შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 01 თებერვალი 2019 13:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.

ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

„წამმზომი ჩართულია“ - კამპანია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 28 მარტი 2016 12:03

საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგსაინფორმაციო კამპანია „წამმზომი ჩართულია“.

კამპანიის მიზანია საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის პირები, ვინც უკანონოდ შექმნეს/მოიპოვეს და გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2016 წლის 11 მარტს, ხოლო საზოგადოებამ მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. 

საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს - ვინ მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და როგორ უნდა აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევის განმეორების რისკი, რაც საზოგადოების ცალკეული წევრის შანტაჟის და მანიპულაციის წარმატებულ პრაქტიკად უკვე ყალიბდება. ამ საფრთხის განცდა სახელმწიფოს აიძულებს, გამოავლინოს ის დამნაშავე პირები, რომლებმაც შექმნეს/მოიპოვეს კადრები და ინტერნეტში გაავრცელეს. 

იმისათვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა და აღმოიფხვრას დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი, აუცილებელია თითოეული მსგავსი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება გამოძიების შედეგების შესახებ. სწორედ უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი ფაქტების გამოუძიებლობამ განაპირობა მნიშვნელოვნად პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის პრაქტიკის დანერგვა.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის და ლეგიტიმური აუცილებლობის გათვალისწინებით სახალხო დამცველი იწყებს  დღის, საათის და წუთის ათვლას დანაშაულის ჩადენიდან - 2016 წლის 11 მარტიდან, დამნაშავე პირების გამოვლენამდე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს - 2016 წლის 11 მარტს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვინ შექმნა და გაავრცელა და როგორ მიმდინარეობს ამ დანაშაულის გამოძიება.

სახალხო დამცველი კამპანიის ფარგლებში, პერიოდულად შეახსენებს საზოგადოებას და საგამოძიებო ორგანოებს ამ დანაშაულის თაობაზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

პირადი საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობა მკაცრდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 18:06

 ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ახალი ინიციატივა მოამზა , ცვლილების მიხედვით პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტი მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება. 

ეკა ბესელიას კომიტეტი მომზადებული პროექტის პარლამენტში ინიცირების საკითხზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„გავამკაცროთ სასჯელი და მძიმე დანაშაულის კატეგორიაში უნდა გადავიტანოთ პირადი და ოჯახური საიდუმლო სივრცე, თუკი ის უკანონოდ იქნება ხელყოფილი და ეს გულისხმობს სამივე კომპონენტს, გადაღებას, შენახვას და გავრცელებას და ცალკე მუხლი დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსს. ასეთია მიდგომა ჩვენი, რომლითაც ხაზგასმა მოხდება, რომ არავის პირადი და ოჯახური საიდუმლოება, ვინც არ უნდა იყოს ის, არ უნდა იყოს ხელყოფილი, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია, ინტერნეტ კომუნიკაციები ესეც დასჯადი იქნება, მაგრამ ის დარჩება იმ მუხლში როგორც ის არის,“-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 13:32

თბილსის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელებისთვის დაკავებულების საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს . სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.

პროკურორის თქმით,  რახან საქმე ეხებოდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, შესაძლოა მოხდეს კონკრეტული სახელების დასახელება. სწორედ ეს გახდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების მიზეზი. 

პროკურორის ამ შუამდგომლობას არ ეთანხმებიან არც ბრალდებულები და არც მათი ადვოკატები, მათი თქმით, მათ დასამალი არაფერი აქვთ.

შესაძლოა პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის სასჯელი გამკაცრდეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 11:18

პირადი ცხოვრების ვიდეომასალების შესახებ ეკა ბესელია განცხადებას ავრცელებს.

პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის შესაძლოა სასჯელი გამკაცრდეს. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი უკვე მუშაობს და პროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება. 

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობის გამკაცრება აუცილებელია. 

პირადი ცხოვრების ხელყოფის, მძიმე კატეგორიის დანაშაულად მიჩნევის შემთხვევაში, ბრალდებულ პირს 10 წლამდე თავისულფების აღკვეთა მიესჯება. საკითხთან დაგავშირებით ეკა ბესელია კონსულტაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორთან გამართავს. თამარ ქალდანთან შეხვედრა ოთხშაბათსაა დაგეგმილი. 

 

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 13:00

 ნაციონალურ მოძრაობაში სამართალდამცავ სტრუქტურებს  უმოქმედობაში ადანაშაულებენ.პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები.

„მთავრობა არაფერს არ აკეთებს ამის შესაჩერებლად. მეტიც ჩვენ უნდა გავიხსენოთ , რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, იწყება მსგავსი კადრების გავრცელება. ისიც უნდა გავიხსენოთ , რომ ეს არის მეთოდი , რომლითაც რუსი ოლიგარქები ებრძოდნენ ერთმანეთს. ჩვენ მთელმა საზოგადოებამ უნდა დავასრულოთ ეს, “-განაცხადა სერგო რატიანმა.

განცხადებები გაკეთდა თავისუფალ დემოკრატებშიც. პარტიის ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ მომხდართან დაკავშირებით გამოძიების შედეგები უახლოეს მომავალში დაიდოს.

„ამგვარი ვიდეოების გავრცელება ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამგვარი ტერორი ძალიან დიდი უბედურების მომტანია ყველსათვის,“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Youtube-ს მეშვეობით პირადი ცხოვრების ამსახველ მორიგ ვიდეოს გამოქვეყნებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 12:29

Youtube-ს მეშვეობით გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი იუთუბზე დღეს გავრცელდა, ვიდეოში პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან, თუ აღნიშნული პირები საქმიანობას არ შეწყვეტენ.

ეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მეორე შემთხვევაა, მსგავსი კადრები გავრცელდა 11 მარტსაც.

ამ დროისთვის   “კავკასუსისა” და “სილქნეტის” მომხმარებლების ნაწილს youtube.com-ზე წვდომა შეზღუდული აქვთ.

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 10:17

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა. ვიდეოს თან ახლავს მინაწერი, რომ კადრები ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას ასახავს. 

ასევე, არის მუქარა, სადაც ნათქვამია, რომ პირადი ცხოვრების ამასახველ მასალებს კვლავ გამოაქვეყნებენ. 

შეგახსენებთ, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, პარასკევსაც გამოქვეყნდა. გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რომელიც პირადი საიდუმლოს უკანონოდ გავრცელებას ეხება.

"ნიუსდეი" გმობს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას .

ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე საუბრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 17:05

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტთან დაკავშირები კონკრეტულ გარემოებებს არ იცნობს, თუმცა საქმეებთან მიმართებაში, რომლებიც არ ექვემდებარება საჯარო გახმაურებას, არსებობს კანონით გათვალისწინებული წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას. 

მისივე განცხადებით  ათასობით უკანონო ჩანაწერი არსებობდა, რომლის დიდი ნაწილიც განადგურებულია, თუმცა  ძალიან ბევრი მასალა როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს თანამშრომლების მხრიდან არის გატანილი და ყველა ეს ქმედება არის დასჯადი.

„სააკაშვილი ასეთი ტიპის ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო აქტიური და მისთვის მიუღებელი, მე მგონი პირველად არ გვესმის,"-აცხადებს ეკა ბესელია.  

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური