პრეზიდენტის მიმართვა 13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 13:14

13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს.

"დღეს ერთი წელი შესრულდა 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან. შეუცვლელი ადამიანური დანაკლისი, განადგურებული ქალაქის ცენტრი: დაუნდობელმა სტიქიამ ჩვენი დედაქალაქის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდი დაწერა.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სტიქიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას.
ამ მოვლენის შემდგომმა დღეებმა ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წარმოუდგენლად მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, განსაცდელში ერთიანობისა და მძიმე შედეგების დასაძლევად თავდაუზოგავი შრომისთვის მზადყოფნა გვიჩვენა.
ეს ძალისხმევა, სამწუხაროდ, ვერაფრით შეამსბუქებს თანამოქალაქეთა დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს. მაგრამ საყოველთაო სოლიდარობის, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ქვეყნისთვის გარჯის ასეთი გმირული პრეცედენტები არის ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი.
უმთავრესი გაკვეთილი, რაც ამ ტრაგედიამ გვასწავლა არის ის, რომ ჩვენ - მთლიანად საზოგადოებამ და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებამ, შორს უნდა ვიყუროთ და ყველა ზომას უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ თითოული მოქალაქის უსაფრთხოება და თვით სიცოცხლე საიმედოდ იყოს დაცული,"- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

პრეზიდენტის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 02 ივნისი 2016 12:15

 

კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „აჭარის" ეთერში და განაცხადა, რომ მომხდარს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. „მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, თავქარიანმა, მოძველბიჭო დაჯგუფებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემა გადაიბარა და ქვეყანაში ასეთი პოლიტიკის წარმოებას გეგმავს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მოძველბიჭო დაჯგუფებას პრინციპული პასუხი უნდა გასცეს და ის ამ პროცესს ზედამხედველობას გაუწევს.

"პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკონენდაციები ასახული არაა" - საია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 17:14

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად ასახული არაა. 
საია-ს წევრი გიორგი გოცირიძის აზრით, ეს პრეზიდენტს, პრემიერსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის პოლიტიკური შეთანხმების გამო მოხდა. მისი თქმით, პრეზიდენტის შენიშვნებში ვენეციის კომისიის დასკვნა სრულად არის გათვალისწინებული მხოლოდ და მხოლოდ 3 თვიან ვადასთან მიმართებაში. 
”მაღალ კვორუმთან დაკავშირებით კვლავ პრობლემა რჩება, რადგან ორგანული კანონის მისაღებად იგივე კვორუმია საჭირო, რაც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში იყო აუცილებელი - 7 წევრი უნდა ესწრებოდეს და 6-მა უნდა მისცეს ხმა ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ანუ ამ ნაწილში პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ასევე არ არის გათვალისწინებული იმასთან დაკავშირებით, რომ ნორმა შესაჩერებლად კოლეგიიდან პლენუმს არ უნდა გადაეცეს და თავად კოლეგიამ უნდა შეაჩეროს ნორმა, თუკი ამის საფუძველს ხედავს, ვინაიდან კოლეგიიდან პლენუმისთვის საქმის გადაცემა ნორმის შეჩერების აუცილებლობას საფრთხეს შეუმქნის”, - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე აზრით, მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას სწორედ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შემდგარი პოლიტიკური შეთანხმების გამო არ აპირებს.
 

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მიმართავს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 16:35

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს იმ ნორმის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილების ამოწურვამდე 3-თვეზე ნაკლები რჩება, ახალი საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება. პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ნორმა კონსტიტუციის იმ ჩანაწერს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადა 10 წელია და ის უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გადაგზავნულ “მოტივირებულ შენიშვნებშია“ აღნიშნული. 

“უფლებამოსილების ვადის განსაზღვრა გულისხმობს მოსამართლისათვის თავისი კონსტიტუციური ფუნქციის მითითებული ვადის განმავლობაში სრულად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რაიმე პირდაპირ ან ირიბ შესაძლებლობას, რომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მოხდეს მოსამართლის უფლებამოსილების სრულად განხორციელების შეზღუდვა. პარლამენტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებით ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტის (საკონსტიტუციო სასამართლო), ერთი და იმავე სტატუსის მქონე და ერთი და იმავე ვადით დანიშნული მოსამართლეები დროის კონკრეტულ მოცემულობაში განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში ექცევიან. კერძოდ, მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება, აღარ ექნება ახალი საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლეები, რომელთაც უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩათ სამი თვე, ვერ მიიღებენ მონაწილეობას პლენუმის მიერ ახალ საქმეთა არსებითად განხილვაში, რაც პლენუმის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობას გამოიწვევს“, - ნათქვამია პრეზიდენტის “მოტივირებულ შენიშვნებში“. 


“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები და შესაბამისი ელტერნატიული კანონპროექტი დღეს ბიუროს წარედგინა და განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა. 

გაიზიარებენ თუ არა დეპუტატები პრეზიდენტის რეკომენდაციებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 10:36

გაიზიარებენ თუ არა კანონმდებლები გიორგი მარგველაშვილის რეკომენდაციებს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონთან დაკავშირებით. შენიშვნათა პაკეტს დეპუტატებს უშიშროების საბჭოს მდივანი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარუდგენს. საპარლამენტო უმრავლესობაში საკითხზე პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართულ კონსულტაციებს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ყველა პრობლემურ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. გიორგი მარგველაშვილის მთავარი შენიშვნა მაღალ კვორუმს უკავშირდება. პრეზიდენტის შეფასებით, მაღალი კვორუმის პირობებში, სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირება შეფერხდება.

პრეზიდენტთან უშიშროების საბჭოს სსხდომა იწყება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 30 მაისი 2016 15:11

პრეზიდენტთან უშიშროების საბჭოს წევრები არიან შეკრებილი. მსჯელობის მთავარი თემები მიმდინარე და დაგეგმილი პოლიტიკური მოვლებები იქნება.საბჭოს წევრები ხურჩის ინციდენტსა და საოკუპაციო ზონებთან უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ. ასევე განიხილავენ ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების თემებს.ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.შეხვედრის დაწყებამდე საბჭოს წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ისინი მედიისთვის განხილული თემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სხდომის დასრულების შემდეგ აპირებენ. 

პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დახურულ შეხვედრას მართავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 მაისი 2016 11:41

 სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. ხელისუფლების პირველ პირებს შორის შეხვედრა დიასპორის ფორუმზე, პრეზიდენტისა და პრემიერის სიტყვით გამოსვლების შემდეგ დაიწყო.  შეხვედრაზე განსახილველი საკითხები ამ დროისთვის უცნობი

საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარესთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 17:45

საქართველოს პრეზიდენტი თბლისში მყოფ ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.  

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. 

საუბარი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხსა და ნატო-ს ვარშავის მოახლოებულ სამიტსაც შეეხო. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. 

მხარეებმა მოახლოებული არჩევნებისა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, ასევე, ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტი ქუთაისში „არტ ფორუმი 2016-ის“ გახსნას დაესწრო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 მაისი 2016 11:40

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი „არტ ფორუმი 2016-ის“ გახსნას დაესწრო, რომელიც დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების გამოფენით დაიწყო. დღის ბოლოს კი პრეზიდენტმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის ისტორიული უბანი დაათვალიერა

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ ცვლილებებზე ხელის მოწერას არ ჩქარობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 მაისი 2016 17:14

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებზე პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არა აქვს. არსებულ საკითხზე გიორგი მარგველაშვილი დღეს არასამათავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.შეხვედრის შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის პოზიცია გაცნო და აღნიშნა, რომ ჯერ პრეზიდენტი ფიქრობს, დაადოს ვეტო აღნიშნულ ცვლილებას, თუ ხელი მოაწეროს მას.როგორც იმერლიშვილი ამბობს, პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე შეკითხვები არსებობს, ამიტომ გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.იმ შემთხვევაში თუკი პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ კანონს ხელს მოაწერს, მესამე სექტორი და ოპოზიცია კანონში არსებული მუხლების გასაჩივრებას გეგმავს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური