შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელ ონლაინ ტრენინგ კურსს იწყებს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 26 ივნისი 2020 16:23

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი 27 ივნისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) ონლაინ სასერტიფიკატო კურსს იწყებს. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეს-სამსახურში განუცხადეს. 

მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე  ახალ  სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში საქართველოში არსებულ კომპანიებზეც ვრცელდება. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.

კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ, როგორც სამართლებრივი, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით.

კურსი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლებისათვის, იურისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

კურსს წარუძღვებიან როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, ისე  წამყვანი სპეციალისტები მონაცემთა დაცვის სფეროებიდან.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/ და უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/IBSUTrainingCenter2011/

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელ ტრენინგ კურსს იწყებს

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 17 თებერვალი 2020 11:27

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსს იწყებს.

მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე  ახალ  სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საქართველოში არსებულ კომპანიებზეც გავრცელდეს. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.

კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე.

კურსი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლებისათვის, იურისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

კურსს წარუძღვებიან როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, ისე  წამყვანი სპეციალისტები საბანკო, სამედიცინო, სადაზღვევო და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებიდან.

კურსის  ხანგრძლივობაა  37 საათი, კვირაში 7 საათიანი დატვირთვით.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის მოსმენას პარლამენტში ხმაური მოჰყვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 15:02
დღეს პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მოუსმინეს. თამარ ქალდანმა 2016 წლის ანგარიში წარადგინა, მოხსენებას მხარეებს შორის კამათი მოჰყვა. „315 ადამიანს ამ დარბაზში, ამ შენობაში უსმენენ მხოლოდ და თქვენ გვეუბნებით, რომ 315 მოსმენა განხორციელდა 2016 წელს?“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ სხდომაზე. მას ამ საკითხზე პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ანრი ოხანაშვილი შეეკამათა. „ბატონი რომანი არის კიდევ იგივე ფანტაზიაში, რომ თითქოს ჩვენ ვცხოვრობთ 2012 წლამდე რეჟიმში,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, კამათის დროს დაინტერესდა, თუ რამდენჯერ მისცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ნებართვა ფარული მოსმენის დაწყების, საგამომძიებლო უწყებას. თამარ ქალდანმა ამ შეკითხვას პირდაპირი პასუხი არ გასცა და საპარლამენტო უმცირესობის მდივანს მოუწოდა, უწყებას ამ ინფორმაციის მიღების მიზნით, წერილობით

ინსპექტორის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 13:31

ხუთშაბათს, 24 მარტს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში დაგეგმილია პერსონალურ მონაცემთა  დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის 2015 წლის ანგარიშის მოსმენა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი სხვადასხვა კომიტეტების წევრებს გააცნობს 2015 წლის განმავლობაში მოქალაქეთა განცხადებების განხილვის, ჩატარებული ინსპექტირებების და გაწეული კონსულტაციის შედეგებს და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საჯარო და კერძო სექტორში არსებულ მდგომარეობას.
განხილვა დაიწყება 11:00 საათზე (იურიდიულ კომიტეტში, სათათბირო ოთახი) და 14:00 საათზე (ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, ილია ჭავჭავაძის დარბაზში, მის: თბილისი, რუსთაველის გამზ. #8). 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური