„წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ - ლიბერთი ბანკი GITI 2019-ის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 11 ივნისი 2019 10:04

კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე GITI 2019 ლიბერთი ბანკმა გამარჯვება ორ ნომინაციაში - „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ მოიპოვა. საქართველოს ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ბიზნეს საბჭომ ნომინაციაში „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ გამარჯვებულად ბანკის ქოლ-ცენტრში დანერგილი ახალი პლატფორმა დაასახელა.

ინოვაციური პლატფორმა წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქოლ-ცენტრის მართვის პანელს, რომელიც Cisco-ს ბაზაზე ლიბერთისა და ორიენტ ლოჯიკის მიერ ერთობლივი მუშაობით შეიქმნა. პროდუქტი ქართულ ბაზარზე უპრეცედენტოა და ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დისტანციურად, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, საბანკო სერვისების სწრაფად და კომფორტულად უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

,,ქოლ-ცენტრის მართვის ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა ლიბერთი ბანკის გუნდთან ერთად შევქმენით და მისი კონცეფციაც ბანკის ფუნდამენტურ ღირებულებებს იზიარებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ პროდუქტის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზეც ვგეგმავთ, კერძოდ - შვედეთში, სადაც პროდუქტის მომავალ განვითარებაზე ადგილობრივი ორიენტ ლოჯიკის ფილიალი იზრუნებს"- განაცხადა ორიენტ ლოჯიკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ტუსკიამ.

„ქოლ-ცენტრის ახალი პლატფორმის დანერგვა დიდ ტექნოლოგიურ ნახტომს წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და გაზრდის ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებას. თანამედროვე სერვისების დანერგვა და მათი მუდმივი განახლება ბანკის განვითარების ბანკის ახალი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია. დღეიდან, ქოლ-ცენტრის მიერ საბანკო მომსახურებების შეთავაზებით ჩვენს მომხმარებელს საშუალება აქვს სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად მიიღოს დეტალური ინფორმაცია საკუთარი სესხების, ანაბრების თუ ანგარიშების შესახებ“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, თიკო გობეჯიშვილმა.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით GITI ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მე-11 რეგიონულ კონფერენციას მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

ონლაინ სივრცეში ახალი ინოვაციური პლატფორმა onoff.ge ამოქმედდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 31 მაისი 2019 15:09
ლიბერთის ახალი ინოვაციური ონლაინ პლატფორმა onoff.ge მომხმარებელს დროის, ფულის და ენერგიის დაზოგვას ვებ გვერდის მეშვეობით, ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით ნებისმიერი ტექნიკის შეძენას სთავაზობს.
 
ინოვაციური სიახლე, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის  საშუალებას წარმოადგენს. ბაზარზე არსებული, მსგავსი ონლაინ გვერდებისგან განსხვავებით, მაღალი ხარისხის ფოტო სურათებით ონლაინ დათვალიერებისა და ტექნიკური პარამეტრების დეტალური შესწავლის გარდა,  მომხმარებელს  პროდუქციის პარამეტრების შედარების მოქნილი და მარტივი სისტემის გამოყენება შეუძლია.
 
Onoff.ge-ს არის ყველაზე დიდი ონლაინ კატალოგი, ქართულ ენაზე და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება მსოფლიოში და საქართველოში არსებულ მაღაზიებში კონკრეტული ნივთის ფასისა და ტექნიკური პარამეტრების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება, შედარება და შეძენა. უახლოეს მომავალში შენაძენის გაკეთება შესაძლებელი იქნება როგორც ერთიანი გადახდით,  ასევე საბანკო საკრედიტო პროდუქტების მეშვეობით.
 
ლიბერთის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების გუნდი არაერთ ინოვაციურ პროექტზე მუშაობს და მათგან ერთერთია onoff.ge - სრულიად უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებგვერდი, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ტრანზაქციის სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება.
 
უახლოეს მომავალში  Onoff.ge  კიდევ უფრო გაფართოვდება და მას საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული კატალოგი დაემატება.
 
 

 

მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმა თურქეთის ციხეების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017 11:21

„თურქეთის ციხეებში არსებული პირობების შესახებ ანგარიში: In Prison 2017“ - ამ სათაურით მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმა (PPJ) თურქეთის ციხეების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში, 66 ადვოკატთან და 197 დაპატიმრებულის ნათესავთან ჩაწერილ ინტერვიუზე დაყრდნობით, 80 ციხის ზოგადი პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა.

ანგარიში მოიცავს, როგორც ციხეებში ფიზიკური პირობების, ადვოკატთან წვდომის უფლების, ტელეფონისა და წერილის უფლების, კვების მომსახურების, კულტურული და სპორტული ღონისძიებებისა და ვიზიტორთა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით 80 ციხის ინდივიდუალურ შეფასებას, ასევე პირად საჩივრებსაც.

ანგარიშის შესავალში და დასკკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილებულია ისეთ გავრცელებულ ქმედებებზე, როგორიცაა: წამება, გაუპატიურება, მუქარა და არასათანადო მოპყრობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხების შესახებ CPT- ს მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების უფლება არ მისცა. ასევე საერთაშორისო და ეროვნული დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ჩატარებული კვლევების გამოქვეყნებაც შეიზღუდა.

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმის „ტვიტერზე“ (https://twitter.com/platformpj) გამოქვეყნდა.

ანგარიშის შესახებ ბმული: http://www.platformpj.org/report-comprehensive-report-prison-conditions-turkey-prison-2017/

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური