საქართველოში ევროპული სტანდარტების პედიატრიული კლინიკა - „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 11:16

5 მარტს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. სტუმრებმა ევროპული სტანდარტების პედიატრიული კლინიკა დაათვალიერეს და მასში არსებულ სერვისებს გაეცნენ. ცენტრი „ნიუ ჰოსპიტალსის“ არსებულ მისამართზე, თბილისის პრესტიჟულ უბანში - კრწანისის ქუჩაზე მდებარეობს და ჰოსპიტალის ახალაშენებულ კორპუსშია განთავსებული.

ახალ შენობაში, რომლის სრულად გახსნა 18 მარტს იგეგმება, ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გარდა ამოქმედდება კარდიოქირურგიული განყოფილება, ნევროლოგიისა და  ნეირორეაბილიტაციის გაფართოებული განყოფილება და ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი განახლებული ფორმატით. აპრილიდან კი „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებას დაიწყებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურითა და სერვისების ხარისხით, პაციენტებს 24 საათის მანძილზე გაუწევს საუკეთესო პედიატრიულ მომსახურებას. ცენტრი დარგის წამყვანი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და მას ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მრავალწლიანი გამოცდილების სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, დავით ციბაძე უხელმძღვანელებს. სრული პედიატრიული მომსახურების ფარგლებში, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებას იწყებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი; ასევე, ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გახსნასა და სამედიცინო მომსახურების სრულყოფაში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები მონაწილეობდნენ. ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტალის, „მეიოს კლინიკის“ დელეგაციამ სამუშაო სასწავლო შეხვედრების ციკლი ჩაუტარა „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალს. საფუძველი ჩაეყარა გერმანიის „კაიზერის პედიატრიულ კლინიკასთან“ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ქართველმა ექიმებმა გერმანიაში გაიარეს სტაჟირება. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საფრანგეთის მოწინავე კლინიკასთან - „არპაჟონის ცენტრალური ჰოსპიტალთან“, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ექიმები კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთში გაემგზავრნენ, ხოლო ფრანგი სპეციალისტები „ნიუ ჰოსპიტალსს“ ეწვევიან. აღნიშნული თანამშრომლობების მიზანია ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში დაინერგოს ევროპული და ამერიკული მედიცინის მიღწევები და შესაძლებელი გახდეს პაციენტებისთვის საუკეთესო პედიატრიული მომსახურების მიწოდება.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

პედიატრიული მიმართულების გაფართოებასთან დაკავშირებით „ნიუ ჰოსპიტალსს“ „მეიოს კლინიკის“ და „არპაჟონის საავადმყოფოს“ დელეგაციები ეწვივნენ

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 30 ნოემბერი 2018 09:50

27-30 ნოემბერს, „ნიუ ჰოსპიტალსს“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტალის - „მეიოს კლინიკის“ დელეგაცია და „არპაჟონის ცენტრალური ჰოსპიტალის“ გენერალური დირექტორი, სედრიქ ლუსიე ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმებმა მონაწილეობა მიიღონ „ნიუ ჰოსპიტალსის“ მულტიდისციპლინური პედიატრიული სამსახურის ჩამოყალიბებაში და სამედიცინო პერსონალს გაუზიარონ მნიშვნელოვანი გამოცდილება.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ „მეიოს კლინიკის” წარმომადგენლებმა ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი დახმარების თემებზე სემინარი გამართეს, რომელსაც უძღვებოდნენ „მეიოს კლინიკის“ ტოპ-სპიკერები და რეანიმატოლოგები, ზოგადი და ტრავმა ქირურგი - ბეთსი ბელინჯერი, კარდიოანესთეზიოლოგი - მეთიუს რიტერი, ანესთეზიოლოგი - ბრენდონ ვანთა და ქირურგი - მარიელა რივერა. სემინარი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კრიტიკული მედიცინის განყოფილების ექიმებისა და ანესთეზიოლოგების ჩატარდება და მასზე წარმოდგენილი იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ანესთეზია და პოსტოპერაციული მკურნალობა ჰეპატო-ბილიარული და თორაკალური ოპერაციების დროს, ჰიპოვოლემიის შეფასების რადიოლოგიური და სხვა თანამედროვე მეთოდები და ძვლისშიდა ინფუზიები ბავშვებში; სემინარი ასევე მოიცავდა PFCCS & FCCS კურსების განახლებულ ვერსიას. 

29 ნოემბერს, „ნიუ ჰოსპიტალსს“ და „არპაჟონის ცენტრალურ ჰოსპიტალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საზეიმოდ მოეწერა ხელი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი რამიშვილისა და „არპაჟონის ჰოსპიტალის“ დირექტორის, ღონისძიების საპატიო სტუმრის, სედრიქ ლუსიეს მიერ. მემორანდუმის თანახმად, „ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული მიმართულების ექიმები კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთში გაემგზავრებიან, ხოლო ფრანგი სპეციალისტები „ნიუ ჰოსპიტალს“ ეწვევიან.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია, რომელიც პედიატრიის აქტუალური საკითხების განხილვას მიეძღვნა და „ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული მიმართულების და სხვადასხვა დარგის მოწვეული პედიატრებისთვის ლექციების ჩატარებას გულისხმობდა. კონფერენცია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, სეფსისი და  გასტროენტერიტი ბავშვებში.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ახალი, გაზრდილი ფორმატით, პაციენტებს 2019 წლის იანვრიდან მიიღებს და მასში ფუნქციონირებას დაიწყებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი. ასევე, ამოქმედდება ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები; გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი და ახალშობილთა ქირურგიის განყოფილება. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გუნდი დარგის საუკეთესო სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული და პაციენტებს 24 საათის მანძილზე გაუწევს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო პედიატრიულ მომსახურებას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური