ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი განიხილავს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 აპრილი 2021 11:34

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა პირველ აპრილს გაავრცელეს წერილი, რომლის თანახმადაც, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი დააყენებს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ევროპული საბჭოს ადმინისტრაცია აქვეყნებს. 

ევროპელი კანონმდებლების თქმით, ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური და საბიუჯეტო დახმარებათა პროგრამებზე პირობითობის პრინციპის გაზრდას.

განცხადებას წინ უძღოდა ევროპარლამენტარების შეხვედრა ქრისტიან დანიელსონთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან საქართველოს მედიაციის საკითხში. დანიელსონმა ევროპარლამენტარებს მედიაციის დეტალები გააცნო.

ევროპარლამენტარების თანახმად, „ამ შედეგზე ბრალი ეკისრებათ როგორც მმართველ პარტიას, ისე მოლაპარაკებების მონაწილე მთავარ ოპოზიციურ პარტიებს. მთავარი პასუხისმგებლობა კი მმართველ პარტიას აკისრია“.

„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის უარყოფის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ევროკავშირთან საქმე ძველებურად გაგრძელდება“, განაცხადეს პარლამენტარებმა.

„მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს სწრაფად იმოქმედონ. სასწორზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები დევს“, დასძინეს მათ.

ევროპელმა კანონმდებლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს დანიელსონის მუშაობას და აღნიშნეს, რომ მედიატორის მხრიდან ქართული პარტიებისათვის შეთავაზებული დოკუმენტი სწორ მიმართულებას იძლევა საქართველოსთვის, რადგანაც იგი მოიცავს „ამბიციურ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, საქართველოს პარლამენტში პასუხისმგებლობის არსებით დანაწილებას და, რაც მთავარია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევის გადაწყვეტის გზას“.

„გამოსავლის აღნიშული [დოკუმენტი] პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ასევე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას“.

ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად დამკვიდრებას.

„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან აირიდოს მომავალი არჩევნებისა და სასამართლო სისტემისათვის ძირის გამოთხრა“, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის მიხურვა, განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

განცხადებას ხელს აწერენ დავიდ მაკალისტერი (EPP, გერმანია), ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), ანდრიუს კუბილიუსი (EPP, ლიეტუვა), ვიოლა ფონ კრამონ-ტუბადელი (მწვანეები, გერმანია), სვენ მიკსერი (S&D, ესტონეთი), მიჰაელ გალერი (EPP, გერმანია), პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა).

პროტესტის ნიშნად ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკური აქციები დაიწყეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020 13:27

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ და სტრატეგია აღმაშენებელმა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პირველად მონაცემებს უნდობლობა გამოუცხადეს, რომლის მიხედვითაც, ხმების 48.07%-ით ქართული ოცნება ლიდერობს.

ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოქვეყნებისთანავე დაგეგმეს და მმართველი გუნდი „ხელისუფლების მიტაცებაში“ დაადანაშაულეს.

ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება დღეს, 16:00 საათიდან დაიწყეს. მალევე, პარლამენტის წინ ტერიტორია გადაიკეტა და ოპოზიციის ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართავეს. მათ არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობას გაუსვეს ხაზი და ხმების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „ბრძოლა გამარჯვებამდე“, – აცხადებდენ ოპოზიციონერი ლიდერები.

სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, მომიტინგეები მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ დაიძრნენ და არჩევნების შედეგები იქაც გააპროტესტეს. ამის შემდეგ ისინი კვლავ პარლამენტის შენობის წინ დაბრუნდნენ. მომიტინგეთა ნაწილი ამ დრომდე პარლამენტის შენობის წინ რჩება.

ოპოზიცია 8 ნოემბერს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, 48.16%-ით (924 733 ხმა) ქართული ოცნება ლიდერობს; მას 27.12%-ით (520 806 ხმა) ენმ-ძალა ერთობაშია მოსდევს; 3.78%-ით (72 539 ხმა) ევროპული საქართველო; 3.16%-ით (60 653ხმა) ლელო საქართველოსთვის; 3.15%-ით (60 434 ხმა) პატრიოტთა ალიანსი; 3.15%-ით (60423 ხმა) სტრატეგია აღმაშენებელი; 2.89%-ით (55 503 ხმა) გირჩი; 1.33%-ით (25 501 ხმა) ელისაშვილის მოქალაქეები; 1%-ით (19 217 ხმა) ლეიბორისტული პარტია; ხოლო 0.85%-ით (16 295 ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა.

წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდი 13 მაჟორიტარულ ოლქს პირველივე ტურში იგებს, დარჩენილ 17 ოლქში კი, მათ შორის, თბილისის რვავე ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

სხვა ოპოზიციურ პარიებთან ერთად, არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს პატრიოტთა ალიანსიც. ოპოზიციურ პარტიებს ბოკიოტოსკენ მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმაც მოუწოდა.

წყარო: https://civil.ge/ka/archives/379560/amp

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 250 000 ლარის ჯარიმა დაეკისრათ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 14:26

აუდიტის სამსახურმა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი წარმოადგინა.

პარტიების მიერ დეკლარირებული შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა,  - 19 005 219 ლარი „ქართულმა ოცნებამ“  მიიღო.

 „სახელმწიფო ხალხისთვის“ 4 278 541 ლარი,

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -  1 063 514 ლარი.

„პატრიოტთა ალიანსი“ -  1 019 650 ლარი,

“თავისუფალი დემოკრატები“ 686 945 ლარი.

სხვა დანარჩენი სუბიექტების მიერ მიღებული შემოწირულობა სამ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

დეკლარირებული ხარჯები ასეთია: 

„ქართული ოცნება“ -  22 212 663 ლარი

“სახელმწიფო ხალხისთვის“ -  4 396452 ლარი

„პატრიოტთა ალიანსი“ -  2 391 046 ლარი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  -  2 524 362 ლარი

“თავისუფალი დემოკრატები“ -  1 694 793 ლარი.

სხვა საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ხარჯების ჯამური მოცულობა 6 მილიონ  ლარზე მეტია.

გენერალური აუდიტორის მოადგილის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საერთო ჯამში 1000-ზე მეტი პირის შემოწირულობა იქნა შესწავლილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ. 100-ზე მეტი პირი იქნა გამოკითხული, 40 გამოკითხვაზეა დაბარებული,  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 250 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

ყველაზე დიდი ოდენობით ჯარიმა ორი პოლიტიკური პარტიის -  “სახელმწიფო ხალხისთვის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველებს დაეკისრა. 

პოლიტიკური პარტიები რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 სექტემბერი 2016 15:28

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ორგანიზებით, პოლიტიკურ პარტიებთან რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე რესპუბლიკური და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, რელიგიურ გაერთიანებებს, ქვეყანაში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ საკუთარი ხედვები გააცნეს. 

შემაჯამებელი შეხვედრა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 22:48

ცესკოს სწავლების ცენტრმა დღეს ახალი ვებ-გვერდისა და სერვისების პრეზენტაცია გამართა. საიტი როგორცშინაარსობრივი, ისე ტექნიკური და ვიზუალური თვალსაზრისით განახლდა. მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, მაქსიმალურად გამარტივებულია და მორგებულიაპორტატულ ტექნოლოგიებზე: მობილურ ტელეფონებსა და ე.წ. პლანშეტებზე. გამარტივებულია საძიებოსისტემაც. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობითსწავლების ცენტრს დაგეგმილი აქვს ვებ-გვერდის ადაპტირება უსინათლო ამომრჩევლებისთვის. საიტი ვებ-სტუდია „არტმედიამ“ დაამზადა.

შეხვედრას, საარჩევნო ადმინისტრაციის და სწავლების ცენტრის წამომადგენლებთან ერთად სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადეგნლები ესწრებოდნენ.დღესვე, სწავლების ცენტრის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ განხორციელებულ პროექტებთან დაკაშირებით საჯარო ანგარიში წარადგინა.  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პროექტები, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, სწავლების ცენტრმა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელა, რომელიც შემდეგ მოდულებზე მოიცავდა სწავლებას: საარჩევნო ციკლი და საკანონმდებლო სიახლეები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა, კენჭისყრის დღის პროცედურები.

აღნიშულ პროგრამაში 23 პოლიტიკური პარტიის 1431-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.„პროექტების განხორციელებას წინ უძღოდა კვლევა და სწორედ ის თემები იყო განხილული, რომლებიც თავად პოლიტიკურ პარტიებს აინტერესებდათ. მინდა აღვნიშნო, რომ პირველად საგრანატო პროექტებში ცესკოს სწვალების ცენტრი მონაწილეობდა როგორც კონტრიბუტორი და ის ატარებდა მნიშვნელოვან თემებზე ტრენინგებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. განხორციელდა ძალიან საინტერესო პროექტები, არის ძალიან საინტერესო მიგნებები და ვფიქრობ აღნიშული პროექტი, რომელიც მიეძღვნა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების ზრდას ეფექტური იქნება მათთვის“, -  განაცხადა გიორგი შარაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური