საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის ზონაში იმყოფებოდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 14 ივნისი 2015 12:27

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა: „ჩვენ ჩავერთვებით მიმდინარე სამუშაოებში მერიასთან ერთად და დავეხმარებით დაზარალებულებს.“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ლაგუნა ვერეს", გმირთა მოედნის, ვაკე-საბურთალოს გზის დატბორილი მონაკვეთი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

"დაძლევადია ყველაფერი, გზაც აღდგენადია. ბუნებრივია, ასეთ მომენტში ის რაც ძალიან გამძიმებს ადამიანს არის ადამიანური მსხვერპლი, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ, გვაქვს. მუშაობენ სამსახურები და ჩვენ ჩავერთვებით სამუშაოებში მერიასთან ერთად და დავეხმარებით დაზარალებულებს, თუმცა გარდაცვლილებს ვერ დავაბრუნებთ და ეს ძალიან მძიმეა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა შვედეთის მეფეს შვედეთის სამეფოს დროშის დღე მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 06 ივნისი 2015 19:30
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისალოცი წერილი გაუგზავნა მის უდიდებულესობა შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავს და მას შვედეთის სამეფოს დროშის დღე მიულოცა. წერილში კერძოდ აღნიშნულია, რომ საქართველო განსაკუთრებით აფასებს შვედეთთან მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობას. "თქვენო უდიდებულესობავ, ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა შვედეთის სამეფოს დროშის დღესთან დაკავშირებით.

ამ ღირშესანიშნავ დღეს, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებით აფასებს შვედეთთან მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობას. იზიარებენ რა საერთო ღირებულებებსა და მისწრაფებას თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ, მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.
ვიყენებ ამ შესაძლებლობას, და მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის.
თქვენო უდიდებულესობავ, ნება მომეცით გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება თქვენს კეთილშობილურ მიზნებში, შვედეთის სამეფოსა და ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ მისალოც წერილში.

გვერდი 31/ 31-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური