ნარმანია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 17:03

თბილისის მერი საკუთარ საქმიანობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ არ იცის რატომ უნდა დატოვოს თანამდებობა.

„რატომ გადავდგე, მაშინ როცა საქმე ვაკეთებთ? მაშინ როცა საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მივუყვებით გეგმაზომიერად და ამის საფუძველი არ არსებობს,“ - აცხადებს დავით ნარმანია.

მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დავით ნარმანია ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ამბავს რეალობასთან კავშირი არ აქვს.

ჩერნოვეცკი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 16:47

სამთავრობო ცვლილებებს პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ეხმაურება. 

ის უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი გადადგომის მიზეზები არ განმარტა.

„პირველად გავიგე ევროპული ქვეყნის შესახებ, სადაც საზოგადოება მთავრობის მეთაურისგან, თავისი გადადგომის მიზეზების შესახებ მკაფიო განმარტებას არ იღებს. რა უნდა მომხდარიყო: პრემიერი ავად გახდა, ჩაიდინა გაუგებარი საქციელი, არ ეთანხმება პარლამენტის უმრავლესობას, ვერ ატარებს საკუთარ პოლიტიკურ ხაზს, თუ არის რამე სხვა მიზეზები, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს? ნებისმიერ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ეყოს გამბედაობა, გამოავლინოს პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ და თქვას, თუ რა მოხდა სინამდვილეში... რა გახდა ასეთი ნაჩქარევი გადადგომის მიზეზი?!

ამავე დროს, როგორც პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი, ვთვლი, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მკაცრად განსაზღვრულ კონსტიტუციურ ვადაში, რათა დარჩენილი 10 თვის განმავლობაში,საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა გაარკვიონ, თუ ვინ წარმოადგენს მათ ინტერესებს მომავალ მთავრობასა და პარლამენტში. არჩევნების დაჩქარებამ შესაძლოა საქართველოს მოსახლეობისთვის, ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შალვა ნათელაშვილი პრემიერის გადადგომაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 15:24

მთავრობაში საკადრო ცვლილებებსა და პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატს არასაპარლამენტო ოპოზიციაში აფასებენ. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლა და ახალი პრემიერის დანიშვნა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

„მისი სახე პირდაპირ მიუთითებ, რომ პატრონმა ამ თანამდებობიდან კინწისკვრით გააგდო. ოლიგარქი ე.წ. პრემიერმინისტრად ანუ საკუთარი მილიარდების დარაჯად, მორიგ ბანკირს გვინიშნავს. ეს ფაქტიც იმიტომაა ხალხისთვის სულში ჩაფურთხება, რომ ბატონი კვირიკაშვილი ავად სახსენებელ 90-იანებში ავბედით ვანო ჩხარტიშვილთან ერთად გაერთიანებულ ქართულ ბანკში მოღვაწეობდა, საიდანაც მათ, როგორც ცნობილია ჩვენი ხალხის ანაბრები დაიტაცეს და ქვეყანა მშიერ-ტიტველი დატოვეს,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

"ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე"-გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 14:49

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა,
მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი ღარიბაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს გამოცხადებული ნდობისთვის.
„ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე. ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის ასრულებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ და წილად მხვდა ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ვიცე-პრემიერი, როდესაც იგი იყო პრემიერ-მინისტრი. ასევე იმ ნდობისთვის, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გამომიცხადა. მადლობა მინდა ასევე ვუთხრა უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს ჩემი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე. ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის ასრულებაში“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა.

ნოდარ ხადურმა თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 13:00

ნოდარ ხადურმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამ წუთებში დაუზუსტებელია ,თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი თანამშრომლებს დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ნოდარ ხადურის გადადგომის შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ. ახალ მინისტრთა კაბნეტში ცვლილებები არ გამორიცხა არც პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

უსუფაშვილის მადლობა ყოფილ პრემიერს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 12:37

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს კი მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. "მე მინდა მიმავალ პრემიერ-მინისტრს, ჩემს მეგობარ ირაკლის დიდი მადლობა მოვახსენო გაწეული საქმიანობისთვის პრემიერ-მინისტრობის პოსტზე, მინისტრად მუშაობის დროს, ოპოზიციაში ერთად დგომისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ კიდევ ძალიან ბევრ საქმეს ერთად გავაკეთებთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი კანდელაკი გიორგი კვირიკაშვილზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 12:35

საპარლამენტო უმრავლეოსობის მიერ პრემიერობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილის დასახელებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. პრემიერმინისტრის კანდიდატურას და საკადრო გადაადგილებას აფასებენ ოპოზიციაში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელებისა და გვარების ცვლილება ქვეყანაში რეალურ ვითარებას ვერ შეცვლის.

"ის ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების ისეთივე მომსახურე პერსონალი იქნება, როგორიც იყო ღარიბაშვილის კაბინეტი,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ოპოზიციის ნაწილს კონკრეტულად გიორგი კვირიკაშვილის კომპეტენციასა და რეპუტაციაზე პრეტენზია არ აქვთ, თუმცა კვირიკაშვილის მირ მომავალში განხორციელებულ საკადრო ცლილებეზეც არ აქვთ მოლოდინი, რომ ის რეალურად საზოგადოების პრობლემებს მოაგვარებს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია კი სამთავრობო ცვლილეებს ფაქტს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს უარყოფს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 12:15

კონსულტაციებში ბიძინა ივანიშვილის ჩართვასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ გარკვეული კონსულტაცია ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთა, იყო ნაწილი კი ამას უარყოფს.

ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს უარყოფს.

„ამ თემის დრამატიზირება არ მგონია გონივრული და სწორი იყოს,"- აცხადებს ბესელია.

ეკა ბესელია მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს და ამბობს, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება.

 თამაზ მეჭიაური კი ივანიშვილთან კონსუტლაციებს არ გამორიცხავს.

"ალბათ გარკვეული დოზით იქნებოდა, ეს უმნიშვნელო ფაქტი არ არის, რომ კონსულტაციები არ გაეარათ,"- განაცხადა მეჭიაურმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განმარტებები გააკეთა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 12:02

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, გადადგომის დღეს გაკეთებულ განცხადებაში მან ნათლად განმარტა პოსტის დატოვების მიზეზები.

"ჩემს გამოსვლაში ყველაფერი იყო ნათელი, ამ გადაწყვეტილებაზე დიდი ხანს ვფიქროდი და მისი გამოცხადების დრო სწორად შევარჩიე. ჩემი პრინციპი მთელ ჩემს ცხოვრებაში იყო, რომ გამარჯვებული გავსულიყავი სადაც ვმოღვაწეობდი, ვმუშაობდი. ახლა ვაპირებ, რომ დავისვენო, დანარჩენს დრო გვიჩვენებს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმა, თუ - არა, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება, ამაზე ჟურნალისტებისთვის ღარიბაშვილს არ უპასუხია.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირკაშვილი დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილმა მას წარმატება უსურვა.

"საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერმინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატი წარადგინა, ბატონი გიროგი არის ჩემი მეგობარი, მინდა წარმატებები ვუსურვო. დიდხანს ვმუშაობდით ერთად, მანამ სანამ პოლიტიკაში მოვიდოდით, ახლაც სამი წელი ვიმუშეთ და ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა," - განცხადა ღარიბაშვილმა. 

პრემიერმინსტრობის კანიდადტი მთავრობის ახალ შემადგენლობაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 12:00

პრემიერმინსტრობის კანიდადტის რანგში გიორგი კვირიკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, სწორედ ის დაასახელა უმრავლესობამ ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელად.

გიორგი კვირიკაშვილმა უკვე ყოფილ პრემიერმინისტრს და უმრავლესობის წევრებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ერთად და მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ვიცე პრემიერი, როდესაც ბატონი ირაკლი იყო პრემიერმინისტრი. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გამომიცხადა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმინსტრობის კანიდადტმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებებზეც გააკეთა განმარტებები.

"კიდევ ერთხელ შევიკრიბებით გუნდი. არ მგონია, რომ მნიშვნელოვან დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, რამდენიმე ცვლილება შესაძლებელია იყოს," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური