აშშ-ში შეიარაღებულ თავდასხმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021 14:00

ამერიკის შეერთებულ შტატებში ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა ორი სხვადასხვა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

მათი მონაცემებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალიფორნიის შტატის ქალაქ ორანჯის ბიზნეს ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.

თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას, დაჭრილი დააკავეს.

ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან გამოძიება გრძელდება, დაშავებულთა შესახებ კი დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დედაქალაქ ვაშინგტონში, მეტროს სადგურთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და ინფორმაცია თავდამსხმელების შესახებ არ გაავრცელეს.

შეიარაღებული თავდასხმა კოლორადოს შტატში. დაღუპულია 10 ადამიანი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 მარტი 2021 15:22

ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი მონაცემებით, დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელიცაა. მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც დაჭრილია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

მეორეს მხრივ, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ ფსაკიმ სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ინფორმაცია მიაწოდეს.

"მოქალაქე ცდილობს წვიმით გალუმპული პოლიციელი ქოლგას შეაფაროს"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 მაისი 2018 21:03

ფოტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი თეა პერტაია ავრცელებს

შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის პირველკლასელი შვილი სკოლაში წაიყვანა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2016 17:42

2015 წელს კრიმინალის მიერ მოკლული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის შვილი სკოლაში პირველად შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა.

გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ შსს-ს დაღუპული თანამშრომლების უმცროსლკასელ შვილებს შს მინისტრი და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები სასწავლო წლის დაწყებას პირადად მიულოცავენ, საჩუქრებს გადასცემენ და სკოლაში წაიყვანენ. წელს გიორგი მღებრიშვილი, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გიორგი ბერუაშვილის პირველკლასელ შვილს - თამარ ბერუაშვილს ბორჯომში ესტუმრა, საჩუქრები გადასცა და სკოლაში წაიყვანა.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ბერუაშვილი 2015 წლის 23 იანვარს ლიკანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მეწყვილესთან ერთად პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. დამნაშავემ შემხვედრ პოლიციელებს დანახვისთანავე ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად, ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციამ დამნაშავე დააკავა. ექიმებმა დაჭრილი პოლიციელების გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, გიორგი ბერუაშვილი გარდაიცვალა.

„ქუჩას, სადაც პატარა თამარს სკოლაში წასაყვანად მივაკითხე, მისი გმირი მამის სახელი ჰქვია, მამის, რომლის სიცოცხლე კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა...

ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ ქუჩის გავლა, მძიმეა ის პასუხისმგებლობა, რომ ცხოვრების ამ უმნიშველოვანეს ეტაპზე გიორგის მაგივრად მისი შვილი სკოლაში პირველად მე უნდა მივიყვანო...

დღეს თამარის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელიც მამასთან ერთად უნდა გაეზიარებინა... დღეს მის გვერდით მთელი პოლიციაა, ის მთელი ცხოვრება ჩვენი დიდი ოჯახის წევრი იქნება... ჩვენ ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების შვილებზე ყოველთვის ვიზრუნებთ“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა.

გიორგი მღებრიშვილი სპეცოპერაციის დროს დაჭრილ პოლიციელს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 ივნისი 2016 10:19

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ნუგზარ ქუთათელაძეს და ამავე დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსს - რევაზ ქობულიას შეხვდა. რევაზ ქობულია ამა წლის 8 ივნისს ბრალდებულის დასაკავებლად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების დროს დაიჭრა. ბრალდებულმა ცეცხლი სამართლდამცველების მისამართით გახსნა. რევაზ ქობულიამ თავდამსხმელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზედა კიდურის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო.

შს მინისტრი წყალტუბოს პოლიციის უფროსის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები მისგან პირადად მოისმინა.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცველებს სრული მხარადაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

პოლიციელის დღე

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 02 ივნისი 2016 12:18

20 ჯილდო პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - დღეს პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მას შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერმინისტრი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ

თურქეთის სასამართლოს მიერ განთავისუფლებული მთავარი პირი აშშ-ში დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 13:51

თურქეთში 17-25 დეკემბერი 2013 წელს ჩატარებულ ქვეყნის ისტორიის ყველაზე დიდი კორუფციისა და მექრთამეობის სპეცოპერაციის დროს ერდოღანის მთავრობის ზოგიერთ მინისტრზე ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებული შემდეგ კი განთავისუფლებული, წარმოშობით ირანელი ბიზნესმენი რეზა სარრაფი, FBI-მ მაიამიდან ქვეყანაში შემოსვლის დროს საზღვარზე დააკავა. ერდოღანმა 17-25 დეკემბერის 2013 წელს ჩატარებულ ამ დიდი კორუფციისა და მექრთამეობის ოპერაციას თავისი მთავრობის გადატრიალობის მცდელობად გამოაცხადა და ამის შემდეგ ოპერაციის ჩამტარებელი ყველა პოლიციელი, პროკურორი და მოსამართლე დაკავებული იქნა.  17-25 დეკემბერს რეზა ზარრაფისა, მინისტრების შვილებზე და ერდოღანის პარტიის (Ak Parti) ზოგიერთი წევრების მიმართ განხორცილებული ამ ოფერაციების შემდეგ ერდოღანმა ქვეყანაში მმართველობა უფრო გამკაცრა და მასმედიაზე ზეწოლა, ტელევიზიებისა და გაზეთების ხელში ჩაგდება და დახურვა, ჟურნალისტების ციხეში ჩასმა და დემოკრატიული ღირებებულების შეზღუდვა დაიწყო.  
პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ″ქველმოქმედ ბიზნესმენად″ წოდებული რეზა ზერრაფი, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მაიამიში, FBI-ის მიერ დაკავებული იქნა. დაკავების მიზეზებად, ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით აშშ-ში თაღლითობისთვის, საბანკო თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. რეზა სარრაფის დაკავების შესახებ განცხადება აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელშიც სარრაფის 75 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სარრაფის გარდა FBI-მ ირანის ორი მოქალაქე კამელია ჯემშიდი და ჰუსეინ ნეჯეფზადეც დააკავა.
ამერიკელმა პროკურორებმა გუშინ განცხადება გააკეთეს სადაც აღნიშნულია, რომ ბიზნესმენი რეზა სარრაფი დაკავებულია. ნიუ-იორკის ყველაზე გახმაურებული საქმეების პროკურორის პრიტ ბჰარარას, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პასუხისმგებელი იუსტიციის მინისტრის მოადგილის ჯონ კარლინისა და FBI-ის დირექტორის მოადგილის დიეგო როდრიგეზის განცხადებით, რეზა სარრაფი (33) და ირანის ორი მოქალაქე კამელია ჯემშიდი (29) და ჰუსეინ ნეჯეფზადე (65) სავარაუდოდ, ირანის მთავრობის სასარგებლოდ თაღლითური გზებით ასობით მილიონი დოლარის ოდენობის ოპერაციებს ახორციელებდნენ.
პროკურატურა სარრაფისა და დანარჩენი ორი ბრალდებულის მიმართ, აშშ-ის წინააღმდეგ თაღლითობისთვის ხუთი წლით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების დარღვევისთვის 20 წლით, საბანკო თაღლითობისთვის 30 წლით და ფულის გათეთრებისთვის 20 წლით, მთლიანობაში 75 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
მათ წინააღმდეგ მომზადებულ 21 გვერდიან საგრალდებო დასკვნაში, რეზა სარრაფის საქმესთან დაკავშირებით პროკურორ ბჰარარას მიერ გაკეთებულ განცხადებაში, ″ეს ბრალდებულები, წლების განმავლობაში ირანისა და ირანული კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდნენ და მთელ მსოფლიოში ფულს ათეთრებდნენ.″-განაცხადა მან.
FBI-ის დირექტორის მოადგილემ როდრიგეზმა კი განაცხადა, რომ ″ეჭვმიტანილები 2010 წლიდან 2015 წლამდე დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ირანული ორგანიზაციების სახელზე ფინანსურ საქმიანობას ეწეოდნენ, რითაც ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკის და საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები დაარღვიეს.″
საბრალდებო დასკვნაში ის ირანული ორგანიზაციებია ჩამოთვლილი რომლებიც რეზა სარრაფისა და კიდევ ორი ეჭვმიტანილის მიერ განხორციელებული ქმედებებით სარგებელი ჰქონდათ: აშშ-ის მიერ შავ სიაში შეყვანილი Mellat ბანკი, ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებული ირანის ნაციონალური ნავთობკომპანია (NIOC), შპს ირანის ნავთობკომპანია(NICO), ირანის ნავთობკომპანია Sarl (NICO Sarl), ჰონკონგი Intertrade კომპანია(HKICO) და ირანის სამშენებლო და ენერგეტიკული კომპანია ჯგუფი MAPNA.
თურქეთში სარრაფის ამ ქსელთან დაკავშირებული კომპანიები კი ესენია: Royal Holding A.Ş, Durak Döviz Exchange, Al Nafees Exchange, Royal Emerald Investments; Asi Kıymetli Madenler Turizm, ECB Kuyumculuk İç ve Dış Sanayi Ticaret Limited Şirketi, Güneş General Trading LLC.
აშშ-ს მიერ სარრაფის დაკავებამ თურქეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

თარგმნა: ავთანდილ გუნდაძემ

დაჭრილი პოლიციის პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 20:52

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა რომ პოლიციის პატრულ-ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ "რუსთავი 2" ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თელავში, პოლიციის შენობის ეზოში სამართალდამცავი მოკლეს. დაიჭრა ერთი პოლიციელი, რომელსაც საავადმყოფოში მრავლობითი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი საკუთარი სახლიდან გაუხსნეს. თავდამსხმელმა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ცეცხლი სანადირო თოფიდან გახსნა. მოგვიანებით იგი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თელავში, პოლიციელის მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. ამის გამო მან მან მთავრობის სხდომა დატოვა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი მკვლელობის ადგილზე არსებულ სიტუაციას პირადად გაეცნო.

თელავში, პოლიციის შენობის ეზოში, პატრულის თანამშრომელი მოკლეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 14:36

თელავში, პოლიციის შენობის ეზოში სამართალდამცავი მოკლეს. დაჭრილია ერთი პოლიციელი , რომელსაც ოპერაცია უკეთდება. ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც ცნობილია, პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი დაკავებულია.

როგორც,ცნობილია შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თელავში, პოლიციელის მკვლელობის ადგილზე გაემგზავრა. მან მთავრობის სხდომა დატოვა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი მკვლელობის ადგილზე არსებულ სიტუაციას პირადად გაეცნობა.

ყოფილი პოლიციელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 09:57

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ბექა ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 23:50 სთ-ზე, თავის მართვის ქვეშ მყოფი, „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანით, თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე, სახლში მიაკითხა ყოფილ პოლიციელ ბექა აბულაძეს და ქუჩაში გასვლა სთხოვა. ბექა ა-მ, შურისძიების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 17 ჭრილობა მიაყენა ბექა აბულაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა აბულაძე ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულსა და გარდაცვლილ ბექა აბულაძეს 5 წლის წინ მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ბექა აბულაძის პოლიციურ საქმიანობას არ უკავშირდება - ბექა აბულაძემ ბექა ა-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თელავის რაიონის სოფელ ოჟიოში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური