ლიბერთი ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში სიახლეების შესახებ აცხადებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018 10:06

ლიბერთი ბანკმა პენსიის მიმღები მომხმარებლებისთვის პენსიის მიღების რამდენიმე გამარტივებული და კომფორტული პირობა შეიმუშავა.

კერძოდ, დღეიდან პენსიების მიღება ნებისმიერი არხით ყოველი თვის 14 რიცხვში იქნება შესაძლებელი. თუ 14 რიცხვი დაემთხვევა არასამუშაო დღეს, მომხმარებლები პენსიას ლიბერთი ბანკის ბანკომატებით მიიღებენ.

ასევე, პენსიის მიმღებ ნებისმიერ პირს, ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ახალი პროდუქტით და ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე  მიიღოს კუთვნილი საპენსიო თანხა მარტივად, სიმბოლური ერთჯერადი გადასახადის გადახდისთანავე.

სიახლეა კომუნალური გადასახადების გადახდის მიმართულებითაც - პენსიონერები კომუნალური გადახდების უფასო სერვისით ისარგებლებენ. კერძოდ,  ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და ბუნებრივი აირის მომსახურების საფასურს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხდიან მომსახურების საკომისიოს გარეშე.

ლიბერთი ბანკის გუნდი აქტიურად მუშაობს მომხმარებლებისათვის კომფორტული პირობების შექმნასა და მომსახურების სტანდარტების ამაღლებაზე. ზემოაღნიშნული ყველა სიახლე წარმოადგენს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის მხოლოდ დასაწყისს და მომავალში არაერთი მსგავსი მასშტაბური პროექტი იგეგმება.

https://youtu.be/LzRd6ltye6g

ლეიბორისტების ინიციატივა პენსიებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 17:49

„ლეიბორისტული პარტია“ „ლიბერთი ბანკისთვის“ პენსიის გაცემის ექსკლუზიური უფლების ჩამორთმევას ითხოვს. 

გიორგი გუგავას განცხადებით, 3 თვის პენსიის წინასწარ გამოტანის შემთხვევაში, ბანკი პენსიონერს 40 პროცენტს აჭრის, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. 

როგორც „ლეიბორისტები“ ამბობენ, მომსახურების სანაცვლოდ, სახელმწიფო ბანკს ყოველწლიურად 2 მილიონ ლარს უხდის. მათი თქმით, უმჯობესია, ეს თანხა პენსიების გაზრდას მოხმარდეს, ხოლო პენსიის გაცემის უფლება ეროვნულ ბანკს მიეცეს.

2017 წლიდან ახალი საპენსიო მოდელი ამოქმედდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 16:50

2017 წლიდან ახალი საპენსიო მოდელი ამოქმედდება, - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გააკეთა.

მისი თქმით, საპენციო მოდელი მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად შემუშავდა და მის ამოქმედებამდე 1 წელი მომზადებისთვის არის საჭირო. 

კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ 2017 წლიდან საყოველთაო-სავალდებულო და ნებაყოფლობითი საპესიო სისტემები ამოქმედდება. 

პრემიერობის კანდიდატი ამბობს, რომ ახალი საპენსიო სისტემა მომავალში პენსიონრებს უკეთეს სოციალურ პაკეტს შესთავაზებს. 

პენსიის მატებასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 14:20

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს, საგარეჯოს ბაზრობაზე პენსიონერებს შეხვდა და პარტიის პროექტი გააცნო.

მისი განცხადებით, მკვეთრად არის გაძვირებული სურსათისა და მედიკამენტების ფასები, რაც პენსიონერების ჯიბეზე აისახება.ჭიაბერაშვილის თქმით პრემიებისა და დანამატების შემცირების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება პენსიის 50 ლარით გაზრდა. 

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია 216 ლარი იქნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 11:30

2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია 216 ლარი იქნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში საფინანსო დოკუმენტზე თავად ფინანსთა მინისტრი ისაუბრებს.

ნოდარ ხადური პოლენარულ სხდომაზე 10 მილიარდიანი პროექტის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია არ აპირებს მომავალი წლის ბიუჯეტის მხარდაჭერას. 

ზურაბ ჭიაბერაშვილი პენსიის 50 ლარით გაზრდას ისევ მოითხოვს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 14:41

პარლამენტის ბიურო მიმდინარე კვირის სამუშაო გრაფიკზე მუშაობს. დეპუტატებმა მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ ამ კვირაში უნდა დაამტკიცონ და ამისთვის საჭირო გახდება ქუთაისში პლენარული სხდომის ჩატარება. სავარაუდოდ მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს კანონმდებლები პარასკევს მიიღებენ.

"ბიუჯეტში საკმარისი თანხაა იმისათვის, რომ 1 იანვრიდან პენსია 50 ლარით გაიზარდოს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ მთავრობას გაღარიბებისკენ მიყავს ქვეყანა და სწორედ ამ 3 წლის განმავლობაში, ბიუროკრატის ხარჯი გაზრდილია 456 მილიონით", - განმარტა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

პენსიის ზრდა - გამოხმაურებები ოპოზიციასა და მმართველ გუნდში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 17:32

მთავრობის გადაწყვეტილებას გაზარდონ პენსიები ნაციონალური მოძრაობა საკუთარ მიღწევად აფასებს. დავით ბაქრაძის განცხადებით, არ გაჩერდებიან სანამ პენსია 50 ლარით არ გაიზრდება,თავისუფალი დემოკრატები კი ფიქრობენ რომ მთავარია ეკონომიკის ზრდა რადგან მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი პენსიიც მომატება. რაც შეეხება მმართველ გუნდს ზურაბ ტყემალაძე ამბობს , რომ პენსიების გაზრდაზე კონსულტაციები რამდენჯერმე შედგა და ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. 

პენსია 30 ლარით გაიზრდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 09:56

პენსია 30 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ სულ რამენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ამ საკითხზე პრემიერმა ისაუბრა მთავრობის სხდომაზე. პენსია 180 ლარამდე ივლისიდან გაიზრდება. მისი განცხადებით მთავრობამ თავიდანვე განაცხადა, რომ ბიუჯეტი იქნებოდა სოციალურად ორიენტირებული .
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს სახსრები განკუთვნილი იქნება პენსიებისა და პედაგოგების საბაზო ხელფასებისთვის, ასევე მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის. 

 პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა და ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ სისტემაზე. 

პენსიების ზრდასთან დაკავშირებით,ხადურს პასუხი არ აქვს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 16:05

ნოდარ ხადურს არ აქვს პასუხი გაიზრდება თუ არა და რამდენით გაიზრდება ქვეყანაში პენსია. ფინანსთა მინისტრმა დღეს 2016 წლის ბიუჯეტი კანონმდებლებს წარუდგინა.

ერთ-ერთი თემა, რომლითაც უმრავლესობა დაინტერესდა პენსიების ზრდის საკითხი იყო. ფრაქციაქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეს, ელისო ჩაფიძეს მოლოდინი აქვს, რომ შესაძლებელი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში ამ კუთხით გარკვეული კორექტივების შეტანა.

პენსიების საკითხი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - აცხადებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნაძე.

ნოდარ ხადურის განმარტებით, ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშავდება და მთავრობის პოზიციას კანონმდებლებს უახლოეს მომავალში მოახსენებენ.

უმრავლესობის დეპუტატები სოციალური პროექტების განხორციელების პროცესითაც დაინტერესდნენ.

„სოციალური ხარჯების დაფინანსებას შეფერხება არ ემუქრება,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლებისგან პენსიის 50 ლარით გაზრდას მოითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 12:49

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასა და პენსიის ზრდის რეალური შესაძლებლობის გამოყენებას მოითხოვს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია იმისთვის, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. ამისთვის წელიწადში 420 მილიონი ლარია საჭირო.

„როცა საქართველოში ოჯახების მასობრივი გაღატაკება მიმდინარეობს, ივანიშვილი და მისი მთავრობა უნდა ვაიძულოთ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს, რისი რეზერვიც ბიუჯეტში დღესაც არსებობს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარტია 2016 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანას მოითხოვს

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური