დანიამ საქართველო სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ივნისი 2017 10:41

დანიის საგარეო უწყებამ საქართველო და უკრაინა მისი სამეზობლო პოლიტიკის ორ პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა. 12 ივნისს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წარდგენილ იქნა 2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP).  შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში გიგი გიგიაძე.  
დანიის 2017-2021 წლების სამეზობლო პროგრამა (DANEP)  მოიცავს ორი ქვეყნის ახალ ფაზაზე გადასვლის ასპექტებს და საქართველოსა და უკრაინაში ახალი ხუთწლიანი პროგრამის იმპლემენტაციის ელემენტებს.  DANEP-ის ორი მთავარი მიზანია 1. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა; 2. მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
შეხვედრა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდერს სამუელსენის სიტყვით გაიხსნა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოკლედ მიმოიხილა ახალი პროგრამა და მისი შესაბამისობა  გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs). საქართველოზე საუბრისას, ანდერს სამუელსენმა  ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში  ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და მათ სამაგალითო ხასიათს.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა  საქართველოში „ევროპის ფონდის“ ხელმძღვანელი ქეთევან ვაშაკიძე.
2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP) მიმდინარე წლის შემოდგომაზე დამტკიცდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური