აშშ-მა უკრაინაში საიდუმლო ბიოლოგიური ლაბორატორიების არსებობა აღიარა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2020 16:36

უცხოეთის მასმედია კორონავირუსის შესახებ, აშშ-მა უკრაინაში საიდუმლო ბიოლოგიური ლაბორატორიების არსებობა აღიარა  

მაქსიმ მაკარიჩევი

აშშ-ის საელჩომ უკრაინაში ოფიციალურად პირველად აღიარა ამ ქვეყანაში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების არსებობა, რომლებიც ვირუსებზე ატარებენ ცდებს. ასეთი იყო დიპლომატების რეაქცია უმაღლესი რადას "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" დეპუტატების რენატ კუზმინისა და ვიქტორ მედვედჩუკის განცხადებაზე, რომელიც მათ 14 აპრილს გააკეთეს. პარლამენტარებმა ვლადიმერ ზელენსკის გაუგზავნეს მოთხოვნა, დაედასტურებინა უკრაინაში არანაკლებ 15 ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიის განთავსების ფაქტი, რომელთა საქმიანობასაც კურირებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო, აღნიშნავს გამოცემა "ქვეყანა".

სამგვერდიან მიმართვაში შედიოდა თხოვნა დაესაბუთებინა ამგვარი ლაბორატორიების არსებობის მიზანშეწონილობა, რომელთა საზოგადოებისგან სრული იზოლაციის რეჟიმში მუშაობასაც პენტაგონი აკონტროლებს.

მიმართვაში ავტორები ამტკიცებენ, რომ ამერიკული ლაბორატორიების მუშაობის პერიოდში უკრაინაში დროდადრო ფიქსირდებოდა უცნობი და სხვადასხვაგვარი დაავადებების აფეთქებები, რომლებიც ლეტალურ შედეგებს იწვევდა. უმაღლესი რადას დეპუტატების მტკიცებით, ლაბორატორიებიდან იმ დროს პერიოდულად ამა თუ იმ მიზეზის გამო ვირუსების შტამების გაჟონვა ხდებოდა.

რა კონკრეტულ ლეტალურ შედეგებზეა საუბარი? დოკუმენტში მითითებულია, რომ ჯერ კიდევ 11 წლის წინათ ტერნოპოლში გაჩნდა უცნობი წარმომავლობის ვირუსი, რომელიც ჰემორაგიულ პნევმონიას იწვევდა: გარდაიცვალა 450 უკრაინელი. 2011 წელს უკრაინაში ქოლერამ იფეთქა - გარდაიცვალა 33 ადამიანი. 2014  წელს ქოლერით უკვე 800 უკრაინელი დასნებოვნდა. 2016 წლის იანვარში ხარკოვში 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა გრიპის მსგავსი ვირუსით, 200 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი თვის შემდეგ  ქვეყანაში 364 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. დეპუტატების ინფორმაციით, ყველა გარდაცვალების შემთხვევის მიზეზი გახდა ღორის გრიპი იმავე გრიპის შტამით, რომელმაც 2009 წელს მსოფლიო პანდემია გამოიწვია.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ლაბორატორიამ მუშაობა დაიწყო 2005 წლის აგვისტოში, იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში, შეწყვიტა იანუკოვიჩის დროს და განაახლა პოროშენკოს პრეზიდენტობისას. უკრაინის ტერიტორიაზე ასეთი ლაბორატორიების საქმიანობის აქტივიზაციის აუცილებლობის იდეას აქტიურად ლობირებდა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი 2016-2019 წლებში ულიანა სუპრუნი. ამასთან დეპუტატები ასახელებენ სრულიად ასტრონომიულ თანხას - 2,1 მილიარდ დოლარს, რომელიც ვაშინგტონმა მთელ მსოფლოში "ბიოლოგიური ექსპერიმენტებისთვის" გამოყო. ეს თანხა დაჯდა ამერიკული "საფრთხეების შემცირების სააგენტოს" ანგარიშებზე, რომელიც, თავის მხრივ, გამოყოფს სახსრებს უკრაინაში მოცემული პროექტისთვის.

ამ საქმიანობას ასევე შეუერთდა "სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი უკრაინაში" - ჯერ კიდევ 1993 წელს შექმნილი საერთაშორისო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება. ცენტრს ამერიკის ხელისუფლება აფინანსებს, მის თანამშრომლებს კი დიპლომატიური იმუნიტეტი აქვთ, რაც საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში გამონაკლისად მიიჩნევა. "აღნიშნული ორგანიზაცია მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროექტებს აფინანსებს", - წერენ უმაღლესი რადას დეპუტატები. მასში, უკრაინისა და აშშ-ის გარდა შედის ევროკავშირი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უზბეკეთი.

ზელენსკის ადმინისტრაციაში იგნორირება გაუწიეს ამ მოთხოვნას, ამერიკელებმა კი ამჯობინეს დაესწროთ: შეეცადნენ დაერწმუნებინათ უკრაინული საზოგადოება, რომ ლაბორატორიის მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ სამეცნიერო მიზნებით ხორციელდება და მშვიდობიან ხასიათს ატარებს. ამასთან, საელჩოში არ დავიწყებიათ კიდევ ერთხელ დაეწყოთ "მოსკოვის ხელის" ძებნა და განაცხადეს, რომ მიმართვაში მოყვანილი ცნობები "რუსული დეზინფორმაციაა".

"ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ საშიში გამომწვევები არ მოხვდება უცხო ხელში. გვეამაყება, რომ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, უკრაინის საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამსახურთან, აგრარული მეცნიერებების ეროვნულ აკადემიასთან და თავდაცვის სამინისტროსთან", - განაცხადეს ამერიკელმა დიპლომატებმა. სიტყვაც კი არ დაუძრავთ იმაზე, რომ პროექტი პენტაგონის სრული პატრონატის ქვეშაა. როგორც "ქვეყანა" აღნიშნავს, შეერთებულ შტატებს მთელ მსოფლიოში 400-ზე მეტი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია აქვს. მათგან 15 უკრაინაშია. სამ-სამი განთავსებულია ლვოვში და კიევის მახლობლად, დანარჩენები კი - ოდესაში, ვინიცაში, უჟგოროდში, ხერსონში, ტერნოპოლში, ასევე კიევის კონტროლირებად ტერიტორიებზე უშუალოდ ყირიმისა და ლუგანსკის ახლოს. ზოგიერთმა მათგანმა ცდებისთვის 1-დან 2 მილიონ დოლარამდე მიიღო. გამოცემის ჟურნალისტებმა მოახერხეს და მოიპოვეს წვდომა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდის არქივთან და გამოარკვიეს უკრაინასა და აშშ-ს შორის შემდგარი შეთანხმების დეტალები, რომელიც 2005 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ. შეთანხმების თანახმად, კიევმა იკისრა ვალდებულება, პენტაგონში გადაეგზავნა საშიში პათოგენების ასლები, რომლებსაც უკრაინის ლაბორატორიებში კვლევების შედეგად მიიღებდნენ. ამასთან უკრაინულ მხარეს უნდა დაეცვა გასაიდუმლოებული რეჟიმი და არც ერთ შემთხვევაში არ გაემჟღავნებინა თავისი საქმიანობა, არ ეპასუხა პოლიტიკოსებისა და საზოგადოების არანაირი კითხვებისთვის.

ბოლოს, ლაბორატორიები დაავალდებულეს, "მინიმუმამდე დაეყვანათ შეზღუდული წვდომის ინფორმაციებთან მომუშავე ადამიანების რიცხვი". ოდესელი ჟურნალისტის, იური ტკაჩევის აზრით, მოცემულ კვლევებს შეიძლება ორმაგი დანიშნულების კვლევები ვუწოდოთ: ერთი მხრივ, ისინი ნამდვილად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ დაავადების გავრცელების საფრთხის შეფასების და მასთან ბრძოლის რეკომენდაციების შემუშავების თვალსაზრისით. "მეორე მხრივ - კვლევების შედეგები შესაძლოა გამოიყენონ ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნისას, ამა თუ იმ რეგიონში გამოსაყენებლად", აღნიშნა ტკაჩევმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა დოკუმენტური მასალების სერია საქართველოში ლუგარის ამერიკული ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ, რომელმაც სკანდალური პოპულარობა მოიპოვა. ცენტრს სახელი ცნობილი რუსოფობის, ინდიანას შტატის სენატორ რიჩარდ ლუგარის პატივსაცემად უწოდეს, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა. გიორგაძემ აღნიშნა, რომ ობიექტს სრულად აფინანსებდა აშშ, საქართველოს საკუთრების უფლება კი მხოლოდ საფარველი იყო. ამ საიდუმლო ქვედანაყოფს კურირებდა პენტაგონი, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით. ლაბორატორია განთავსებული იყო თბილისის მახლობლად, ალექსეევკის ქართულ დასახლებაში, თითქოსდა ამ ადგილებში მოდებული "С" ჰეპატიტის ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით. ამერიკულ ლაბორატორიაში ადამიანებზე ჩატარებულ ცდებსა და ადგილობრივი მოსახლეობის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალების შესახებ ხმები ჯერ კიდევ 2010 წლიდან დადიოდა. გიორგაძემ საზოგადოებას წარუდგინა იმ კონფიდენციალური მასალების სერია ლაბორატორიის საქმიანობაზე, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაში "უმიზეზო სიკვდილიანობის" დამადასტურებელია. მოსახლეობას ვითომდა პრეპარატების - "ჰარვოლისა" და "სოვალდის" ინექციებს უკეთებდნენ, რომლებსაც ამერიკული ფირმა "გილეოდი" აწარმოებდა. ექს-მინისტრის წყაროებმა მოახერხეს იმ დოკუმენტების მოპოვება, რომლებიც ვაქცინის გამოცდის პერიოდში 181 ადამიანის სიკვდილს ადასტურებს. ამასთან, 20 გარდაცვლილი საერთოდ გაკვეთისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტების დასკვნის გარეშე დაკრძალეს. რუსეთის ფედერაციის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სამხედრო ძალების არმიის მეთაურმა იგორ კირილოვმა მაშინ განაცხადა, რომ ამ ცენტრში "С" ჰეპატიტის მკურნალობის სახით ადგილობრივ მოსახლეობაზე ტოქსიკური ქიმიური პრეპარატი გამოსცადეს. გიორგაძემ პრეზიდენტ ტრამპს, დასავლეთის 108 უფლებების დამცველ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციას მიმართა. პასუხი არც ერთი ინსტანციიდან არ მიუღია.

გადმობეჭდილია ვებგვერდიდან: https://rg.ru/2020/04/24/ssha-priznali-nalichie-na-ukraine-sekretnyh-biologicheskih-laboratorij.html

ამერიკელი ადმირალი გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018 10:43

აშშ-ს, ბაჰრეინის მეხუთე ფლოტს ხელმძღვანელი ადმირალი სკოტ სტერნი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას, პენტაგონი სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას TRT-ქართული აქვეყნებს.

განცხადებაში ნათქვამია: „ამერიკელი ადმირალი სკოტ სტერნი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალებს მეთაურობდა, ბაჰრეინში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.“ პენტაგონის განცხადებაში მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ სხვა განცხადება არ გავრცელებულა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

წყარო: http://www.trt.net.tr/georgian/msop-lio/2018/12/02/amerikeli-admirali-gardac-vlili-ipoves-1098728

პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი მაიკლ რუბინი - თურქეთში სისხლისღვრა მოხდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 იანვარი 2017 16:35

ამერიკელი ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის საკითხებში, პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი მაიკლ რუბინი თურქეთში შესაძლო სისხლისღვრაზე საუბრობს. ამავე დროს, აშშ-ს საზღვაო აკადემიის ლექტორი მაიკლ რუბინი American Enterprise Institute ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს იარაღის მეშვეობით რომც იყოს კონსტიტუციის შეცვლა სურს.

რუბინის თქმით, ერდოღანი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობას ″ღვთის საჩუქრას″ უწოდებს და გადატრიალების მცდელობას ლიკვიდაციის საბაბად იყენებს.

როგორც რუბინი სტატიაში აღნიშნავს, ერდოღანი გადატრიალების მცდელობაში გიულენის მოძრაობას ადანაშაულებს. ბრალდების დასამტკიცებლად თურქეთის ხელისუფლების მიერ ამერიკული მხარისთვის გადმოგზავნილი დოკუმენტები სანდოობისგან შორს, უფრო მეტიც მტკიცებულებადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს.

″აღსანიშნავია ისიც, რომ თურქული მედია ყველაფერს ისე აშუქებს თითქოს ამერიკის ხელისუფლებამ ეს მტკიცებულებები მიიღო, სინამდვილეში კი ჯერჯერობით არცერთ ამერიკელ ოფიციალურ პირს თურქული მედიის მიერ გაშუქებული ინფორმაციის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია. პირიქით, 15 ივლისის შესახებ ალტერნატიული თეზისები უფრო შთამბეჭდავია.″-განაცხადა მან.

მაიკლ რუბინის მტკიცებით, წარუმატებელი გადატრიალების მცდელობა ერდოღანმა მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მოსაშორებლად გამოიყენა. ევროპა ჯერ კიდევ ამ ქმედებებს მასწავლებლების და მეცნიერების უფლებების დარღვევად აფასებს.

რუბინის თქმით, ერდოღანის მომხრეების შეგნებულად შეიარაღება ხდება.

″მმართველმა პარტიამ თავის მომხრეებზე იარაღის ლიცენზიის მიცემა დაიწყო. ასევე 1997 წელს თურქეთის არმიიდან გაგდებული გენერლის წოდების მქონე ადნან თანრივერდი ამჟამად ერდოღანთან თანამშრომლობს და მისი მეთაურობით სადათის (SADAT) სახელწოდებით შეიარაღებული ერთიანობაა შექმნილი. სადათი სპეცდანიშნულების ჯარებს და შეიარაღებულ დაჯგუფებებს წვრთნის რომელიც უახლოეს მომავალში ირანის რევოლუციური გვარდიის მსგავს სტრუქტურად ჩამოყალიბდება და პირდაპირ ერდოღანის ბრძანებით იმოქმედებენ. სინამდვილეში ისე ჩანს, რომ 15 ივლისს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების უკან დაჯგუფება სადათი დგას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იძულებითი აღიარებების გარდა სხვა სარწმუნო მტკიცებულებები არ არსებობს მაინც გიულენს ადანაშაულებენ.″- განაცხადა მაიკლ რუბინმა.

წყარო: www.aei.org/publication/erdogan-prepares-for-a-bloodbath/

პენტაგონი მზადაა, სირიაში დამატებითი კონტინგენტი გაგზავნოს-კარტერი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 14:15

პენტაგონი მზადაა, სირიაში დამატებითი კონტინგენტი გაგზავნოს, - ამის შესახებ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა. 

ეშტონ კარტერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება ძალა, რომელიც მზად იქნება, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოლოს, შეერთებული შტატები მათ დაეხმარება. 

დღეისათვის სირიაში უკვე იმყოფება აშშ-ის სპეციალური დანაყოფის 50 წევრი, რომელიც ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივ ძალებს კონსულტაციების სახით დახმარებას უწევს.

"რუსეთმა შესაძლოა ბირთვული იარაღიც გამოიყენოს"-პენტაგონი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 08 ნოემბერი 2015 13:58

პენტაგონის ხელმძღვანელი რუსეთს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევასა და დაშინებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ეშტონ კარტერმა კალიფორნიაში უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველო ახსენა და განაცხადა, რომ რუსეთი გარდა იმისა, რომ არღვევს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არსებობს საფრთხე, რომ მან ბირთვული იარაღიც გამოიყენოს.

"რუსეთი არღვევს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს და აქტიურად ცდილობს ბალტიისპირეთის ქვეყნების დაშინებას. პარალელურად ნავთს ასხამს უკვე საშიშ ცეცხლზე, ახანგრძილვებს სამოქალაქო ომს, აღვივებს ექსტრემიზმს, რომელზეც რუსეთი ამბობს, რომ თითქოს მას ეწინააღმდეგება. ზღვაშიც, ჰაერშიც და კოსმოსშიც რუსები პროვოკაციულ ქმედებებში არიან ჩართული, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მოსკოვის ბირთვული მუქარა ბადებს ეჭვს რამდენად ერთგული არიან რუსი ლიდერები სტრატეგიული სტაბილურობის მიმართ. ჩვენ არ ვეძებთ რუსეთთან ცივ ომს, არ გვინდა ის მტრად ვაქციოთ, მაგრამ არაფერი შეგეშალოთ–შეერთებული შტატები დაიცავს საკუთარ ინტერესებსაც და მოკავშირეებსაც,"- აცხადებს პენტაგონის ხელმძღვანელი ეშტონ კორტერი. 

პენტაგონის ცნობით, სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 11:45

პენტაგონის განცხადებით, ამერიკული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, ერაყში, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა.

როგორც "ბიბისი" აშშ-ის არმიის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, დაღუპული აბუ ბაქრ ალ-თურქმანი მებრძოლთა ე.წ. "ადმინისტრაციული ამირი" იყო და "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანებამდე "ალ-ქაიდას" წევრი იყო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური