„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ი. კობახიძემ თანამდებობა დატოვა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ თავად მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია "ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრის მამუკა მდინარაძის განცხადება
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებაზე სარჩელების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება - კანონდარღვევაა. ის გამოეხმარა ამ საკითხთან დაკავშირებით სამი მოსამართლის გუშინდელ განცხადებას და აღნიშნა, რომ უმჯობესია ამ ადამიანებმა პასუხი გასცენ, თუ რატომ ხდებოდა ასეთი ფაქტები.
”ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ხუთი მოსამართლის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარი იყო სარჩელის შეცვლაზე იმ მოტივით, რომ საჭირო იყო მოთხოვნის დამატება, რაც კანონით დაუშვებელია. დღეს ვნახეთ განცხადება, რომელიც ფაქტობრივად ადასტურებს ცვილელებს სარჩელებში, თუმცა აქ არის მცდელობაზე საუბარი და მცდელობა არის ყურადღებას ტექნიკურ საკითხებზე გადატანის. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი. ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს ამ საკითხების ისეთ სფეროში გადატანის მცდელობას, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს არ დაურღვევიათ კანონი, არ არის საგანგაშო. საქართველოში ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს”, - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება ზეწოლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს, მდინარაძის შეფასებით, ეს იყო ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა, თუმცა პაპუაშვილმა ვერც ერთი მოსამართლე ვერ დაასახელა.
"ოცნების" სია - პოლიტსაბჭოს სხდომაზე 16 კანდიდატი დამტკიცდა
ქართული ოცნების პოლიტსაბჭო პრემიერის ხელმძღვანელობით გვიანობამდე გაგრძელდა. მას ასევე ესწრებოდა მედიაში თავდაცვის მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელებული ირაკლი სესიაშვილი. ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა არც განხილულა ამ პოსტზე.სესიაშვილს სავარაუდოდ თელავის მაჟორიტარად წარადგენენ. გავრცელებული ინფორმაციითვე, დუშეთში ზაქარია ქუცნაშვილი იყრის კენჭს, ტყიბულში ელისო ჩაფიძეს მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს, დედოფლისწყაროში კი შესაძლოა, მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი იყოს.დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მაჟორიტარობის 16 კანდიდატი დამტკიცდა.