თინათინ ხიდაშელი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 ივნისი 2016 10:24

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონეთის სახელმწიფო მდივანს, ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს პაველ სოლოხს შეხვდა. ერთსაათიან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს და ნატოს ვარშავის სამიტის წინ არსებულ ვითარებას დაეთმო. საქართველოსა და პოლონეთის წარმომადგენლებმა სამიტზე განსახილველ საკითხებსა და ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ვარშავის სამიტის წინ ასეთი მაღალი რანგის სტუმარი გვყავს პოლონეთიდან. პრაქტიკულად, ყველა საკითხი განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პოლონეთთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხს - უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. ეს ურთიერთობა ძალიან ღრმა და ფართოა, ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. პოლონეთი სამიტის მასპინძელი ქვეყანაა, მოგეხსენებათ ის ისედაც აქტიურია,  საქართველოს თხოვნების, მოთხოვნების, საქართველოს პოზიციების ცალსახად მხარდამჭერია. ბუნებრივია, ჩვენც  ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გავაცნოთ მათ ყოველი სიტყვა და წინადადება, რომელიც გვინდა აისახოს ვარშავის სამიტის საბოლოო შემაჯამებელ დოკუმენტებში, იმისათვის, რომ სამიტის დასრულების შემდეგ მოგვეცეს კონკრეტულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს ვიზალიბერალიზაციის საკითხსა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დეტალებზე. პოლონეთის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრებს მართავს.  

 

ძლიერ ყინვას პოლონეთში 21 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 05 იანვარი 2016 10:22

ძლიერ ყინვას პოლონეთში 21 ადამიანი ემსხვერპლა. "დოიჩე ველეს" ინფოპრმაციით,   ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მინუს 20 გრადუსი დაფიქსირდა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ადამიანი დაიღუპა. წინა დღეს კიდევ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა ყინვას,"- განაცხადა პოლონეთის უსაფრთხოების ცენტრის პრესსპიკერმა, ბოზენა ვისოცკამ. 

პოლონეთის მინისტრთა კაბინეტი გადადგა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 11:24

პოლონეთის მინისტრთა კაბინეტი გადადგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ევა კოპაჩმა ქვედა პალატის სხდომაზე განაცხადა და გადაწყვეტილებას ქვეყნის კონსტიტუციური ნორმების შესაბამისი უწოდა. მისივე თქმით, სეიმის წევრები პატივს სცემენ მოსახლეობის არჩევანს და არჩევნების შედეგებს. კოპაჩმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იაროსლავ კაჩინსკის გამარჯვებულ პარტიას, კანონი და სამართლიანობა, წარმატება უსურვა. ევა კოპაჩმა მინისტრთა ახალი კაბინეტის მთავარ მიზნას უმუშევრობასთან ბრძოლა, ფინანსური სტაბილურობა და ეკონიმიკური ზრდა დაასახელა. 

„ვიშეგრადის ოთხეულის“ წარმომადგენელთა ვიზიტი თავდაცვის სამინისტროში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 16:38

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე  „ვიშეგრადის ოთხეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებსა და ელჩებს შეხვდა.

„ვიშეგრადის ოთხეულის" - პოლონეთის, სლოვაკეთის რესპუბლიკის, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის - საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორების ვიზიტის მიზანი აღნიშნული ჯგუფის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვა და პოლიტიკური დიალოგის წარმოება იყო.

თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან შეხვედრის მთავარი თემა ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო.  მხარეებმა  იმსჯელეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის კრიზისზე და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე. ასევე ისაუბრეს საქართველოსა და „ვიშეგრადის“ ოთხეულის“ ქვეყნების  სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ოფიციალური ვიზიტით ევროპაში მიემგზავრება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 16:45

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი 13-16 ოქტომბერს ოფციალური ვიზიტით ევროპას ესტუმრება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

„ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვცევა ჩეხეთს, პოლონეთს და ბულგარეთს“, - ნათქვამია საგარეო უწების განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ევროპის ქვეყნებში დაგეგმილია ჩეხეთის, პოლონეთის და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით და ხორციელდება მათი ოფიციალური მიწვევით.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩეხეთის საელჩოში მიღება გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 11:55

28 სექტემბერს ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩეხეთის ელჩმა საქართველოში  მიღება გამართა.

სადღესასწაულო მიღებას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გიორგი ალიბეგაშვილმა  ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ყურადღება ქართველი და ჩეხი ხალხის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე გაამახვილა.

„გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩეხ ხალხს კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ.

დარწმუნებული ვარ,  ჩვენი ხანგრძლივი მეგობრული კავშირები  ორმხრივი  თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას ორივე ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ კვლავაც მოგვცემს,“–განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ჩეხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული,  ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება.

პოლონეთის საელჩოსთან საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 11:15

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა და პოლონეთის ელჩმა საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულება პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გარემოს ეროვნულ საგენტოსთვის 30 000 ევრომდე თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული თანხით წყალდიდობების რისკების მონიტორინგისა და პროგნოზირების მიზნით თანამედროვე ტიპის მოწყობილობების შეძენა განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ეფექტურ მუშაობას, კერძოდ, გაძლიერდება სააგენტოს შესაძლებლობები წყალდიდობების რისკების მონიტორინგის პროგნოზირების კუთხით.

საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 13:33

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს პოლონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. თედო ჯაფარიძე აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე: „მიმდინარე საგარეო პოლიტიკის საკითხები“. ღონისძიება პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის (PISM) ორგანიზებით გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ამავე ინსტიტუტის ექსპერტები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლეშეკ სოჩევიცასთან, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რობერტ ტიშკიევიჩთან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთა, ვლადიმირს ჩიმოსევიჩისთან.

თედო ჯაფარიძე შეხვედრებს გამართავს პოლონეთის პარლამენტის წევრთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენელთან, ვიტოლდ ვაშიკოვსკისთან, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აპარატის დირექტორთან, მიხაელ გეორგ ლინკითან და პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის აღმასრულებელ პრეზიდენტთან, იეჟი კოზმინსკისთან.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის პოლონეთში ვიზიტი 24 სექტემბერს დასრულდება.

გიორგი მარგველაშვილის მილოცვა პოლონეთის პრეზიდენტსადმი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 მაისი 2015 10:35
“თქვენო აღმატებულებავ,

მსურს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გადმოგცეთ გულითადი და წრფელი მოლოცვა პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით. 

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლონეთის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორივე სახელმწიფოსათვის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. საქართველო და პოლონეთი ძლიერი პარტნიორებია და მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო მეგობარ პოლონელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.”

პატივისცემით

გიორგი მარგველაშვილი

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური