საკონტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს
"სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულებაა ადმიანის უზენაესობის დაცვა. მართლმსაჯულების მიზანიც სწორედ ამ უზენაეს უფლებათა უზრუნველყოფაშია. საკონტიტუციო და საერთო სასამართლოები უნდა იდგნენ ამ უფლებათა სადარაჯოზე. საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდფებულოა შესასრულებლად. შესაბამისად, საკონტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს," - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, გააკეთა.
საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას საქართველო - უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა მინსკის შეთანხმებების დაცვის აუცილებლობა.
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მინსკის შეთანხმების ფორმატი იყოს დაცული, რათა მოხდეს სიტუაციის დესკალაცია.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს ევროინტერგაციული და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების გააქტიურებაზე.
გიორგი მარგველაშვილი პეტრე პოროშენკოს უკრაინაში დაგეგმილ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზეც ესაუბრა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების თაობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა და პეტრე პოროშენკომ იმედი გამოთქვეს რომ უახლოეს მომავალში მათი შეხვედრა ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შედგება.
პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა
გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. ოფიციალურ მიღებაზე მან სტუმრებს სიტყვითაც მიმართა.ორ დღიანი კონფერენცია "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი", რომლის მონაწილეების პატივსაცემადაც გაიმართა მიღება პრეზიდნეტის სასახლეში, "მაკკეინის ინსტიტუტისა" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ორგანიზებით ტარდება.ღონისძიება გუშინ გაიხსნა. სტუმრებს პრეზიდენტმა და პრემიერმაც მიმართეს.
ELBIT Systems – Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს, რომლის საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ დოლარია.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული კომპანია საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს. მასშტაბურ საწარმოში, რომელიც საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსებით აშენდება, თვითმფრინავის ნაწილებს კომპოზიტური მასალისგან მსოფლიოში ბრენდის ქვეშ დაამზადებენ.საწარმოში 300-მდე ადამიანი დასაქმდება.
ამ ცენტრის გახსნა არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ - იენს სტოლტენბერგი
"ამ ცენტრის გახსნა არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ," - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ცენტრის გახსნის მნიშვნელობის შეფასებისას.
"პირიქით, ეს ცენტრი იქნება მნიშვნელოვანი ცენტრი, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი საერთო გზა და ჩვენ ყველაფერს წინასწარ გაწერილი გეგმის თანახმად ვახორციელებთ. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ გახდეს NATO-ს წევრი. რა თქმა უნდა, ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, მაგრამ საქართველომ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. როცა რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრები გადმოსწია, დაარღვია ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც მას აქვს აღებული. ალიანსის წევრები, კიდევ ერთხელ და მუდმივად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი დისკუსიებისა და საუბრებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ის გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე.
იენს სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შესახებ
ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივი ბრიფინგის დროს ისაუბრა, მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრი არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული.
მოხარული ვარ, რომ ეს იყო წარმატებული და შინაარსიანი ვიზიტი - გიორგი მარგველაშვილი
"მოხარული ვარ, რომ ეს იყო წარმატებული და შინაარსიანი ვიზიტი," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი ბრიფინგის დროს.
საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დღეს, ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით და ამ პაკეტის ერთ-ერთი კომპონენტის ხორცშესხმა დაიწყო. წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი, დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ასევე, შესაძლებლობას მისცემს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს საქართველოში უფრო ეფექტიანად და კვალიფიციურად მოემზადონ,"
გიორგი მარგველაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში MAP-ის მიღების გარეშეც გაწევრიანდეს, ფხალაძის განმარტებით, მთავარია თანამშრომლობის შინაარსი და არა გარეგნული ფორმა.
"ყველაზე მთავარი არის ჩვენი თანამშრომლობის შინაარსი და არა გარეგნული ფორმა. უელსის სამიტზე გაჟღერდა გზავნილი, რომ მეტი ნატო უნდა იყოს საქართველოში, საქართველო კი უფრო მეტად ნატოში, რაც ნიშნავს აქცენტის გადატანას შინაარსსა და ჩართულობაზე. შესაბამისად, თუ ჩვენ მივაღწევთ შინაარსობრივად ჩართულობას, გარეგნული ფორმა დამერწმუნეთ, რომ მოინახება", - აღნიშნა ფხალაძემ.
NATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გახსნეს დღეს NATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გახსნეს. გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
ცენტრი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა. აქ მომზადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები გაივლიან.
ცენტრის გახსნის შესახებ საქართველოსა და ნატოს შორის შეთანხმება უელსის სამიტის შემდეგ გადაწყდა.
ცენტრის საზეიმო გახსნაზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრობის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ცენტრის გახსნის ცერემონიალს უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილიც, დაესწრო.
რაზე ისაუბრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ში?
გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესია ნიუ-იორკში სექტემბრის ბოლოს გაიმართება, სადაც სქართველოდან 2 დელეგაცია წარსდეგება. ერთი პრემიერის, მეორე კი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი გაეროში პირადად ლიტვის პრეზიდენტის მიწვევით, ქალთა უფლებების შესახებ დაგეგმილ სამიტზე მიემგზავრება.
ამ დროისთვის უცნობია რაზე ისაუბრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ სიტყვაში, რომელითაც ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარსდგება.
გაეროში საქართველოს ელჩის თქმით, მთავრობის ხელმძღვანელი საერთაშორისო ტრიბუნაზე 2015 წელს შეაჯამებს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს.