პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 05 მარტი 2020 10:47

გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ორგანიზებით, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, რომელიც პოლიტიკასა და არჩევნების პროცესში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ დისკუსიას დაეთმო. ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის და მთავრობის, ასევე პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის,საბინე მახლის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ფორუმის მნიშვნელობაზე, შეხვედრაზე განსახილველ თემაზე ისაუბრა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

ქალთა ძალადობა პოლიტიკაში ეს ის საკითხია, რომელიც სამწუხაროდ, სიახლეს არ წარმოადგენს. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა და მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში ვხვდებით მსგავს შემთხვევებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ხელი შევუწყოთ ქალთა ჩართულობას და მათ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებას კი, პრევენციაზე ზრუნვა და დროული რეაგირება წარმოადგენს. აუცილებელია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა შეიმუშაონ შესაბამისი მექანიზმები, რაც პოლიტიკაში მოღვაწე ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას მოახდენს და მათ უფლებების დაცვა უზრუნველყოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ. 

შეხვედრაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სახალხო დამცველის მოადგილემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელებმა, ასევე შვედეთის სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ნორვეგიის სამეფოს და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ისაუბრეს.

შეხვედრა პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელზეც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ და პარლამენტის წევრებმა ნინო წილოსანმაირმა ინაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში მონაწილე ქალების მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმებსა და ინსტრუმენტებზე ისაუბრეს. საკანონმდებლო ორგანოდან მაღალი დონის შეხვედრას პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და ეკა ბესელია დაესწრნენ.

დისკუსიის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილებას და წარმატებული პრაქტიკის მაგალითებს გაეცნენ.

 

 

საერთო ჯამში დადებითი დინამიკა გვაქვს-გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 აგვისტო 2017 11:37

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: ,,უკვე მეოთხე დღეა, ყოველდღიურად, მიუხედავად პერიოდულად სიტუაციების გაუარესებისა, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა.

აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ მიერ გაყვანილი გზების მეშვეობით, შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. ამიტომ ამ ეტაპზე, უკვე დადგა უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის საჭიროება. გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი.

აღმოსავლეთ სარდლობის 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა. მათთან ერთად, ვინც აქამდე მუშაობდა ყველა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. უკვე ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და ვფიქრობთ, რომ დღის ბოლოს გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს, უკვე გაერთიანებული ძალებით გვექნება, მივალთ იქამდე, რომ გადავალთ ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეს, ერთობლივი შტაბი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას.

მოსახლეობას საფრთხეს ვაშორებთ. წუხელ საღამოს ერთ-ერთ ზონაში საკმაოდ გართულებული მდგომარეობა იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით საფრთხის აცილება. პრევენცია გაკეთებულია ყველა ზონაში, საფრთხე არავის ემუქრება. ამ დაგეგმარებით გავაგრძელებთ მუშაობას დღეს, ხვალ და ორი დღის შედეგებით ვფიქრობ, რომ საბოლოოდ გადავტეხავთ ამ სიტუაციას და გადავალთ ცეცხლის საბოლოდ ჩაქრობის ეტაპზე.

არდაგანში იყო წუხელ ცოტა გართულებული სიტუაცია, მაგრამ ავიაციისა და ცოცხალი ძალის მეშვეობით, შესაძლებელია ამ ზონის განეიტრალებაც, ისე რომ არ გართულდეს. ეს არის ერთ-ერთი ზონა რომელზეც კონცენტრირება ხდება. პრინციპში ორად არის გაყოფილი ცოცხალი ძალა, ერთი აქამდე არსებული ჯგუფი იმუშავებს წაღვერის მონაკვეთზე. დანარჩენ ზონებზე საჯარისო ნაწილსა და ცოცხალ ძალას განვათავსებთ და ავიაციასთან ერთად კომბინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები კახეთში

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 11:46

საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის ორგანიზებით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები კახეთში სისხლის სამართლის  მიმართულებით მომუშავე ადვოკატებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებასა და თავის მხრივ სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაზიარებას დამსწრე საზოგადოებისათვის.

შეხვედრაზე  განიხილეს კონკრეტული საქმეები და ზოგადი მანკიერი პრაქტიკა. ადვოკატებმა ისაუბრეს დაკავებისას პირისთვის მისი უფლებების და ბრალის შესახებ ინფორმაციის  მიწოდების პრობლემაზე, ასევე ადვოკატის ხელმისაწვდომობისა და დაკავებულის  დაკითხვის პროცედურების დარღვევის შემთხვევებზე. 

ივნისის თვეში ანალოგიური შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის ოფისშიც გაიმართა და სხვა რეგიონებშიც რეგულარულად გაიმართება.

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას – წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.

პრევენციის ეროვნული მექანიზმი აგრძელებს მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 17:26

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2016 წლის 10 მარტს მესამედ განახორციელეს მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი. პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის აეროპორტიდან გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 44 მოქალაქეების დეპორტაციის პროცესს დაესწრნენ.

დეპორტირებული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს გერმანიის, ესპანეთის, ბელგიის, შვეიცარიის, საბერძნეთისა და უნგრეთის სასაზღვრო პოლიციამ თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფსა და ათენში) გადასცა. დეპორტაციის განხორციელებას კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი (FRONTEX)“.

დეპორტირებული პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. მგზავრობამ მშვიდ გარემოში ჩაიარა და დაბრუნების ოპერაციის მიმდინარეობისას დეპორტირებული პირების უფლების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. 

გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები''

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 12:28

შაბათს 30 იანვარს 21:00 საათზე უყურეთ ტელეკომპანია STARVISION-ზე და უსმინეთ რადიო STAR FM 93.9-ზე - გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები''
თემა: H1N1
✔ რა მდგომაროება არის სკოლებში?
✔ არსებობს თუ არა დაავადების გავრცელების რისკი?
✔ რა პრენვეციის საშუალებებს უნდა მიმართოს მოსახლეობამ დავადების თავიდან ასაცილებლად?
✔ სამედიცინო ფაკულტეტის მოხალისე სტუდენტები მოსახლეობის დასახმარებლად.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემებით უყურეთ ტელეკომპანია STARVISION-ზე და უსმინეთ რადიო STAR FM 93.9-ზე - გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები'' - ეს თქვენი გადაცემაა!.. ✔

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში,ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 17:14

უკვე 6 საათია ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. 

ქართული მხარე დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს გატაცებული მძევლების გათავისუფლებას, დააყენებს მავთულხლართების დემონტაჟის საკითხს. 

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ივლისში ხურვალეთიდან ოკუპანტების მიერ წაღებული საქართველოს სახელმწიფო დროშის ადგილზე დაბრუნებისა და საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილი ოჯახების პრობლემების მოგვარების საკითხიც.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური