საქართველოს მთავრობა „ლიბერთი ბანკს" მადლობას უხდის ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიღებული დროული გადაწყვეტილებისთვის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 28 მარტი 2020 10:46

საქართველოს მთავრობა „ლიბერთი ბანკს" მადლობას უხდის ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიღებული ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილებისთვის.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით და „ლიბერთი ბანკთან" აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, - შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო.

ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხდება პენსიების განსხვავებული წესით გაცემა. კერძოდ, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის" მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში - აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას.

პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებ-გვერდი www.myliberty.ge, ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე - 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან - 208.

საქართველოს მთავრობა მიმართავს თხოვნით პენსიონერებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას, რამდენადაც პლასტიკური ბარათით გადახდა დღეს ფაქტობრივად ყველა მომსახურების მიღებისას შესაძლებელია. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ პენსიის თანხის ნაღდი ფულის სახით მიღების სურვილი აქვთ, რიგში დგომისას აუცილებლად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.

რამდენიმე დღის წინ „ლიბერთი" ბანკმა, საკუთარი ინიციატივითა და რესურსით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიების წინასწარ გასაცემად 100 მილიონი ლარი გამოყო. ამ ინიციატივის მიზანი იყო, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი, 70 წელს გადაცილებული ადამიანების დაცვა ვირუსით გამოწვეული მომატებული საფრთხეებისგან, კერძოდ, მათთვის ბანკში მისვლის საჭიროების შემცირება და პენსიის აღებისას მოქალაქეების ნაკადების მაქსიმალურად გადანაწილება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური 

ლიბერთი პენსიონერებისთვის უფასო საგანმანათლებლო პროექტს აგრძელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 17:39

ლიბერთის ინიციატივით  გრძელდება საგანმანათლებლო სოციალური პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული ადამიანები კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის შემსწავლელ კურს უფასოდ გაივლიან.

დღეისათვის დარეგისტრირებულ პენსიონერთა რაოდენობამ  400 -ს  გადააჭარბა. სწავლება ყოველდღიურად, ორ ლოკაციაზე განხორციელდება.  კურსის გავლის მსურველებს ტრადიციულად უმასპინძლებს ლიბერთის მიერ ეროვნულ ბიბლიოთეკაში სპეციალურად შექმნილი დარბაზი - Liberty Digital Hall და ლიბერთი ბანკის ტრეინინგ ცენტრი.

,,ჩვენ ვაგრძელებთ სპეციალურად 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის შექმნილ კომპიუტერული სწავლების პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს უფროს თაობას მარტივად ინტეგრირდნენ თანამედროვე ცხოვრებაში. საგანმანათლებლო ერთგვარი ექსპერიმენტის სახით დაწყებული პროექტის მიმართ მზარდმა ინტერესმა  განაპირობა  პროექტის  გაგრძელების  გადაწყვეტილება. კურსის გავლას ყველა დარეგისტრირებული პენსიონერი შეძლებს. მომავალში ვეცდებით პროექტი თბილისის გარეთ, რეგიონებშიც გავიტანოთ.“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

ლიბერთიმ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ახალი სოციალური პროექტი დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018 16:57

1 ნოემბრიდან, ლიბერთიმ ახალი სოციალური პროექტი დაიწყო, რომლის თანახმად 60 წელს გადაცილებული პენსიონერები კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის ერთთვიან კურსს გაივლიან.

აღნიშნული პროგრამა უფროს თაობას საშუალებას აძლევს შეისწავლოს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება და იყოს უფრო მეტად ინტეგრირებული თანამედროვე ცხოვრებაში.

კურსის მონაწილეები კომპიუტერის ზოგად შესაძლებლობებს, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და სმარტფონების ფუნქციების გამოყენებას სრულიად უფასოდ შეისწავლიან.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა სულ 338 პენსიონერი. სწავლება მოხდება რამდენიმე ჯგუფად და წლის ბოლომდე გაგრძელდება ლიბერთის მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში - Liberty Digital Hall, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში.

,,ძალიან მნიშვნელოვანი და საეტაპო პროექტია. ერთგვარი ხიდი თაობებს შორის - ტექნოლოგიების მეშვეობით. სასიხარულოა, რომ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უკვე გულისხმობს სერიოზულ პერსპექტივას, რაც სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების კარგი თანამშრომლობის შედეგია’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

,,ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უფროს თაობას და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას თანამედროვე სამყაროსთან და მის განუყოფელ - ციფრულ ტექნოლოგიებთან. ჩვენ მთელი წლის მანძილზე არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ამ კონკრეტული სეგმენტის საგანმანათლებლო პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც ვიმედოვნებთ გაამართლებს და მსგავს პროექტებს მეტი მასშტაბურობით განვახორციელებთ“, - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

ლიბერთის პენსიონერებისთვის შემუშავებული მასშტაბური სოციალური პროგრამა რეგიონებშიც გრძელდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 11:05
„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობით, თბილისის მსგავსად,  ქვემო ქართლის რეგიონში მაცხოვრებელი პენსიის მიმღები პირები სამედიცინო სერვისებით, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით ისარგებლებენ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, 2018 წლის ბოლომდე  ,,ნიუ ჰოსპიტალსში" თვალის, გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების და სახსრების კვლევების ჩატარებას ფასდაკლებით შეძლებენ.
დღემდე ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით,  ლიბერთის სოციალური ბარათის 4200-მა მფლობელმა ისარგებლა.
ლიბერთის 90-მდე ფილიალში, კატარაქტისა და გლაუკომის უფასო სკრინინგის შემდგომ,  დამატებითი უფასო კვლევა 1500 პაციენტს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა. წარმატებით განხორციელდა ოფთალმოლოგიური ოპერაციები და სხვადასხვა კვლევები კარდიოლოგიური, ტრავმატოლოგიური და ინსულტის პრევენციის მიმართულებით.
„2018 წლის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში აქტიურად ვაგრძელებთ წამოწყებული პროექტების გაუმჯობესებასა და ახალი პროექტების შემუშავებას. ნიუ ჰოსპიტალსთან თანამშრომლობით ჩვენ საშუალება მოგვეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიზრუნოთ როგორც პენსიონერებზე, ასევე სოციალური ბარათების სხვა მფლობელებზე. ისინი ჩვენგან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ'' - განაცხადა „ლიბერთი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა განაცხადა, „ნიუ ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელების სკრინინგისა და მკურნალობის პროცესებში. ჰოსპიტალი მზად არის უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს „ლიბერთის“ სოციალურ აქტივობას და კიდევ მრავალ პაციენტს მოემსახუროს აღნიშნული პროექტის ფარგლებში.

ლიბერთი ბანკი პენსიონერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 10 ივლისი 2018 13:37

„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც პენსიის მიმღები მომხმარებლები  სამედიცინო სერვისებს სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით მიიღებენ.

განსაკუთრებული პირობებით ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები  2018 წლის ბოლომდე ისარგებლებენ და 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ ჩაიტარონ კვლევები გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების, სახსრების და სხვა მიმართულებებით.

მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სატელეფონო ცენტრის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 219 01 90. დაჯავშნილი ვიზიტისას აუცლებელია ლიბერთის სოციალური ბარათისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ადგილზე წარდგენა. ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია თითეული პაკეტის სრულად შეძენის შემთხვევაში. პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. http://bit.ly/2KHlkKO

„დღეიდან ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით  სარგებლობა მხოლოდ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ. „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას მარტივი პირობებით, წინასწარი ჩაწერის საფუძველზე სთავაზობს. პროგრამა 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება და წლის განმავლობაში „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე რეგიონების მაცხოვრებლები“ - განაცხადა ნიუ ჰოსპიტალის დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა.

„სოციალური პასუხისმგებლობის  ახალი პროგრამის ფარგლებში აქტიურად ვაგრძელებ პროექტების შემუშავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვეზრუნა ჩვენი მომხმარებლების ამ სეგმენტზე და აუცილებელი სამედიცინო კვლევები სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით შეგვეთავაზებინა’ – განაცხადა „ლიბერთი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური