პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების შეცვლას არ აპირებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 მაისი 2016 17:05

საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 18.00 საათზე მოსამართლეობის სამი კანდიდატი პრესკონფერენციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს და მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. 

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პარიზში ინვალიდების სასახლეში გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 აპრილი 2016 12:13

პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პარიზში, რესპუბლიკური გვარდიის საპატიო ყარაულის პირადი შემადგენლობის მონაწილეობით, ინვალიდების ისტორიულ სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტს სასახლის ეზოს შესასვლელთან საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა სახელწიფო მდივანი არლემ დეზირი და საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერლის მოადგილე პიერ გრეგო დახვდნენ.

ინვალიდების სასახლის ეზოში საფრანგეთის რესპუბლიკის გვარდიის სასულე ორკესტრმა შეასრულა საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო საფრანგეთის დროშას.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის წევრები -საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში დღეს დაიწყო და 23 აპრილს დასრულდება.

პრეზიდენტი ამ საკითხში დაიბნა, - ლევან ბერძენიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 აპრილი 2016 11:42

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის თარიღის დანიშვნასათან დაკავშირებით დაიბნა. 

"ჩემი აზრით, პრეზიდენტი ამ საკითხში დაიბნა. მისი მეგობრები და აპარატი, იმის მაგივრად, რომ არკვევდენ საკითხში, კიდევ უფრო აბნევენ სიტუაციას.  რაც შეეხება კონტრასიგნაციას, რომელიც ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება, არამგონია, პრემიერმა დაუჭიროს მხარი. არჩევნების თარიღი ალბათ არ შეიცვლება, მაგრამ შეიცვლება ის თუ როდის დაიწყება საარჩევნო კამპანია,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. 

პრეზიდენტი სახელმწიფოს ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს და არა თავისი სიჯიუტიდან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 აპრილი 2016 16:27

„პრეზიდენტი თუ ნებისმიერი უმაღლესი პირი სახელმწიფოს ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს და არა თავისი სიჯიუტიდან ან პრინციპულობიდან“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ოთხი თვე საკმაოდ ადრეა წინასაარჩევნო რეგულაციების დაწესებისთვის.პრეზიდენტი თუ ნებისმიერი უმაღლესი პირი სახელმწიფოს ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს და არა თავისი სიჯიუტიდან ან პრინციპულობიდან. ვფიქრობ, რომ ოთხი თვე საკმაოდ ადრეა წინასაარჩევნო რეგულაციების დაწესებისთვის. პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ ვინაიდან კოალიცია აღარ იქნება წინასაარჩევნო ბლოკში, ერთობლივად, მათ ბევრი კანონი აქვთ კიდევ მისაღები უმრავლესობის ფორმატში და არ იქნება სასურველი ჩვენი თანამშრომლობა პარლამენტში შეჯიბრებითობის ფონზე მიმდინარეობდეს. ძალიან მიკვირს, რომ არაფერი გაითვალისწინა და უფრო გამიკვირდება და გულდასაწყვეტი იქნება თუ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და მაინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ვიდრე კონტრასიგნება გაკეთდება, ვფიქრობ კონსულტაციები მართებს“, – აცხადებს გია ვოლსკი.

პრეზიდენტის თქმით, ის ახალ აქტს გამოსცემს და წინასაარჩევნო კამპანია მაისში დაიწყება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 აპრილი 2016 13:39

 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ახალ აქტს მაისის დასაწყისში გამოსცემს.”რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც დღეს ხელი არ მოეწერა - მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ეს იქნება დადებითი, რადგან 5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვისაც“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.მისი თქმით, თუ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტი მზადა შეეხიდოს მთავრობას არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში. მისი თქმით დაფინანსება პრეზიდენტის ფონდიდან მოხდება. 

დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 აპრილი 2016 11:19

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტი საბანკო სექტორისა და საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებთან განიხილეს. პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის, მაია მელიქიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა, ამ ეტაპზე კი აღნიშნული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები იგეგმება.

პრემიერისა და პრეზიდენტის საქმიანობა - შეფასება კვლევის შედეგების მიხედვით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 აპრილი 2016 12:03

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას 27 პროცენტი კარგად აფასებს, 6 - ცუდად. ასევე კარგად აფასებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას 27 პროცენტი, საშუალოდ 50 პროცენტი, ცუდად - 13 პროცენტი.პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საქმიანობას კარგად აფასებს 21 პროცენტი, ცუდად - 17 პროცენტი,საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას კარგად  აფასებს 24 პროცენტი, 15 პროცენტი - ცუდად. მისგან განსხვავებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის საქმიანობას კარგად მხოლოდ 6 პროცენტი აფასებს, ცუდად კი - 10 პროცენტი. გამოკითხულთა 53 პროცენტს არ აქვს პასუხი ზვიად კვაჭანტირაძის საქმიანობასთან დაკავშირებით. 

 

პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ხარების სადღესასწაულო წირვას სოფელ ქანდაში დაესწრო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 14:34

საქართველოს პეზიდენტი  და  პირველი ლედი   ხარების  სადღესასწაულო წირვას  სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძარში დაესწრნენ.

ქვეყნის პირველმა პირმა ხარების დღესასწაული  საზოგადოებას  სოფელ  ქანდიდან მიულოცა:

„მთელ საქართველოს ქანდის მშვენიერი სოფლიდან ვულოცავ  ახლის,  იმედის დღესასწაულს, ხარებას.  ღმერთმა მთელ საქართველოს ხარების მადლი  შეაგრძნობინოს!“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სოფელ ქანდაში  ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში სადღესასწაულო წირვა მამა სერაფიმემ  (ბით-ხარიბიმ) აღავლინა და  გიორგი მარგველაშვილის ოჯახს  მაცხოვრის უძველესი ხატი უსახსოვრა.  თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ტაძარში მრევლთან საუბრისას, ბავშობაში სირიის  ქალაქ მალოულაში სტუმრობა გაიხსენა, სადაც წმინდა თეკლეს მონასტერში,  პირველად მოისმინა არამეულ ენაზე შესრულებული მართლმადიდებლური წირვა.

სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი 1997  წელს ამოქმედდა, 2010 წლიდან კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ღვთისმსახურება ქართულთან ერთად  მაცხოვრის ენაზე - არამეულზეც დაწესდა. დღეისათვის მართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება.

 

8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 12:50

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნისა და წინასაარჩევნო კამპანიის 8 აგვისტოს დაწყების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით : 

„8 ოქტომბრის ასე ადრე დასახელება არის ჩემი მიზანი, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა არა მყისიერად, არამედ 6 თვის განმავლობაში - ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე ხდებოდა - აწარმოონ საარჩევნო კამპანია, იცოდნენ როდის არის არჩევნების დღე. ხოლო 8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით. ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე, ანუ დაფინანსებიდან, რომელიც მიდის თვითონ კომისიებზე, ამის შესაძლებლობა ჩვენი ბიუჯეტისთვის ამ ეტაპზე რთული არის. აქედან გამომდინარე, ამ ხარჯებიდან გამომდინარეობს 8 აგვისტო. რატომ დავასახელე ასე ადრე, რადგან მინდა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა შესძლონ და დაგეგმონ საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა“. - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"პრემიერმა პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარი უნდა თქვას"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 10:09

პრემიერმა პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარი უნდა თქვას-განცხადებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე აკეთებს, ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ პრემიერმინისტრმა არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების თაობაზე პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარი უნდა თქვას. ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება, თუკი პრემიერი პრეზიდენტს, მისსავე განკარგულებას მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნებს.ნაცვლიშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრემიერი პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციას მოახდენს, სამართლებრივად დოკუმენტი ძალაში მაინც გამოქვეყნებისთანავე შევა, რადგან აღნიშნულს „საარჩევნო კოდექსი“ ადგენს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური