დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩეხეთის საელჩოში მიღება გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 11:55

28 სექტემბერს ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩეხეთის ელჩმა საქართველოში  მიღება გამართა.

სადღესასწაულო მიღებას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გიორგი ალიბეგაშვილმა  ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ყურადღება ქართველი და ჩეხი ხალხის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე გაამახვილა.

„გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩეხ ხალხს კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ.

დარწმუნებული ვარ,  ჩვენი ხანგრძლივი მეგობრული კავშირები  ორმხრივი  თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას ორივე ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ კვლავაც მოგვცემს,“–განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ჩეხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული,  ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება.

პოლონეთის საელჩოსთან საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 11:15

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა და პოლონეთის ელჩმა საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულება პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გარემოს ეროვნულ საგენტოსთვის 30 000 ევრომდე თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული თანხით წყალდიდობების რისკების მონიტორინგისა და პროგნოზირების მიზნით თანამედროვე ტიპის მოწყობილობების შეძენა განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ეფექტურ მუშაობას, კერძოდ, გაძლიერდება სააგენტოს შესაძლებლობები წყალდიდობების რისკების მონიტორინგის პროგნოზირების კუთხით.

საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 13:33

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს პოლონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. თედო ჯაფარიძე აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე: „მიმდინარე საგარეო პოლიტიკის საკითხები“. ღონისძიება პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის (PISM) ორგანიზებით გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ამავე ინსტიტუტის ექსპერტები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლეშეკ სოჩევიცასთან, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რობერტ ტიშკიევიჩთან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთა, ვლადიმირს ჩიმოსევიჩისთან.

თედო ჯაფარიძე შეხვედრებს გამართავს პოლონეთის პარლამენტის წევრთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენელთან, ვიტოლდ ვაშიკოვსკისთან, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აპარატის დირექტორთან, მიხაელ გეორგ ლინკითან და პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის აღმასრულებელ პრეზიდენტთან, იეჟი კოზმინსკისთან.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის პოლონეთში ვიზიტი 24 სექტემბერს დასრულდება.

გიორგი მარგველაშვილის მილოცვა პოლონეთის პრეზიდენტსადმი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 მაისი 2015 10:35
“თქვენო აღმატებულებავ,

მსურს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გადმოგცეთ გულითადი და წრფელი მოლოცვა პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით. 

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლონეთის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორივე სახელმწიფოსათვის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. საქართველო და პოლონეთი ძლიერი პარტნიორებია და მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო მეგობარ პოლონელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.”

პატივისცემით

გიორგი მარგველაშვილი

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური