პრემიერმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიური ინფორმირება დაავალა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 14:17

პრემიერმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიური ინფორმირება დაავალა.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს.

„მსურს ხაზგასმით და თითოეული მოქალაქის სახელით მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და თქვენს მოადგილეს, ბატონ პაატა იმნაძეს და საერთოდ დაავადებათა პრევენციის ცენტრს, რამეთუ ის ინფორმირებულობა, რომელიც თქვენ შემოგაქვთ ქართულ საზოგადოებაში მსგავს გამოწვევებთან დაკავშირებით, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე რაც მოვისმინე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ძირითადი ამოცანაა დროული გამოვლენა, ხოლო ჩვენი, როგორც მოქალაქეების ძირითადი ამოცანაა პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა, რაც არ არის რთული. ამიტომ, მე ვფიქრობ, ჩვენ ამ ამოცანებსაც გავუმკლავდებით ყველანი ერთად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს. გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთხელ უწყებათაშორისი საბჭოს თითოეულ წევს ვთხოვო და საბჭოს ხელმძღვანელობას დავავალო, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას, იმისთვის არ იყოს არანაირი კითხვის ნიშნები დარჩენილი პასუხების გარეშე, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს პროცესს და ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პრემიერის გამოსვლის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 13:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბახტაძის თქმით, საქართველო აღმავლობის გზაზეა. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში გამოსვლისას ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

„მან ხაზი საკონსტიტუციო რეფორმას, ასევე სასამართლო სისტემის მეტ დამოუკიდებლობას და ადამიანის უფლებების დაცვას გაუსვა. მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს და სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოს ინსტიტუტებისა და საზოგადეობის რეფორმებში ეხმარებიან, ბახტაძის თქმით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მან განათლების სისტემაში მეტი რესურსების ჩადების პირობა დადო“, – ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩემი ქვეყნის წარმატება, რომელსაც მან უკანასკნელ 20 წელიწადში მიაღწია, ეკუთვნის ორივეს საქართველოსა და ევროსაბჭოს. ჩვენ ორივეს შეგვიძლია ვიამაყოთ. საქართველომ შეძლო დრამატული ტრანსფორმაცია მოეხდინა და დღეს ქვეყანა აღმავლობის გზაზეა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზეა აღნიშნული, მთავარ გამოწვევად ბახტაძემ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაასახელა და ხაზი გაუსვა ამ ტერიტორიებზე არსებულ სერიოზულ ჰუმანიტარულ სიტუაციას.

„ამასთან, ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველო კონფლიქტებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

 

საქართველოს პრემიერი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017 12:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

საუბარი შეეხო მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუციის შექმნას ემსახურება. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ ცვლილებებით, რომელიც პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე შეიმუშავა, საქართველოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელს; უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მთავრობას; კიდევ უფრო მეტად აკონკრეტებს პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციებს; უზრუნველყოფს ადამიანის, საზოგადოების დაცულობის უფრო მაღალ ხარისხს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღს, რაც 2024 წლიდან იგეგმება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მმართველი გუნდის პოლიტიკური ნებით ხდება, რაც დიდი მიღწევაა და ეს საკითხი არც ერთი ხელისუფლების პირობებში, დღის წესრიგშიც არ დამდგარა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.

"განათლების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული პროგრესსა და განვითარებაზე" - პრემიერი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 12:23

 

"განათლების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული პროგრესსა და განვითარებაზე“ - ეს განცხადება პრემიერმინისტრმა განათლების მინისტრის მიერ, 2016 წლის შეჯამებისას გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრს წარმატება უსურვა.

„ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის ნომერ პირველ პრიორიტეტად დასახელებულია განათლების სისტემის განვითარება და რეფორმა,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერი ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მესამე სხდომას ესწრება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 12:59

ამ წუთებში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მესამე სხდომა იწყება ბრიუსელში, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება. სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი უძღვება.განხილვის დღის წერიგშია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები. მისი დასრულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.დღესვე საქართველოს პრემიერმინისტრი ნატოს გენერალურ მდივანსაც შეხვდება.

პრემიერმა ონლაინსესხების აკრძალვა დააანონსა - როგორია ექსპერტთა შეფასებები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 ნოემბერი 2016 10:30

ორმოცამდე საფინანსო კომპანიას დახურვა ემუქრება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა ონლაინსესხების აკრძალვა დააანონსა. მოტივად მომხმარებლების უფლებების დაცვა სახელდება. ბოლო წლებში სწორედ ონლაინ-სესხების გამო ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე ათეულობით მოქალაქე აღმოჩნდა. თუმცა მოსალოდნელ სიახლეს უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები. მოქალაქეებს გადაწყვეტილება მოსწონთ, აზრი ორად იყოფა ექსპერტებს შორის. სპეციალისტების ნაწილი რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრობს, მაგრამ მთავრობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.  

პრემიერი ოთხპუნქტიან გეგმაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 ნოემბერი 2016 15:36

 რემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი, საპარლამენტო უმცირესობას 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ გეგმას აცნობს.

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის დეტალებზე საუბრობს.

პრემიერობის კანდიდატის განცხადებით, გეგმა უსაფრთხოების საკითხებს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით გადასადგმელ ნაბიჯებს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ევროკავშირთან, ნატოსთან დაახლოებას და ეკონომიკურ განვითარებას ეხება.

კვირიკაშვილის თქმით, გეგმა მოიცავს იმ ოთხ ძირითად მიმართულებას, რომელიც იქნება ძირეული გარდაქმნების მომტანი ქვეყნის განვითარების მიმართულებით. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ქართული ოცნების მთავრობის მხრიდან განათლება დასახელდა.

„განათლება ცხადდება ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველ პრიორიტეტად გამომდინარე იქედან, რომ ვერ დაასახელებთ ვერც ერთ პრობლემას ქვეყანაში, რომელიც არ იქნებოდა ძირეულად დაკავშირებული განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებთან. ამიტომ, ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ როგორც პრიორიტეტულობის, ასევე რესურსის ხარჯვის კუთხით განათლება ვაქციოთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად და ამ მიმართულებით დაგეგმილია მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალო განათლების ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ეკონომიკის განვითარებას, პრემიერმინისტრი ამბობს, რომ უკვე განხორციელდა საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც მიმართულია კომპანიებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებისკენ. მოგების გადასახადი ჩაითვალა საკითხად, რომელიც არის ეკონომიკური ზრდის ყველაზე მეტად შემაფერხებელი ფაქტორი და ამიტომ, როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა ამ მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები.

„იმის გამო, რომ რეგიონში არ არის სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა, ინვესტიციების წასახალისებლად და შიდა საინვესტიციო რესურსის მობილიზებისთვის, გადაიდგა ნაბიჯი, რომრეინვესტირებული მოგება არ იქნას დაბეგრილი. პირველი იანვრიდან აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდება,“ - აცხადებს კვირიკაშვილი. 

გიორგი კვირიკაშვილმა სამეზობლო პოლიტიკაზე და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. პრემიერობის კანდიდატი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ესკალაციის შემცირებისკენ. 

"ჩვენ ვიქნებით პრინციპულები ოკუპაციის პრობლემებთან მიმართებაში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენ ვიქნებით პრინციპულები ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე," - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

პრემიერი ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 09:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. პრემიერის განმარტებით, აღნიშნული შესახებ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. 

ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე განხილვას ადასტურებს ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი ეკა ბესელიაც. თავად კობახიძე კი მედიასთან კონკრეტიკისგან თავს იკავებს. 
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტი პირველივე სესიაზე ფარული კენჭისყრით ირჩევს. თავმჯდომარის არჩევას ულ მცირე 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. არსებული რეგლამენტის თანახმად, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ ფრაქციას, ასევე პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

პრემიერი სამინისტროებზე: პატარა ცვლილებები იქნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 12:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამინისტროების მიმართულებით, „პატარა ცვლილებები იქნება“, თუმცა ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება. 

ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს გარდაბანში, შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. 

თუმცა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „არჩევნები ჯერ არ დასრულებულა“ და კონსულტაციები გრძელდება. 

„ჯობს დავიცადოთ, იმიტომ, რომ ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს, ალბათ. 30 ოქტომბერს არის მეორე ტური და გვინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ პარლამენტში წარდგეს მთავრობა. 

არ არის გამორიცხული, გარკვეული ცვლილებები სამინისტროების მიმართულებითაც, ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, თუ ამას კითხულობთ. მაგრამ, გარკვეული, პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სერგო რატიანი პრემიერ მინისტრს ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი 2016 12:28

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" საკნსტიტუციო უმრავლესობა გადასახადების გასაზრდელად, პარლამენტის თბილისში გადმოსატანად და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესასუსტებად სჭირდება. რატიანის თქმით,საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს „ქართულმა ოცნებამ“: „ხელოვნური და არაჯანსაღია როდესაც ერთი კაცის მიერ არაფორმალურად მართული პოლიტიკური ძალა გაყალბებისა და ძალადობის გზით იღებს 47% და სურს ამაზე მეტი, მას სურს ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მართოს ქვეყანა ამ ლეგიტიმაციით, როდესაც მოსახლეობას ეს ლეგიტიმაცია მისთვის არ მიუცია. მათ სურთ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ რეფერენდუმის გარეშე ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას აუწიოს გადასახადები, ქუთაისს პარლამენტის ნაცვლად შეაჩეჩოს ნარჩემაშვილი და დაანგრიოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რათა უმრავლესობის მიერ გადაჭარბებულ ძალაუფლებას არ ჰქონდეს შემაფერხებელი ფაქტორები, საზოგადოება ამას არ დაუშვებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდნენ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური