შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) მოსამზადებელ ტრენინგ კურსებს იწყებს

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2020 10:22

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი ოქტომბრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსებს იწყებს.

მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე  ახალ  სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საქართველოში არსებულ კომპანიებზეც გავრცელდეს. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.

კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ.

კურსი წარმოდგენილია ორი მოდულის სახით. პირველ მოდულში განხილულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვანძო საკითხები, მიმოხილულია ახალი კანონპროექტი და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), მეორე მოდულში კი დეტალურად არის განხილული საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო, სასჯელაღსრულებით სფეროებში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კუთხით პერსონალური მონაცემის  დაცვის ასპექტები.

კურსი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლებისათვის, იურისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

კურსს წარუძღვებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები.

პირველი მოდულის ხანგრძლივობაა - 24 საათი, მეორე მოდულის - 20 საათი.

მსმენელებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ როგორც ორივე, ასევე  მხოლოდ ერთ-ერთ მოდულზე (პირველ მოდულზე - 16 ოქტომბრამდე, მეორე მოდულზე  - 23 ოქტომბრამდე).

მოდულების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.

პირველი მოდული: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/

მეორე მოდული: https://trainings.ibsu.edu.ge/dpo/

გაფრთხილება facebook-ის მომხმარებლებს!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 17:19

„გაიგე ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად“ - უკვე შეგხვდათ საიტი, რომელიც ასეთ მომსახურებას გთავაზობთ? პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, არ გახდეთ ამ და სხვა მსგავსი ტიპის შემოთავაზებების მსხვერპლი.

თუ საიტის მოთხოვნილ ინსტრუქციებს შეასრულებთ, ვებგვერდი მოიპარავს პრაქტიკულად ყველა ინფორმაციას თქვენი ფეისბუქ-ანგარიშიდან, გააგზავნის მესიჯებს თქვენი სახელით, მოიპოვებს თქვენი ფოტოების გამოყენების უფლებას, დაპოსტავს თქვენს მაგივრად და არავინ იცის რაში გამოიყენებს თქვენგან მიღებულ პერსონალურ ინფორმაციას.

და ამ ყველაფრის ფონზე თქვენ მაინც ვერ გაიგებთ, „ვინ სტუმრობს თქვენს პროფილს ყველაზე ხშირად." ფეისბუქმა არაერთხელ განაცხადა, რომ ასეთი მომსახურების მიღება საიტიდან შეუძლებელია. თუკი რაიმე სახის ციფრებს ან ინფორმაციას გამოგიგზავნიან, ის გაყალბებული იქნება.

სამაგიეროდ საიტი შეძლებს გამოიყენოს თქვენი ანგარიში საკუთარი ინტერესებისთვის, დააგზავნოს ვირუსები თქვენი სახელით, დაალაიქოს სხვადასხვა გვერდი თქვენს ნაცვლად, გაგაწევრიანოთ სხვადასხვა არასასურველ ჯგუფში (ხვალ შეგიყვარებ დღეს არ მცალია, ყველაზე ლამაზები, როგორ ვიშოვოთ ფული 5 წუთში და ა.შ.) გამოიყენოს თქვენი ფოტოები ყალბი პროფაილის (fake-profile) შესაქმნელად და იმოქმედოს თქვენი სახელით.

ასეთი საიტების მსხვერპლად ქცევა დაგაზარალებთ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს მეგობრებსაც. დიდი ალბათობით, აპლიკაცია თქვენი მესინჯერის გამოყენებით სპამს გაუგზავნის თქვენს ფრენდებს და შეიძლება ისინიც ჩაითრიოს ამ სქემაში. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ ყურადღებით დააკვირდეთ, რა სახის მომსახურებას გთავაზობთ ესა თუ ის საიტი ან აპლიკაცია და რის სანაცვლოდ. არ მისცეთ საეჭვო გვერდებსა და აპლიკაციებს იმის უფლება, რომ მოიპოვონ წვდომა თქვენს ანგარიშზე, e-mail-ზე, ინბოქსზე, დაპოსტონ თქვენს ნაცვლად და დაგაზარალონ თქვენ და თქვენი მეგობრები.

იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები ონლაინ, უფრო დეტალურად შეგიძლიათ ამ ლინკზე წაიკითხოთ: https://goo.gl/MHfMgi

ვინ შეცვლის თამარ ქალდანს?

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 06 მაისი 2016 12:16

თამარ ქალდანის შემცვლელის შერჩევა იწყება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ბრძანება  გამოსცა
თამარ ქალდანის შემცვლელს აირჩევენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

კანონმდებლობის თანახმად, ინსპექტორად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და შესაბამისი საქმიანი და მორალური თვისებები.


დღეს პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მოუსმენენ

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 15 აპრილი 2016 11:07

 დღეს პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, თამარ ქალდანს ელოდებიან.  პლენარულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის ანგარიშის განხილვა გაიმართება. 


ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური