გიორგი მარგველაშილი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 13:45

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.
ამის შესახებ "ნიუსდეის"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 
მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ეუთოს მისია, როგორც მოლაპარაკებების ფორმატში ჩართული მისია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის და ამ ფორმატში მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვის უდიდეს მნიშვნელობას.
ეუთოს მისია შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების გამო. შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.

მამუკა ახვლედიანი პრეზიდენტს, პარლამენტს და დიპლომატიურ კორპუსს ღია წერილით მიმართავს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 12:37

პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტსა და დიპლომატიურ კორპუსს ღია წერილით - თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე  მამუკა ახვლედიანი მიმართავს.

"სასამართლოებში მოსამართლეთა თითქმის 90%-ს 2015-2017 წლებში ეწურება უფლებამოსილების ვადა. პირები, რომლებიც 28-30 წლის ასაკიდან ახორციელებდნენ მოსამართლის უფლებამოსილებას, 40-50 წლის ასაკში რჩებიან სამსახურის გარეშე და სახელმწიფოს არ გააჩნია მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესაბამისი კანონმდებლობა. ბუნებრივია, მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კვლავ უჩნდება სურვილი, რომ ხელახლა დაინიშნოს მოსამართლედ, ვინაიდან თანამდებობრივი და სახელმწიფოებრივი რეალობიდან გამომდინარე ის ისედაც შეზღუდულია არჩევანის გაკეთებისას. სწორედ აქ ისმის ჩემი მთავარი კითხვა - როცა მოსამართლე ხედავს, თუ როგორ ექცევა საბჭო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მის კოლეგას, რომელიც აკრიტიკებს სისტემურ პრობლემებს, როგორი დევნის ობიექტი ხდება განსხვავებული აზრი, როგორ ფიქრობთ, რომელიმე მათგანი განსაკუთრებით ის პირები, რომლებიც აპირებენ მოსამართლეთა შესარჩევ, გაუმჭვირვალე, ფასადურ, პირად სიმპათიებზე დამოკიდებულ კონკურსზე ამ საბჭოს საქმიანობის პირობებში გასვლას, ამოიღებს ხმას და განაცხადებს უკმაყოფილებას? მას რჩება მხოლოდ ორი არჩევანი – გაჩუმდეს ან შეუერთდეს სასამართლოში არსებულ კლანურ დაჯგუფებას, რათა გარანტირებული ჰქონდეს მომავალი საქმიანობა. ამასთანავე, კლანური დაჯგუფების წევრობა მათი მხრიდან ავტომატურად მოითხოვს მწვავე კრიტიკას.

ქალბატონებო და ბატონებო, სწორედ ეს არის სიჩუმის მიზეზი საერთო სასამართლოების სისტემაში, რაც არის დამღუპველი.
სასამართლო ეკუთვნის ხალხს, მოსამართლეც ამ საზოგადოების ნაწილია და მისი არჩევა, დანიშვნა და დაწინაურება, ასევე თანამდებობიდან გადაყენების პროცესი, თვალნათელი უნდა იყოს და არა მხოლოდ მოსამართლეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, რის გარეშეც შეუძლებელია საზოგადოების მაღალი ნდობის მოპოვება. სასამართლო ხელისუფლების მაღალ სტანდარტებს ძირითადად უზრუნველყოფს სამართლებრივი გარემო. მხარდაჭერა სჭირდება არა ერთ-ერთ რიგით მოქალაქე მამუკა ახვლედიანს, არამედ საქართველოში დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მარლმსაჯულების და შესაბამისად, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველს წარმოადგენს", - აღნიშნულია მამუკა ახვლედიანის ღია წერილში.

პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 10:17

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მილოშ ზემანს შეხვდა. 

შეხვედრაზე პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას დიდი პოტენციალი გააჩნია. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. 

საქართველოს პრემიერ-მინიტრი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეფასებით, საქართველომ ყველა ტექნიკური მოთხოვნა წარმატებით შეასრულა.

ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა გამოთქვა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მზადაა პოლიტიკურ თანამშრომლობასთან ერთად, საქართველოსთან ეკონომიკური და საინვესტიციო პარტნიორობა განავითაროს.

გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 10:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა.

სამუშაო საუზმეზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მისი შეფასებით, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერაა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის განმავლობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც თანამშრომლობის გრძელვადიანი გეგმა შემუშავდება.

საუბარი საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსაც შეეხო.

შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 19:16

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მევლუთ ჩავუშოღლუ პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
 შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და მათ შორის იმ მნიშვნელოვან თემებს, რომელიც არსებობს როგორც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებში. 
განსაკუთრებით აღინიშნა ტრანსრეგიონული პროექტების მნიშვნელობა, რომლებიც მხარეთა შორის როგორც ენერგეტიკული, ასევე ტრანსპორტის მიმართულებით ვითარდება. 

შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, უსაფრთხოებისა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივა, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თურქეთისა და საქართველოსათვის, არამედ ევროპელი პარტნიორებისთვისაც.

მარგველაშვილმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 18:02

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში რენო სალენსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს პრეზიდენტმა და საფრანგეთის ელჩმა რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გარემოზეც იმსჯელეს.

გიორგი მარგველაშვილმა რენო სალენსს მადლობა გადაუხადა საქართველო-საფრანგეთს შორის ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა .

 

 

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 17:33

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. 
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, მისი აღმატებულება ბუტროს ბუტროს-გალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ბატონი ბუტროს-გალი იყო გამორჩეული ლიდერი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისათვის, მთელი მსოფლიოსათვის ყველაზე რთულ და მღელვარე გარემოში. მისი, როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის წვლილი ყველა ერის მშვიდობიანი განვითარების საქმეში ფასდაუდებელია. რადგან ეს არის დიდი დანაკლისი კაცობრიობისა და მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის, ღრმად მწამს, რომ მისი შესანიშნავი მემკვიდრეობა მრავალი წლის განმავლობაში დაუვიწყარი დარჩება მომავალი თაობებისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. 

გიორგი მარგველაშილმა საქართველოს ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატად კობა გვენეტაძე დაასახელა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 17:34

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინება.

გიორგი მარგველაშილმა კანდიდატი  დღეს  დაასახელა.

შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაწყებულია.

საქართველოს პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული და შეფასებული 3 კანდიდატიდან დაასახელა.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს მიმდინარე წლის 25 თებერვალს უფლებამოსილების ვადა ეწურება.

პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას,ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკა განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 14:51

პრეზიდენტმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო. გიორგი მარგველაშვილი შეხვდა ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ მდივანს, ასევე ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობაზე. გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც იმსჯელა.

მხარეებმა მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობის საკითხიც განიხილეს. 

გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 12:06

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო. მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობაზე იმსჯელეს, ასევე განხილული იყო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც იმსჯელა, მხარეებმა მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩევლები და საქართველოში კონსერვატიული პარტიის ლიდერები დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური