ირაკლი კობახიძის განცხადება კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 19:58

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას არაეთიკურსა და არაკორექტულს უწოდებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს დღეს ხელმძღვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საარჩევნო შტაბს 2013 წელს, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გახდა სწორედ ამ გუნდის დახმარებით, სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ სიარულით, გიორგი მარგველაშვილი.
„აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, არაკორექტულია და არაეთიკურია პრეზიდენტის მხრიდან საუბარი, კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებდა საარჩევნო შტაბს არჩევნებში მონაწილეობის პროცესში. ძალიან კარგი იქნებოდა პრეზიდენტს დაესვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ბოკერიას და მელიას როლი კორცხელის ინციდენტისა და პროვოკაციის წამოწყების დროს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საუბრის დასასრული

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 09:56

18-19 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გაიმართება.

ქვეყნის პირველი პირი ლიუბლიანაში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლუბლიანაში, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედრა სლოვენიის პირველ ლედისთან ტანია პეჩარისთან.

საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის და ტანია პეჩარის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.

გიორგი მარგველაშვილი, ვიზიტის ფარგლებში, შეხვდება სლოვენიის პრემიერმინისტრს მირო ცერარს, ასევე, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს, ქალაქ ლიუბლიანას მერს ზორან იანკოვიჩს და ქალაქ პირანის მერს პიტერ ბოსმანს.

დაგეგმილია ასევე, სამუშაო ლანჩი სლოვენიის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მინისტრ პიტერ გასპერsიჩთან.

პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელიც საქართველოსა და სლოვენიის მთავრობებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთა ვიზების გამარტივებას ეხება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, მაია მელიქიძე, ანა დოლიძე, კახა კოჟორიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში ზურაბ ბექაია, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.

 

პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 ივლისი 2016 11:39

პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ფრაქციის "თანასწორობა" წევრებს შეხვდა.  გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაცია უმაღლესი საბჭოს ფრაქციის "თანასწორობა" წარმომადგენლებთან ასმათ დიასამიძესა და მედეა ვასაძესთან გამართა. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხი განიხილება.პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი საბჭოს ფრაქციის "დემოკრატიული აჭარა" თავმჯდომარეს სულხან ღლონტსა და ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხი განიხილება. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 ივლისი 2016 17:14

საქართველოს დელეგაცია ვარშავაში, NATO-ს სამიტზე ქართული პოლიტიკური ძალების ერთობლივი დეკლარაციით წარსდგა, რომელსაც ხელს აწერს ასევე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს და რომელშიც მხარდაჭერილია საქართველოს NATO -ს კურსის ურყევი ნება.

„ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო აწერს ხელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მადლობა მინდა გადავუხადო ამ პარტიებს - როდესაც, საკითხი ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ, ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ქართველ მუსლიმებს რამადან–ბაირამის დასრულება მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 17:30

"გულითადად გილოცავთ რამადანის ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას. რამადან–ბაირამს – სულიერი განწმენდისა და სიკეთის გამარჯვების ამ უდიდეს დღესასწაულს ყველა თქვენგანი განსაკუთრებით  აღნიშნავს.

საქართველოს მუსლიმ თემს, ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, საკუთარი გარჯითა და ქვეყნისადმი ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს  აღმშენებლობაში.

ამიტომ თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია. წარმატებებს, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს,"-განაცხადა პრეზიდენტმა.

ჯონ კერი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 17:25

რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა. ოფიციალური დახვედრის შემდეგ კი სახელმწიფო მდივანსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის შეხვედრა გაიმართება. 

 

გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 29 ივნისი 2016 16:15

პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად, ბერლინს ეწვია. დღეს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა კონრად ადენაუერის ფონდში, თემაზე "საქართველოს ევროპული გზა“, რის შემდეგაც მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხებს. 

გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში ხვალ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იოახიმ გაუკის შეხვდება. ბელვიუს სასახლეში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედრა გერმანიის პირველ ლედისთან დანიელა შადტთან. 
გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელსაც შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის და ბუნდესრატის პრეზიდენტებთან. 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან მთავრობის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები.

პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 29 ივნისი 2016 02:08

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მომხდარს მკაცრად გმობს. 
როგორც თურქული მედია იტყობინება, ტერაქტების შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერ-მინისტრთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.ბოლო მონაცემებით, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ძალადობრივი აქტები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ გაუქმებულა,- გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 17:52

“აღვნიშნავ იმას, რომ არ არის გაუქმებული არანაირი სამსახური. არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინსიტროს მხრიდან, ეს არის ზუსტი განსაზღვრება იმისა რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, არ უნდა იქნას მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ უდნა იქნას განხილული კოლეგიალურად როგორც მთავრობის სხდომაზე ასევე უშიშროების საბჭოში,“ -  ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ თინა ხიდაშელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც   სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა უქმდება.      

ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 17:00

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა. ანა დოლიძე  გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

პრეზიდენტის თქმით,  დოლიძის პირველი დავალება პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას უკავშირდება.

”ანა დოლიძე დღეიდან საპარლამენტო მდივნის ფუნციას იტვირთავს. პირველივე მისი დავალება და საქმიანობა დაკავშირებული იქნებაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებასთან,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური