპირება და ის, ერთხელ და სამუდამოდ იყოს ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვისას სიჩქარე დაუშვებელია.

„ეს არ იქნება ის, რომ პარლამენტში პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებული. არავითარ შემთხვევაში. აქ სიჩქარე არ ივარგებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შევქმნათ ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული განვითარების ძალიან მაღალი დინამიკა. ამას ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს და დანაპირებს, რომელიც ჩვენ გავეცით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებლად უკლებლივ შევასრულებთ. საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც, იმედი მაქვს, მეორე ტურის შედეგად იქნება, მხოლოდ არის მეორადი და იმისთვის, რომ ჩვენი თითოეული დანაპირები შესრულდეს, თუ ამაზე ჩვენი მოქალაქეების ნება იქნება. მინდა, ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში, ისეთივე აქტივობით მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი მოსახლეობას საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 16:02

პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს. როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების თაობაზე.„ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების და განხორციელებული რეფორმების აღიარებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომელთაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ ყოფილიყო აღიარებული. მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი მიღწევა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ინსტიტუტებს და საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს, ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირისგან ჩვენ ვიღებთ ასეთ პოზიტიურ გზავნილს, რაც ნიშნავს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების და მიღწეული წარმატებების აღიარებას. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მრავალი მცდელობისა, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას და გარდაუვალ წარმატებას, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის საკითხებში“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

პრემიერი საჯარო მოხელეებს მიმართვას უგზავნის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 სექტემბერი 2016 11:45

საქართველოს პრემიერ-მინისტი გიორგი კვირიკაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართვას უგზავნის. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერის წერილი დღეს დილით ყველა საჯარო მოხელემ პირად მეილზე მიიღო. 
”თითოეულ ჩვენგანს, ვინც სახელმწიფო სამსახურში ვართ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნის წინაშე. ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, ყოველი ლარი, რომელსაც ვხარჯავთ, ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს საქმიანობაში ზედმიწევნით დავიცვათ კანონის მოთხოვნები. კანონის მცირე დარღვევასაც კი, შეუძლია მოსახლეობას დააკარგვინოს სახელმწიფო მოხელეებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რაც დაუშვებელია.
წელს საარჩევნო პერიოდის გამო პოლიტიკური აქტიურობა გაზრდილია და განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვექცეთ საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერად და ეთიკურად შესრულებას.
ჩვენი კანონმდებლობით დადგენილია მთელი რიგი წესები, რომლებიც უნდა დაიცვან საჯარო მოხელეებმა და თანამდებობის პირებმა პოლიტიკურ კმპანიაში მონაწილეობის დროს. მნიშვნელოვანია, ამ წესებს ვიცნობდეთ და ვემორჩილებოდეთ.
გიგზავნით ამ წესებისა და შეზღუდვების ჩამონათვალს. გთხოვთ გაეცნოთ და გაითვალისწინოთ ისინი თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.
სახელმწიფო სამსახურების რეპუტაცია თითოეული ჩვენგანის ხელშია და ყველა ვალდებული ვართ გავუფრთხილდეთ მას. მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის და მოგიწოდებთ, ერთად დავამკვიდროთ პროფესიონალური, ეთიკური, კანონმორჩილი საჯარო სამსახური ჩვენს ქვეყანაში”, - ნათქვამია პრემიერის წერილში.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური