მაია ცქიტიშვილმა ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 26 აპრილი 2019 16:07

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის (CRCC) მენეჯმენტს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვანგ ვენფუნგმა ქართულ დელეგაციას კორპირაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით გამოთქვა დაინტერესება. 

“ეს კომპანია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სამეულში შედის და სასიხარულოა, რომ მას უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულია აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მომავალ პროექტებში, რაც ქართულ ბაზარს მიმზიდველს და მეტად კონკურენტუნარიანს ხდის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა კორპორაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის, მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და საინვესტიციო გარემოს უკეთ შეფასების მიზნით, კორპორაციის ხელმძღვანელები თბილისში, მიმდინარე წლის ოქტომბერში, "აბრეშუმის გზის ფორუმზე" დაპატიჟა.

ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციასთან შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური შემადგენლობა.
 

საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრების გაფართოებული შეხვედრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მაისი 2018 15:38

ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც, საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ტრადიციულ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და სამომავლოდ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრისას, აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი აქვს, მათ შორის, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების და ჰუმანიტარულ-კულტურული მიმართულებებით და გამოითქვა მზადყოფნა, არსებული ურთიერთობებისთვის ახალი დინამიკის შეძენაზე.
გადაწყდა, რომ განახლდება საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.
აგრეთვე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ ვითარებას.
გიორგი კვირიკაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა დელეგაციების წევრებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღები მიულოცეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018 15:00

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის Hanjin Travel-ის მიერ გაიმართა ერთობლივი ღონისძიება საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, რომელსაც ესწრებოდა ადგილობრივი 100-მდე ტურ-ოპერატორი.

ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად ისაუბრა საქართველოს კურორტების,ინფრასტრუქტურის, უსაფრთხო გარემოსა და საქართველოს,როგორც ახალი და სწრაფად განვითარებადი ტურისტული მიმართულების შესახებ.აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის საქართველოს მიმართ ცნობადობის ამაღლებას და კორეელი ტურისტების რაოდენობის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ ტურისტულმა კომპანია Hanjin Travel-მა მიმდინარე წლის დასაწყისში კორეელი ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით ტურ-პაკეტების გაყიდვა დაიწყო.

 

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 23 იანვარი 2017 17:25

მთავრდება საქართველოს ქალაქების განაცხადების მიღება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ინიციატივაში „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“ მონაწილეობაზე

ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობა“ იწვევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მცირე და საშუალო ქალაქებს ინიციატივა „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონებში“ მონაწილეობის მისაღებად (ინტერაქტიული ბმული
https://www.culturepartnership.eu/article/open-call-pilot-towns).
პროექტში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება 2017 წლის 31 იანვარს მთავრდება.

განაცხადები მიიღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო ქალაქებისა და რეგიონებისგან. ინიციატივის მიზანი — ეს კულტურული და შემოქმედებითი სექტორის პოტენციალით დაინტერესებულ პირთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება, ადგილობრივი კულტურული და კრეატიული რესურსების თაობაზე მონაცემების შეგროვება და კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის პოტენციალის განსავითარებლად მოქმედების კონკრეტული გეგმის შეთავაზებაა.
ეს მოიაზრებს ადგილობრივი კულტურული ლანდშაფტის განვითარებას, ადგილობრივ საწარმოებთან კლასტერების შექმნას, ტურიზმში შეთავაზებების ხარისხის ამაღლებასა და სხვა ქვეყნების მსგავს ქალაქებთან და რეგიონებთან კავშირების განმტკიცებას.
საპილოტე ქალაქებსა და რეგიონებს შეარჩევს კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ინიციატივის სპეციალისტი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობის“ ნაციონალური კოორდინატორი და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი. საკუთარ გადაწყვეტილებას კომისია 2017 წლის თებერვლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.
საუკეთესო განაცხადების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება:
• ქალაქის ან რეგიონის მოტივაცია ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად;
• იმის გაგება, რომ კულტურასა და კრეატიულობაზე ფოკუსირებას შეუძლია დამატებითი ღირებულება შესძინოს ქალაქისა თუ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას;
• სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელ ძირითად დაინტერესებულ პირთა ჩართულობის დონე.


შერჩეულ ექვს საპილოტე ქალაქსა თუ რეგიონში (აღმოსავლეთ პარტნიორობის თითო ქვეყნიდან თითო ქალაქი ან რეგიონი) გამოცდილი სპეციალისტები თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ სქემებს შეადგენენ, რის შედეგადაც ქალაქები და რეგიონები მიიღებენ შემდეგს:
1. მათი მიმდინარე კულტურული და შემოქმედებითი რესურსების ანალიზს;
2. კულტურული და შემოქმედებითი სექტორების შემდგომი განვითარებისთვის საჭირო მოქმედების ინდივიდუალურ გეგმას;
3. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მედიაში გაშუქებასა და შერჩეული ქალაქებისა თუ რეგიონების მოწინავე გამოცდილების დემონსტრირებას;
4. ქალაქებისა და რეგიონების წარმომადგენლებისა და მათი საზოგადოებების პოტენციალის განვითარების პროგრამაზე წვდომასა და აგრეთვე ვიწრო პროფილის სპეციალისტებთან მუშაობის შესაძლებლობას;
5. აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების კოლეგებთან კავშირის დამყარების შესაძლებლობას როგორც ინტერნეტით, ისე პირადი ურთიერთობით.

როგორ შევიტანოთ განაცხადი:
იმისათვის, რომ თქვენი ქალაქის ან რეგიონის სახელით კონკურსში მონაწილეობა მიიღოთ, საჭიროა წარმოადგინოთ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი განზრახვათა წერილი, რომელშიც იქნება:
1. ქალაქისა თუ რეგიონის ინიციატივაში ჩართვის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოტივები (არაუმეტეს 1 გვერდისა);
2. ქალაქსა თუ რეგიონში მიმდინარე ვითარების საერთო მიმოხილვა კულტურული და კრეატიული ორგანიზაციების, სივრცეებისა და საქმიანობის კონტექსტში (არაუმეტეს 2 გვერდისა);
3. აღწერა, თუ როგორ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი დაინტერესებული პირები პროცესში (არაუმეტეს 1 გვერდისა — პოტენციური ორგანიზაციებისა და უწყებების სახელწოდებებითა და სპეციალისტების სახელებით);
4. კულტურული და შემოქმედებითი პროექტების, ინიციატივებისა და საქალაქო ტრანსფორმაციების თვალსაჩინო დემონსტრირებისთვის, გირჩევთ დაამატოთ ვებგვერდების ბმულები ან ვიზუალური მასალები (ვიდეო, ფოტოები).

განზრახვათა წერილი უნდა გაგზავნოთ თქვენი ქვეყნის ნაციონალურ კოორდინატორებთან:
სომხეთი: JLIB_HTML_CLOAKING
აზერბაიჯანი: JLIB_HTML_CLOAKING
ბელარუსი: JLIB_HTML_CLOAKING
საქართველო: JLIB_HTML_CLOAKING
მოლდოვა: JLIB_HTML_CLOAKING
უკრაინა: JLIB_HTML_CLOAKING

მონაწილეობაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 იანვარი.

დაწვრილებითი ინფორმაციის ხილვა და აგრეთვე დამატებითი შეკითხვების დასმა შეგიძლიათ აქ:
сайте: www.culturepartnership.eu

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური