პრემიერა: ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიული ფილმის პირველი თიზერი

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 13:01

ლესია უკრაინკას დაბადების დღის საპატივცემულოდ, ცნობილი უკრაინელი პოეტის შესახებ ფილმის გადამღები გუნდი წარმოადგენს მომავალი ბიოგრაფიული ფილმის პირველ თიზერს სამუშაო სათაურით «Леся Українка» (ლესია უკრაინკა).

თიზერის სიუჟეტში ასახულია ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი პოეტის ცხოვრებაში - ეს არის დრო, რომელიც მან გაატარა სერგეი მეჟინსკისთან ერთად მისი სიცოცხლის ბოლოს. ლესია უკრაინკა თავდაუზოგავად ზრუნავდა საყვარელ ადამიანზე, ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ცხოვრების ბოლო დღეები. სწორედ მაშინ, ერთ ღამეს, მან დაწერა ერთერთი თავისი ყველაზე ცნობილი პოემა - „შეპყრობილი“. თიზერში ლესია აღმოჩნდება მისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ მომენტში, მაგრამ ის საკუთარ თავში ჰპოულობს ძალას იმისათვის, რომ უბედურება და დანაკარგით გამოწვეული ტკივილი ღრმა და ძალზე გულისამაჩუყებელ შემოქმედებად აქციოს. ბევრი მკვლევარი ამბობს, რომ სწორედ ეს მოვლენები იქცა გარდამტეხ მომენტად მის ცხოვრებაში, რომელმაც მას, როგორც შემოქმედს, ახალი ბიძგი მისცა, რის შემდეგაც მისი პოეზია უფრო მომწიფებული, ღრმა და დრამატული გახდა და მსოფლიო აღიარება მოუტანა მას.

„ფილმში, ისევე როგორც თიზერში, ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ლესია უკრაინკას არაკლასიკური და უჩვეულო სახე“ - ამბობენ ფილმის პროდიუსერები, იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო. – „ჩვენ ყველანი შევეჩვიეთ სკოლის კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტსა და ლიტერატურის მასწავლებლის მიერ მოყოლილ მშრალი ფაქტებს. მაგრამ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ სრულიად განსხვავებული ლესია: ცოცხალი, თანამედროვე, ღრმად მგრძნობიარე ბუნებით. ჩვენ აღვადგენთ ნამდვილი ქალი-ენიგმას სახებას, მოვყვებით მისი ბედისწერის ყოველი მისტიური და წინააღმდეგობრივი შემობრუნებების შესახებ“. ფილმის გადაღება იწარმოებს უკრაინასა და საქართველოში.

ლესია უკრაინკას როლი ტიზერში შეასრულა ახალგაზრდა მსახიობმა დარია პოლუნინამ. ბიოგრაფიული ფილმის რეჟისორმა, ნანა ჯანელიძემ მოგვითხრო, რომ მას ძალიან უადვილდება დაშასთან მუშაობა:

„დაშა ძალიან არაორდინარული მსახიობია, რომელსაც წინ დიდი მომავალი ელის. პირველივე შეხედვით მივხვდი, რომ ის შესანიშნავად გაართმევდა თავს ლესია უკრაინკას როლს“, - აღნიშნა ნანამ. – „სინამდვილეში, მთელი გადამღები გუნდისათვის თიზერის გადაღება ერთგვარ გამოცდად იქცა: ჩვენ უნდა გაგვეგო, თუ რამდენად შეგვიძლია აღვადგინოთ იმ ლესიას სახე, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენი ფილმის სცენარსა და იდეას, რამდენად კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთად მუშაობისას. ვფიქრობ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდა.“

თიზერის გადაღება კიევში მიმდინარეობდა - გოლოსეევსკის პარკში და ერთერთი სცენა სტუდიის დეკორაციებში. თიზერის სცენარი და კონცეფცია შეიმუშავა ნანა ჯანელიძემ. იდეა განხორციელეს პროდაქშენ კომპანიებმა JS Films და FX FILM Georgia-მ.

გადამღები ჯგუფი:

  • პროდიუსერები: იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო
  • რეჟისორი: ნანა ჯანელიძე
  • ოპერატორი: მიშა მარკოვი
  • დამდგმელი მხატვარი: იური ლარიონოვი
  • კოსტიუმების მხატვრები: ანტონინა ბელინსკაია, გალინა სოკოლოვსკაია

 

შეგახსენებთ, რომ ბაიოგრაფიული ფილმის გადაღებას ლესია უკრაინკას შესახებ მხარი დაუჭირა უკრაინის კულტურულმა ფონდმა.

იხილეთ თიზერის ბმული: https://www.youtube.com/watch?v=OYiy8XcUsfE

”ქართული გალობა რომში” -პრემიერა

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2016 15:30

"ქართული გალობა რომში" - თბილისში თამარ ბართაიას დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ნამუშევარში ასახულია ქართული სიმღერა-გალობის ფესტივალი, რომელიც ფონდ ქართული გალობის ინიციატივითა და პატრიარქის კურთხევით რომში 2014 წლის 7დეკემბერს გაიმართა. ჩვენება ევროპაში არსებული ქართული სამრევლოების გუნდების აუდიოჩანაწერებისა და ვიდეოალბომების პრეზენტაციით დასრულდა. 

"ეს ფილმი და დისკიც ეძღვნებათ, ჩვენს ემიგრანტებს, ამ ფილმში მოტხრობილია საღამოს შესახებ რომელიც გაიმართა 2014 წლის 7 დეკემბერს, რომში და ეს იყო ქართული გალობის ფესტივალია სათაურით, ქართული პოლიფონია მსოფლიო კულტურის საგანძური", - აღნიშნა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა სვიმონ ჯანგულიშვილმა.

ფონდ "ქართული გალობის" დამფუძნებლის თქმით, ისინი გეგმავენ, რომ საქართველოს გარეთ ეკლესიებში ჩამოყალიბდეს მგალობელთა პროფესიული გუნდები.

"ვგეგმავთ, რომ ყველა ქართულ ეკლესიაში საქართველოს გარეთ იყოს პროფესიონალურ მგალობელთა გუნდები. რამოდენიმე ეკლესიაში განვახორციელეთ, რომ გავაგზავნოთ ლოტბარები და ჩამოყალიბდნეს ქართული ფოლკლორის და მგალობელთა პროფესიონალური ჯგუფები", - განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

ციმბირში გრიბოედოვის თეატრის გასტროლებმა დიდი წარმატებით ჩაიარა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 19:19

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრი სპექტაკლით „ხოლსტომერი.  ცხენის ამბავი“ საგასტროლო ტურნეში ციმბირში იმყოფებოდა. სპექტაკლი  ტრაგიკული აღსარებაა,რომელიც ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით შეიქმნა. მსახიობებმა „ხოლსტომერი.  ცხენის ამბავი“  ხუთ ქალაქში რვაჯერ ითამაშეს . სპექტაკლი სამი ათასამდე მაყურებელმა ნახა. გასტროლის ფარგლებში კემეროვოს გუბერნატორის ინიციატივით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი და თეატრის დირექტორი  ნიკოლოზ სვენტი„სიკეთისა და რწმენისთვის“ სპეციალური მედლით დაჯილდოვდნენ .ციმბირული გასტროლებით გრიბოედოვის თეატრმა დაასრულა საერთაშორისო მარათონი, რომელიც თეატრის 170-წლისთავს ეძღვნებოდა. ხვალ კი 13.00 საათზე საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტიში" პრესკომფერენციაა დაგეგმილი ,რომელიც ალ.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის საგასტროლო ტურნეს დაუკავშირდება. 

"არაბეთის სურნელოვანი ბალახები"-რუსთაველის თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 13:39

რუსთაველის თეატრში ახალი სპექტაკლის "არაბეთის სურნელოვანი ბალახები" -ის პრემიერა გაიმართა, პრემიერამ  რუსთაველის ექსპერიმენტულ სცენაზე სრული ანშალაგით ჩაიარა. სპექტაკლი ერთმოქმედებიანია და მასში რუსთაველის თეატრის მსახიობები ნანა ფაჩუაშვილი და ნანუკა ხუსკივაძე თამაშობენ . სპექტაკლში ასახულია რძალ დედამთილის ცხოვრება, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ზიზღი და სიძულვილი აკავშირებთ,მიუხედავად ამისა მათ ცხოვრების განვლამ ერთად მოუწიათ . სპექტაკლის რეჟისორია ნიკოლოზ ჰაინე შველიძე, მან სპექტაკლი თამაზ ჭილაძის ნაწარმოების მიხედვით შექმნა. 

თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბერს გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 13:18

 30 ნოემბერს 19:30 საათზე კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან თუთბერიძის “მოირას” პრემიერით გაიხსნება. ფილმი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს. თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.
ფესტივალის გახსნას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია,პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თბილისში კინოფესტივალზე მოწვეული უცხოელი კინემატოგრაფები დაესწრებიან.
თბილისის მ-16 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება. “ქალთახედვა “ სექციის ფარგლებში მოეწყობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება.  ქალი რეჟისორების ნამუშევრები ფესტივალის წლევანდელი გამოშვების სხვა სექციების ფოკუსშიც იქნება. ფესტივალის წლევანდელი რჩეული ფერიც იასამნისფერია, რაც ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა.კინოჩვენებების გარდა, მოეწყობა დისკუსიები ადგილობრივი და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეული მომხსენებლების მონაწილეობით ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის საკითხის გარშემო.
თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 9  სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა  ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან.
საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარე ბრიტანელი რეჟისორი მარტა ფაენსია. მხატვრული ფილმის “ონეგინის” რეჟისორი, რომელშიც მთავარ როლებს ლივ ტაილერი და რეჟისორის ძმა რალფ ფაინსი ასრულებენ.
წელს მესამედ გაიმართება ეროვნულ კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება, და მასში წინა წლებისგან გნსხვავებით სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად  გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ჟიურის წევრები: კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ გრეგორი, კინომცოდნე ერიკა გრეგორი და კინოკრიტიკოსი ხოსეინ ეიდიზადე.
თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალს 5 დეკემბერს დიტო ცინცაძის ფილმი “ბედნიერების ღმერთი” დახურავს.  ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.ფესტივალის გენერალური სპონსორი - აჭარანეტი.

ნინი ბადურაშვილის ახალი სიყვარული-საშკა იოსელიანი?!

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 11:33

ნინი ბადურაშვილი იმ ცნობილთაგანია, რომლებზეც საზოგადოებას ყოველთვის და ყველაფერი აინტერესებს. ცნობილი ოჯახის შვილი ბავშვობიდან სცენაზე დგას. პროფესიაც ისეთი აირჩია, რომ მუდამ ყურადღებიც ცენტრში უწევს ყოფნა. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მომღერალი შეყვარებულია და მისი რჩეული 25 წლის საშკა იოსელიანია. ის აფხაზეთის ომში გარდაცვლილი მსახიობისა და ჟურნალისტის საშკა იოსელიანის ძმის შვილია.. საშკა ყოფილი ფეხბურთელია, დღეს კი უკვე კერძო ბიზნესიც აქვს. წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად ერთად ჩნდება. თავად კომენტარს არ აკეთებენ და გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ურთიერთობას მალავენ. ე.ი. მათი რომანის შესახებ ინფორმაცია ვარაუდად რჩება, რადგან წყვილი ამ ყველაფერს დღემდე არ ადასტურებს.

"მაკბეტის" პრემიერა 2015 წლის 2 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში შედგება

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 14:00

 "მაკბეტის" ოფიციალური პოსტერი უკვე გამოქვეყნდა. მაყურებელს უკვე საშუალება აქვს, ნახოს, როგორ გამოიყურება მარიონ კოტილარდი შექსპირის ცნობილი პერსონაჟის, ლედი მაკბეტის, როლში. ფილმში სისხლიან ლორდი როლს, რომელიც ტახტს დაიკავებს, მაიკლ ფასბენდერი განასახიერებს.

 "მაკბეტის" პრემიერა 2015 წლის 2 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში შედგება.

ოზურგეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

გამოქვეყნებულია კულტურა
შაბათი, 25 აპრილი 2015 10:49

29-30 აპრილს და 1 მაისს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება.

პირველად ოზურგეთის თეატრის 147 წლის ისტორიაში მსოფლიოში აღიარებული დრამატურგის ჟან ანუის „ანტიგონე“ დაიდგმება. ქართულ სცენაზე კარგად აპრობირებულ პიესას ოზურგეთის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვასილ ჩიგოგიძე დგამს. სპექტაკლის მხატვარია გია გვიჩია, მუსიკალური გამფორმებელი გოგა მახარაძე, ხოლო ქერეოგრაფი მარიკა ქვეთაია.

სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებენ თამარ მდინარაძე (ანტიგონე), ალექსანდრე ლომიძე (კრეონი), გიორგი დოლიძე (ჰემონი), შორენა გვეტაძე (ისმენე), ბელა კიკვაძე (ძიძა), ზაირა თოთიბაძე (ევრიდიკე) და სხვები.

აღსანიშნავია, რომ კრეონის როლზე ოზურგეთის თეატრში მოწვეულია საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოს, ტელესერიალების და თეატრის ცნობილი მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე.

"ანტიგონეს" მხატვრული სახე კაცობრიობას მოყვება მითებიდან და არის მარად ამბოხი უკვდავი სულის სიმბოლო. ადამიანი თავისუფალია, მაგრამ ხშირად გვჭირდება ამ თავისუფლებისათვის ბრძოლა. ასე იყო ანტიკურ თუ თანამედროვე რეჟიმებში. ყველა ეპოქაში დგება ადამიანის წინაშე გამოწვევა: იბრძოლოს ძალმომრეობის წინააღმდეგ, სამართლიანობისათვის, სულიერი სიწმინდისათვისა და ზნეობისათვის...

კანონი, სახელმწიფო, პიროვნება - ეს ღირებულებები უპირისპირდება ერთმანეთს... პოზიციების დაპირისპირება ანტიგონესა და კრეონტის პერსონაჟების სახით დღესაც აქტუალური თემაა, დღესაც ბევრ საფიქრალს ტოვებს. საუკუნეების წინ დასმულ შეკითხვებზე დღესაც ვერ უპოვია ერთმნიშვნელოვანი პასუხები კაცობრიობას, ასე იყო და ახლაც 21-ე საუკუნეშიც ასეა. მინდა ჩემი `ანტიგონე~ იყოს უტეხი სულისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლო. დანარჩენზე კი თავად სპექტაკლიდან შეიტყობთ - აცხადებს რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური