პრეზიდენტი დეპუტატებს საკუთარ მოვალეობებს ახსენებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 მარტი 2016 17:39

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში თენგიზ ფახალაძე  "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, 

პრეზიდენტის მრჩეველი დეპუტატებს კონსტიტუციას კიდევ ერთხელ ახსენებს:

"ასევე მინდა გამოვეხმაურო ბატონი ლევან ბერძენიშვილის დიდაქტიკურ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, თუ რით უნდა ინტერესდებოდეს საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პრეზიდენტი . მე მინდა დავეყრდნო საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციას, ეს მოქმედი რედაქცია სწორედ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაეგზავნა პარლამენტის წევრებს, სადაც ჩვენ გვაქვს 48-ე მუხლი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და ამავდროულად აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას და 69-ე მუხლი, სადაც ხაზგასმით არის ჩაწერილი, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, იმ უმნიშვნელოვანესი თემით დაინტერესება, სარაც ქვია საქართველოს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ამ თემით დაინეტერესება პირდაპირი მოვალეობაა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე პარლამენტის" განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

 

პრეზიდენტს ახალი ეკონომიკური მრჩეველი ჰყავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 12:29

პრეზიდენტს ახალი ეკონომიკური მრჩეველი ჰყავს. მაია მელიქიძე დღემდე ლიბერთი ბანკში მუშაობდა. გარდა ამისა, მას აქვს აკადემიური საქმიანობის გამოცდილებაც.

ამ თანამდებობაზე მაია მელიქიძემ გიორგი აბაშიშვილი შეცვალა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებს.

პრეზიდენტი, მრჩევლებთან ერთად, არასამთავრობო სექტორს ხვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 16:08

 პრეზიდენტი, მრჩევლებთან ერთად, ამ წუთებში არასამთავრობო სექტორს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, თუმცა მანამდე განცხადება გააკეთა გიორგი მარგველაშვილმა. ""იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩემი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოება, თითოეულს გიპოვნით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. თქვენი ამ შავბნელი იდეებით არასდროს ცხოვრობდა ქართველი, რომელიც ყოველთვის იყო თავისუფალი," - აღნიშნა მარგველაშვილმა. 

მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ საქმის გამოძიებაზე. 

მანამდე კი არასამთავრობო სექტორმა პრემიერთან და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვა და ახალი ინიციატივითაც გამოვიდა, რაც ახალი საგამოძიებო ფორმატის შექმნას გულისხმობს.  

 

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 მარტი 2016 11:16

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა. პრეზიდენტის განცხადებით ილჰამ ალიევთან უმნიშნვნელოვანესი საკითხებზე ისაუბრა და  საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის  მეგობრობა დადეფითად შეაფასა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა საშუალება ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან აზერბაიჯანთან, ჩვენ მეგობარ ილხამ ალიევთან გვესაუბრა იმ უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობაზე, რაც .

ჩვენ მოგვეცა საშუალება გვესაუბრა უსაფრთხოების კონტექსტში იმ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ახორციელებს.

ასევე, მოგვეცა შესაძლებლობა  გაგვეკეთებინა აქცენტი კავკასიის სტაბილურობაზე, სწორედ იმ დაძაბულობის ზრდის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში  ჩვენს რეგიონში შეიმჩნევა“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 16:10

საქართველო - აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე საქართველოს პრეზიდენტმა  ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს ისაუბრა. 

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი გასული წლის ნოემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას ხელმოწერილმა ერთობლივმა დეკლარაციამ.

პრეზიდენტებმა ენერგიის დივერსიფიცირებასა და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტებიც განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ღრმადაა დაინტერესებული ენერგეტიკის სექტორში აზერბაიჯანთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებით.

როგორც ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, იგი მიესალმება საქართველოსათვის გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკართან“ შეთანხმების ხელმოწერას.

„აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სრული ურთიერთგაგება არსებობს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას დიდი პოტენციალი გააჩნია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულიის მიმართ.

პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე უნდა მოგვარდეს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოს IV გლობალური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 15:18

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს IV გლობალური ფორუმის მონაწილე - 70 ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერებს სიტყვით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველო - აზერბაიჯანის მრავლსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მოკავშირეობა და მეგობრობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. საქართველო უზრუნველყოფს 8 ქვეყნისათვის ზღვაზე გასასვლელს, საქართველოს პორტების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება სწორედ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის შექმნაა. ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტები ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი უახლოეს მომავალში ევროპასა და აზიას შორის თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობებს გაზრდის. ეს კი, ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარებას.

გიორგი მარგველაშვილმა ფორუმზე რეგიონში მიმდინარე პროექტები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ჩვენი რეგიონი ახალი "აბრეშუმის გზის" პროექტის განვითარებისათვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს.

პრეზიდენტის განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" და "ბაქო-თბილისი-ერზრუმის" ნავთობსადენების, TANAP-ის, TAP -ის ტრანსკასპიური გაზსადენები შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონს უფრო უსაფრთხოს და დაცულს გახდის და უკეთესი ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შექმნის.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მეტ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებსაც. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან ხსნის ახალ შესაძლებლობებს და ახალ პერსპექტივებს თითოეული ჩვენგანისთვის.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკომონიკაზე და სავაჭრო და ეკონომიკური ზრდის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ეს ხელს შეუწყობს ბიზნესკონტაქტების დამყარებას და ინვესტიციების წახალისებას.  ეს ხელშეკრულება საქართველოს ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მეორეს მხრივ, თურქეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. გარდა ამისა, გვაქვს მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ინტენსიური პრტნიორობა შექმნის უფრო უკეთეს და დაცულ მომავალს ჩვენი მომავალი თაობებისათვის“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 10:06

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანს სტუმრობს.  გიორგი მარგველაშვილი ბაქოში, დაახლოებით, ერთი საათის წინ ჩაფრინდა. ბაქოში რამდენიმე წუთში მეოთხე გლობალური ფორუმი სახელწოდებით მრავალპოლარული მსოფლიოსაკენ უნდა გაიხსნას.  შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველისა და საგარეო ურთიერთობათა მდივნის, თენგიზ ფხალაძის თქმით, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში რეგიონში არსებულ ვითარებაზე გაამახვილებს ყურადღებას, ასევე ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

პრეზიდენტი შეეხება იმ შესაძლებლობებს, რასაც საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას სთავაზობს. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე პრეზიდენტმა ანა დოლიძე წარადგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 15:06

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად საქართველოს პარლამენტს ანა დოლიძე წარუდგინა. გიორგი მარგველაშვილის თქმით ანა დოლიძე პროფესიონალი და პრინციპულია ,პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა რომ ანა დოლიძე ამ პრინციპულობას სასამართლო სისტემაში მუშაობაშიც გამოიყენებს.

თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც ლევან მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, მურუსიძე იუსტიციის საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

საქართველოს პრეზიდენტი იუნკერთა მემორიალთან მივიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 12:40

საქართველოს პრეზიდენტი იუნკერთა მემორიალთან მივიდა. ქვეყნის პირველმა პირმა უშიშროების საბჭოს მდივანთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მრჩევლებთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

"95 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად საბჭოთა იმპერიისგან. 70 წლის შემდეგ ჩვენმა თაობამ შეძლო ამ ბრძოლის მოგება და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა. დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გრძელდება და ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

სატელიტური კომპანია SES-ი მხარს უჭერს ევროპაში 5G-ის განვითარებას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 16:33

კომპანია SES-მა, მსოფლიო სატელიტურმა ოპერატორმა, GSMA მობილური კავშირის მსოფლიო კონგრესზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს მე-5 თაობის მობილური კავშირის სწრაფ განვითარებას. როგორც 5G-PPP-ის (საზოგადოებრივი და კერძო თანამშრომლობის) კომისიის დამფუძნებელმა კომპანიამ, SES-მა აქტიური მონაწილეობა მიიღო კვლევის მომზადებაში სახელწოდებით “5G დარგობრივი ვერტიკალის განვითარება”. დოკუმენტი 5G ტექნოლოგიას წარადგენს, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს სხვადასხვა  დარგების განვითარებისათვის, როგორიცაა  საავტომობილო, სატრანსპორტო, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, წარმოების, მედია და გართობის ინდუსტრია.
კომპანია SES-ი აქტიურად აწარმოებს თანამგზავრების მშენებლობას, რითაც ის  სატელიტური ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს, ამასთან ის მუდმივად ცდილობს 5G ტექნოლოგიის განვითარებასა და მხარდაჭერაში შეიტანოს წვლილი. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მაღალი დონის მოთხოვნის დაკმაყოფილება, კომპანიამ მიწისზედა და უსადენო თანამგზავრის კომბინირება მოახდინა. თანამგზავს წამყვანი როლი აქვს 5G ტექნოლოგიის უსადენო განვითარებაში – აკავშირებს ზღვას, ჰაერს და ყველაზე მოშორებულ ტერიტორებსაც კი.
“5G ტექნოლოგიის ინტეგრაცია უნდა მოხდეს  სხვადასხვა  ტექნოლოგიებში,” – ამბობს კარიმ მაიკლ საბბეგი, SES-ის გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი.
“ვერც ერთი ტექნოლოგია ვერ გაუმკლავდება იმ პრობლემებს, რომლის წინაშე შესაძლოა არსებული ქსელები დადგეს. თანამგზავრს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ვიდეო მაუწყებლობის, კომუნიკაციისა და მიწისზედა კავშირის უზრუნველყოფაში. GEO და O3b’s MEO თანამგზავრების კომბინაციის შედეგად, რომელიც ფართო დაფარვასა და რისკების დაბალ დონეს უზრუნველყოფს, მაღალი გამტარიანობის მიღწევა იქნება შესაძლებელი, ეს კი 5G-ს მთავარი უპირატესობა იქნება”.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

Twitter: https://twitter.com/SES_Satellites
Facebook: https://www.facebook.com/SES.YourSatelliteCompany
YouTube: http://www.youtube.com/SESVideoChannel
Blog: http://www.ses.com/blog

SES სურათები ხელმისაწვდომია http://www.ses.com/21472913/Our_Pictures
SES-ის ანგარიშები ხელმისაწვდომია http://www.ses.com/18681915/white-papers

SES-ის შესახებ:
SES („NYSE Euronext Paris” და „Luxembourg Stock Exchange“: „SESG“) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და კომერციულ და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
SES წარმოადგენს გრძელვადიან კომერციულ ურთიერთობებს, ხარისხიან მომსახურებასა და საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელ მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებელთან რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები.
SES  მონაწილეობს „O3b Networks“-ში, მომავალი თაობის სატელიტურ ქსელში, რომელიც აერთიანებს თანამგზავრის წვდომას და ბოჭკოვანი ქსელის სიჩქარეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ses.com

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური