ვაშინგტონში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიისთვის ემზადებიან

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 13:01

ვაშინგტონში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიისთვის ემზადებიან. კაპიტოლიუმის შენობის წინ გენერალური რეპეტიცია გაიმართა.

ტექნიკურად გამართეს ადგილი, სადაც დონალდ ტრამპი, ქვეყნის 45 პრეზიდენტის რანგში, ამერიკელების წინაშე ფიცს დადებს.

მზადება ინაუგურაციისთვის საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრანტებმა ტრამპის საწინააღმდეგო ლოზუნგებით ვაშინგტონის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია პარასკევს გაიმართება. მისი მოწინააღმდეგეები აქციების გამართვას 20 და 21 იანვარსაც აპირებენ.

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სკანდალური ცხოვრება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 11 იანვარი 2017 23:47

საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ქალიშვილის მაშო ჩიჩუას ქმარი დაჭრეს , "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.

მათივე ინფორმაციით, მინდია გოგოჭური ქვეყნის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი. 

მინდია გოგოჭური არაერთხელ გაეხვა სკანდალში.

სწორედ მინდია გოგოჭურს უკავშირდებოდა რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებიული განცხადება, რომ მისი ოჯახის წევრის სახლში, სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. 

პირველად მინდია გოგოჭურით 2013 წელს დაინტერესდნენ სამართალდამცავები. 

დაპირისპირება გოგოჭურს და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა, რომელიც ანა მარგველაშვილის შეყვარებლი იყო. ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრაო.

ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.

მინდია გოგოჭურის სახელი 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ფიგურირებდა. 
შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა.

გარდაცვლილ ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი 2013 წელს, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს, მისი შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებდა.

ბრალდებას მოგვიანებით მინდია გოგოჭურმა უარყო. "ამ ქალბატონის მიერ ჩემ მიმართ წაყენებული ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო. მე არც არავის მკვლელობაში და არც არავის დაჭრაში არ მიმიღია მონაწილეობა. მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ დაწყებული ცილისწამების კამპანია", - განაცხადა მინდია გოგოჭურმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.

წყარო: reitingi.ge

 

პრეზიდენტის სიძე დაჭრეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 11 იანვარი 2017 23:12

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. ის ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოხდარს ადასტურებს შს სამინისტრო,  საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 118-ე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზინება და 236-ე იარაღის უკანონო შენახვა ტარების მუხლებით.

შემთხვევა ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა. ,,ნიუპოსტის" ინფორმაციით, მინდია გოგოჭურს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 12:26

ამ წუთებში სასტუმრო ”რედისონში” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი იღებენ. 
სეოკ-ის პრეზიდენტს ხმის უფლების მქონე 136 დელეგატი ირჩევს.


საქართველოს პრეზიდენტი პარიზში "პარტნიორობა ღია მმართველობის" მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 10:49

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის თანათავმჯდომარე საქართველოა. მასში 70 ქვეყნის 3 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს.მათ სიტყვით მიმართავს გიორგი მარგველაშვილი და ღია მმართველობის განსახორციელებლად საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებს.სამიტის მონაწილეები ანტიკორუფციულ და კლიმატის საკიხებზე, მდგრადი განვითარების, ციფრული და სამოქალაქო ტექნოლოგიების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ღია მმართველობის დანერგვის საკითხებზე იმსჯელებენ.გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და საერთაშორისო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.„2017 წლიდან საქართველო ხდება თავმჯდომარე ქვეყანა, რაც ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს სამიტი სწორედ საქართველოში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ სამიტში მონაწილეობას იღებენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები. რა საკვირველია პრეზიდენტი წარმოდგენილია და ის იქნება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს სწორედაც ერთ-ერთ ლიდერია,“-განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთსა და მონაკოში ეკატერინე სირაძე-დელონემ.

”გირჩი“ პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 17:28

პოლიტიკური ცენტრი ”გირჩი“ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართავს. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

”ბატონებო, მოგეხსენებათ, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს ჩვენ, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებლებმა თანამოაზრეებთან ერთად, თუ მანამდე კანონმდებლობა არ შეიცვალა, საჯაროდ უნდა დავარღვიოთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთას.


გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრება ამ აქციისა და შესაძლო შედეგების შესახებ. ჩვენ არ გვეგულება ქართული საზოგადოების არც ერთი ჯგუფი, პარლამენტის წევრები, სტუდენტები, ხელოვანები, ბანკების თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანები, უნივერსიტეტების პროფესორები, სოფლად თუ ქალაქად, რომლის წევრები არ არიან აკრძალული ნივთიერებების, ყველაზე ხშირად კი კანაფის მომხმარებლები.

რამდენიმე დღის წინ, 21 ნოემბერს, გამოქვეყნდა გაერო-ს ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის ანგარიში, სადაც ვკითხულობთ:
„პირადი ცხოვრება არის „პიროვნების ავტონომიისა და ღირსების საფუძველთა საფუძველი“. სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ, თუ ის შეძლებს დაამტკიცოს, რომ ჩარევას აქვს ლეგიტიმური მიზანი (მაგალითად, სხვა ადამიანისთვის ზიანის რისკის აცილება) და ასევე, არის პროპორციული და აუცილებელი. ადამიანების დასჯა ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის ფლობისთვის, როდესაც ის სხვას ზიანს არ აყენებს, არც პროპორციულია, არც აუცილებელი და შეუძლებელია მიჩნეულ იქნას დასაბუთებულ ჩარევად. მთლიანობაში, სახელმწიფოს ასეთი ჩარევა ძირს უთხრის პიროვნების ავტონომიასა და ადამიანის ღირსებას“.

იგივე აზრს ავითარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო:

,,სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში ჩაერიოს ზედმეტად, რადგან შედეგად მივიღებთ არა უფლებათა დაცვას, არამედ მის შეზღუდვას“.” ხელისუფლება შეზღუდულია უპირობო ვალდებულებით, ადამიანის თავისუფლებაში ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გარდაუვალია და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია“.

”ამა თუ იმ ქმედების დასჯადად გამოცხადება შესაბამისი საზოგადოებრივი სიკეთეების, ლეგიტიმური მიზნების დაცვის რეალური და ობიექტური აუცილებლობის გარეშე, ხელისუფლების ქმედებას აცლის კონსტიტუციურ საფუძველს – ხელისუფლება, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს, კონსტიტუციის მიღმა მოქმედებს“.

კანაფის მომხმარებლები არ გამოირჩევიან არც აგრესიულობით და არც ანტისაზოგადოებრივი ქმედებებით. მიუხედავად სახელმწიფოების ხანგრძლივი პროპაგანდისა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი უკვე მიიჩნევს, რომ ზოგადად, აკრძალული ნივთიერებების, განსაკუთრებით კი კანაფის მოხმარების გამო ადამიანის დასჯა არ შეიძლება. 

დღეს საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის ადამიანის ღირსების შემლახავი, სასტიკი და ამიტომაც ანტიკონსტიტუციური.
ჩვენი (გირჩის) დამოკიდებულება: 

წინასაარჩევნოდ დარწმუნებული ვიყავით, რომ გვქონდა ქვეყნის განვითარების საუკეთესო და მარტივი გეგმა. ნებისმიერ სფეროში - განათლებაში, ჯანდაცვაში, სახელმწიფო მმართველობაში, საკუთრების უფლების რეგისტრაციაში და ა.შ., ჩვენი მიდგომა დამყარებული იყო ადამიანის თავისუფალი არჩევანის უპირატესობაზე. ადამიანის მეტი თავისუფლება მორალურად სწორი და საზოგადოებისთვის პრაქტიკულადაც სასარგებლოა.
ჩვენთვის მთავარი პრობლემა დაბადებიდან სიკვდილამდე შეუჩერებელი სახელმწიფო პროპაგანდის „წყალობით“ შექმნილი საზოგადოებრივი აზრია, რომელიც „მზრუნველი სახელმწიფოს“ მითს ნერგავს.

ამავე დროს, ფაქტია, რომ იმ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ვისთანაც უშუალო კონტაქტის დამყარება მოვახერხეთ და დავაფიქრეთ, იდეა გასაგები და მისაღები აღმოჩნდა. საკუთარი თავის ფლობის უფლება ზოგისთვის ღმერთის საჩუქარია, ზოგისთვის ბუნებრივი კანონზომიერება და ინტუიტიურადაც, ბავშვობაში გაგონილი ილიას ოცნების „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ ახლიდან გააზრება.

ვიდრე რთულ თემებზე დაფიქრებას შევძლებთ, ჯერ საკუთარი თავის სრულყოფილად ფლობის პრიმიტიულ საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. სხვა შემთხვევაში, გვიდგება თანამიმდევრულობის პრობლემა და გაუგებარია რატომ მივიჩნევთ, მაგალითად მშობლებს სრულად პასუხისმგებლებად შვილებზე, მათ მომავალსა და განათლებაზე; თუნდაც საუკეთესო კარის მეზობელს (სახელმწიფოს) რატომ შეუძლია აიძულოს ადამიანები, ერთმანეთთან სავაჭროდ გამოიყენონ არა მათთვის, არამედ სახელმწიფოსთვის სასურველი ფული და ა.შ. და ა.შ.

სცენარები - ჩვენ ვფიქრობთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე. გვესმის, რომ არჩევნების შემდეგ ბევრი პერსონალურად მგრძნობიარე, თანამდებობრივი საკითხების გადაწყვეტის პერიოდია და ამ ორომტრიალში შესაძლოა ჯეროვანი ყურადღება ვერ დაუთმოთ მოულოდნელ და პროვოკაციულ პოლიტიკურ აქციას, ამიტომ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებისადმი ჩვენი დამოკიდებულება:

სცენარი #1 - მოქმედებთ:

იწყებთ ამ თემის განხილვას პარლამენტში, მნიშვნელობა არ აქვს, გვთავაზობთ თუ არა თანამშრომლობას, მაგრამ შედეგად 31 დეკემბრისთვის რაიმე ნივთიერების მოხმარება აღარ იქნება სასჯელის საფუძველი და არც საკუთარი მოხმარების მიზნით მცენარის გაზრდა აღარ გაითვალისწინებს რაიმე პასუხისმგებლობას. ეს ალბათ ყველაზე პრაგმატული გადაწყვეტილება იქნება „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული რეკომენდაციების ფონზე. გაეროს გლობალური კომისიის რეკომენდაციები 100%-ით ემთხვევა ჩვენს მინიმალისტურ მოთხოვნას.

არ არის გამორიცხული, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე, ყოველგვარი ”გირჩის” და ბევრი სხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოთხოვნების გარეშეც მოგიწიოთ ამ ნაბიჯის გადადგმა. დაახლოებით ისე, როგორც 90-იან წლებში ქვეყანას, ევროპის საბჭოში მიღებისთვის სავალდებულო პირობის დასაკმაყოფილებლად, სიკვდილით დასჯის გაუქმება მოგვიწია.

სცენარი #2 - უყურადღებობა (იგნორირება)

აქციას არასერიოზულად აღიქვამთ და არ აპირებთ რეაგირებას არც ახლა და არც ახალი წლის შემდეგ. 

ახალი წლის დადგომიდან ათიოდე დღეში, პოლიტიკური პარტიის ოფისში მიწიდან თავს ამოყოფს ფოთლები და რამდენიმე კვირაში პარტიის ოფისში ნებისმიერი ბრიფინგი და პრესკონფერენცია ორანჟერეის ფონზე გაიმართება. ეს იქნება ფაქტობრივი დეკრიმინალიზაცია. კანონში ჩანაწერი გახდება უმოქმედო. აღარავინ მოითმენს თუნდაც ერთი მოქალაქის მოსაშარდად გადაყვანას ან ციხეში მომხმარებლების დატოვებას, მაშინ როდესაც პოლიტიკური პარტია საჯაროდ არღვევს კანონს, რომლის გამოც ასეულობით ადამიანს ყოველდღიურად ამცირებენ და ციხეში ამწყვდევენ.
მოვლენების ასეთი განვითარება იქნება „გირჩის“ პოპულარიზაცია და არ გვგონია, რომ თქვენს ინტერესებში შედიოდეს.

სცენარი #3 - მოქმედებთ კანონის შესაბამისად - აქციის დაწყებამდე არაფერს აკეთებთ, მაგრამ კანონის დაცვის მოტივით, ახალი წლის ღამეს მოქმედებთ კანონის შესაბამისად ანუ აპატიმრებს აქციის მრავალრიცხოვან მონაწილეებს.

ვფიქრობთ, რომ შეუძლებელია ვიპოვოთ უკეთესი ტრიბუნა, ვიდრე დაპატიმრებულების მიმართ საზოგადოების ინტერესის პირობებში მიმდინარე სასამართლო პროცესები გახდება. 

პოლიტიკური აქტისთვის სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პოლიტიკური პარტიისა და აქტივისტების გასამართლება იგივე მოთხოვნისთვის, რასაც ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია ურჩევს მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს, მათ შორის, თქვენც, დაგვეთანხმებით, რომ ძალიან უცნაურად გამოჩნდება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

ამ სცენარს ბევრი სხვადასხვა სახის რისკიც ახლავს, მაგალითად, აქციაში მონაწილეების რაოდენობა, საზოგადოების რეაქცია თქვენს მოქმედებაზე და ა.შ. თუ აქამდე დაუსაბუთებლად და გაუგებრად, მაგრამ მაინც ამბობდით, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ გქონდათ გეზი აღებული, ამ ქმედებით ყველას უაზრო სისასტიკის მაგალითს აჩვენებთ.

ვფიქრობთ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენ მიერ აკრძალული ნივთიერებების მომხმარებლები ამ ქვეყანაში ვართ ძალიან ბევრნი, დაახლოებით 8-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოს ჯარი, ოთხჯერ მეტი, ვიდრე ბაღებისა და სკოლების მასწავლებლები, თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე საჯარო მოხელეები. 

თქვენ ახერხებდით შეშინებულ ადამიანებზე სათითაოდ ნადირობას, მაგრამ შეუძლებელია ჩვენთან ღიად დაპირისპირება.

ეს აქცია არის პოლიტიკური აქტი ჩვენ მიერ დაგეგმილი სცენარით, გააზრებული მიზნითა და თითოეული მონაწილის სრული პირადი პასუხისმგებლობით, ამიტომ პატივს ვცემთ თქვენს თავისუფლებასაც აირჩიოთ საკუთარი როლი ასევე თანმდევი პასუხისმგებლობით.
P.S. ძნელად წარმოსადგენია, ჩვენი მიმართვის სამივე ადრესატს ოდესმე მაინც არ დაგერღვიოთ ეს კანონი, თუმცა ერთ-ერთი თქვენგანი დღემდე არღვევთ და ეს ვიცით ზუსტად. ამიტომ ინტერესით დაველოდებით თითოეული თქვენგანის საჯარო პოზიციას”, - ნათქვამია ”გირჩის” მიმართვაში.

პრეზიდენტმა მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული შავნაბადას მონასტრიდან მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 ნოემბერი 2016 11:26

აქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაესწრო და საქართველოს მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.,,გილოცავთ გიორგობას, გეწეოდეთ წმინდა გიორგის მადლი, გაგვაძლიეროს თითოეული ჩვენგანი და გააძლიეროს მთლიანად საქართველო!'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მონასტერში, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა, წირვა არქიმანდრიტმა შიომ აღავლინა.წირვას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ

პრეზიდენტმა ცნობილი ქართველი დიპლომატები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 16:28

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით - საქართველოს პრეზიდენტმა - ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ცნობილი ქართველი დიპლომატები დააჯილდოვა - ლევან მიქელაძე, გიორგი ბურდული და რევაზ ადამია, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან. მათი ჯილდოები ოჯახებს გადასცეს. ცერემონიას თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ. 

პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ ქართული დიპლომატიის დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათი ფაკულტეტისთვის სულხან-საბას სტიპენდიას დააწესებს. გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდებს ქართული დიპლომატიის ისტორიასა და ამ პროფესიის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

"ამომრჩევლებს მოვუწოდებ, იყვნენ აქტიურები" - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 12:18

ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილმა ხმა მთაწმინდის მე-6 უბანზე უკვე მისცა. საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ამომრჩევლებს მოვუწოდებ, აქტიურები იყვნენ დღესაც, ისევე როგორც იყვნენ აქტიურები 8 ოქტომბერს. მივიდნენ უბნებზე, დააფიქსირონ თავიანთი ხმა. მე შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა, მოვედი და გამოვიყენე ჩემი ხმის უფლება”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 15:01

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ის მთავარი პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი მრავალი წელია ახორციელებენ.

საუბარი შეეხო ენერგეტიკულ საკითხებსაც და ამ მიმართულებით აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

“ამ შეხვედრაზე განხილული იყო ის მნივშნელოვანი საკითხები, როგორიც გახლავთ ენერგეტიკა. ამასთანავე, სოკარი მოგეხსენებათ გახლავთ აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს საქართველოში და ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. ჩვენთვის აზერბაიჯანი არის სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ გადავწყვიტეთ მაქსიმალურად გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა მაია მელიქიძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური