კოვიდ-19-ით უფრო მეტად D ვიტამინის ნაკლებ მქონენი ინფიცირდებიან

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020 13:38

კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების დაახლოებით 80%-ში D ვიტამინის უკმარისობა გამოვლინდა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

მათი ინფორმაციით, ესპანეთში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა ჟურნალში "Journal of Clinical Endocrinology & Metabolism", კიდევ ერთხელ გამოავლინა კავშირი D ვიტამინის უკმარისობასა და კოვიდ-19-ს შორის. დაფიქსირდა, რომ კვლევის ფარგლებში გამოვლენილი 216 კოვიდ-19 პაციენტის 80 პროცენტი, D ვიტამინის ნაკლებობას განიცდიდა და ეს უფრო მეტად გამოხატული იყო მამაკაცებში.

ამ კვლევითი ჯგუფის წევრის, კანდაბრიას უნივერსიტეტის დოქტორის, ხოს ჰერნანდესის განცხადებით, ”კოვიდ-19 პაციენტებს, რომლებსაც სისხლში D ვიტამინის ნაკლებობა აქვთ, უნდა ვურჩიოთ ვიტამინი D მიიღონ, რადგან იგი, სასარგებლო გავლენას მოახდენს როგორც კუნთებზე, ასევე ძვლებზე და იმუნურ სისტემაზე“. როგორც ამბობენ, D ვიტამინი ხელს უწყობს იმუნურ სისტემას იმ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა გაციება და გრიპი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს ძლიერი კავშირი D ვიტამინის უკმარისობასა და კოვიდ-19–ით გარდაცვლილთა შორის.

გერმანიამ საქართველოს კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ ხუთი სასუნთქი აპარატი გადასცა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2020 12:22

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცა ხუთი სასუნთქი აპარატი კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ. გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა აპარატები ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში 2020 წლის 7 ოქტომბერს გადასცა მინისტრის მოდგილეს თამარ გაბუნიას.

ფირმა „დრეგერის“ (Dräger) ხუთი სასუნთქი აპარატის დაფინანსება და შეძენა მოხდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდიდან, რომელიც განკუთვნილია კოვიდ-19-ის პანდემიის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისათვის, რითაც გერმანული მხარის მიერ ადგილზე ხდება კონკრეტული დახმარების გაწევა ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ.

აპარატები განთავსდება ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, ამიტომ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მანანა ეზუგბაიამ და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილმა.

საქართველოში გერმანიის საელჩოს პრეს-სამსახური

თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 05 ივნისი 2020 15:03

კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში წამსვლელ პაციენტებთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, მათ უნდა მიმართონ ს.ს. საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ). ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საელჩო იტყობინება.

ისინი უნდა დარეგისტრირდნენ პაციენტების მონიტორინგის სისტემაში მისამართზე: http://covid19st.ushas.com.tr. სისტემაში თავად პაციენტმა, მისმა ახლობელმა, საავადმყოფომ ამ საშუამავლო ორგანიზაციამ უნდა გახსნას მომხმარებლის ანგარიში. რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია USHAŞ-ის ვებგვერდზე:http://www.ushas.com.tr.  USHAŞ-ი თავად დაუკავშირდება და მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმ პაციენტებს, რომლებიც დაიშვებიან თურქეთში სამკურნალოდ.

ჩვეულებრივად, თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელმა პაციენტებმა  უნდა მიმართონ თურქეთის ყველაზე ახლომდებარე წარმომადგენლობას და აიღონ სამკურნალო-მიზნობრივი ვიზა. კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში კი, თუ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თურქეთში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეები სასაზვრო-გამშვებ პუნქტებზე წარადგენენ USHAŞ-ის მოსაწვევ წერილს, ისინი გამონაკლისის სახით, ვიზის გარეშე, დაიშვებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არა უმეტეს 2 პირისა.

უცხოელმა პაციენტებმა და თანმხლებმა პირებმა თურქეთში ჩამოსასვლელად შეუძლიათ ისარგებლონ სტამბოლის აეროპორტით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტით, ანკარის ესენბოღას აეროპორტით, ანტალიის აეროპორტით, საავტომობილო გზით, კერძოდ, სარფის, ქაფიქულეს, ჰაბურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. აეროპორტში და საზღვარზე პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს გაუკეთდებათ ფასიანი კოვიდ 19-ის „პი სი არ“ (PCR) ტესტი ან მოხდება ტესტის მასალის აღება.

აღნიშნული რეგულაციის შესახებ ეცნობათ საქართველოს უწყებებს.

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური