პატრიარქმა ილია მეორემ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 12:26

თავისუფლების, სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
„რატომ არის დღევანდელი არჩევნები ჩემთვის განსაკუთრებული?- მე ვფიქრობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს მოახერხებს და გააკეთებს არჩევანს აზრით, გონებით და არა ემოციებით; გააზრებულად და არა რწმენით. რწმენა, მხედველობაში მაქვს არარელიგიური, რა თქმა უნდა. ჩვენ უახლეს ისტორიაში მოვახერხეთ, რომ ვიღაცის გვჯერა რაღაც დროს, გვწამს და ამ რწმენის მიხედვით ვახერხებთ, წლობის განმავლობაში დავუჭიროთ მხარი ვიღაც პარტიას ან პოლიტიკოსს. დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადმა ნაწილმა მოახერხა, გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი. მე ამას გეუბნებით წინასწარ კვლევების მიხედვით, ვიცი რა მდგომარეობაა საქართველოში და ვფიქრობ, რომ ხარისხობრივი გარდატეხა მოხდა, რამეთუ უმრავლესობამ მოახერხა გონებით, გააზრებით არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია და ის საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, თუმცა ყველაზე განმსაზღვრელი არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არა ემოციებით და რწმენით, არამედ გონებით აკეთებს არჩევანს.

ლოცვა, რომელიც დღეს წარმოვთქვით, სასწაულს მოახდენს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 13:33

დღეს გადაწყდა ბედი საქართველოსი, ვერავითარი ხილული და უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა. 

ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა დასრულდა. წირვის ბოლოს უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლობა მიულოცა. 

უწმინდესის თქმით, საქართველომ დღეს შეასრულა ღვთისმშობლისადმი ლოცვა, რომელიც უწმინდესის თქმით, სასწაულს მოახდენს. 

„ყველას გილოცავთ შობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ღვთისმშობლობას, დიდუბობას. ეს წმინდა ტაძარი ის ადგილია, სადაც მრავალი ადამიანი მიდიოდა ფეხით, ფეხშიშველა და მიდიოდა რწმენით, რათა მიეღოთ თხოვნა და ღებულობდა მას. და აი, დღეს ჩვენ, მთელმა საქართველომ შეასრულა ღვთისმშობლისადმი ლოცვა და მე ვფიქრობ, ეს ლოცვა გააკეთებს სასწაულს. დღეს გადაწყდა ბედი საქართველოსი. ვერავითარი ხილული და უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს საქართველოს მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთიმშობელისა. შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თქვენ და სრულიად საქართველოს“, - ბრძანა უწმინდესმა. 

ამასთან, პარტიარქმა დეკანოზი ირაკლი ოთხმეზური გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და კიდევ ერთხელ მიმართა ტაძარში შეკრებილებს სამჯერ ეთქვათ ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი „მოწყალებისა კარი განგვიღე“. პატრიარქმა კიდევ ერთხელ დალოცა მრევლი და უსურვა მას, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეისმინოს მათი ლოცვები. 

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 12:00 საათზე ტაძარში პატრიარქმა მრევლთან ერთად სამჯერ წარმოთქვა „მოწყალებისა კარი განგვიღე“ და მრევლს შეახსენა, რომ მთელ საქართველოში ეს ლოცვა ყველა მორწმუნეს უნდა ეთქვა

თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს, - პატრიარქი მინისტრებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 13:02

„მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და ილოცეთ ჩვენთან ერთად, წმინდა ილია წინასწარმეტყველი ძლიერი წმინდანია, თვით სახელში ორჯერ არის ნახსენები ღმერთი. თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო,“ - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში სადღესასწაულო წირვაზე მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს.
 დღეს ჩვენ სამი ილიას დღესასწაული აღინისნება, ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია პირველის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღე. 

პატრიარქმა მრავალშვილიანი ოჯახები დალოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 მაისი 2016 11:29

პატრიარქმა მრავალშვილიანი ოჯახები დალოცა. ილია მეორემ მათ საპატრიარქოში უმასპინძლა. რამდენიმე ბავშვი პატრიარქის ნათლული იყო. ილია მეორე მრავალშვილიანი ოჯახების მდგომარეობითაც დაინტერესდა. შეხვედრაზე მყოფ ოჯახებს ოჯახის დალოცვის სპეციალური სიგელები გადაეცათ.

კატალიკოს პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 მაისი 2016 15:06

მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლურჯ მონასტერში პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისის დაწყებამდე, ილია მეორემ მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა და წმინდა მოციქულ ანდრიას ქართველი ხალხის რწმენაში გაძლიერება შესთხოვა.

დღეს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 მაისი 2016 09:58

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში (ლურჯ მონასტერში) გადაიხდის. 
წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. 
წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.
დღეს, ასევე, XVII-XVIII საუკუნეებში დუდიკვათსა და პაპათში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია) ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან წამებული მართლმადიდებელი ლაზების (300 მხედარის, საულიერო პირების და სხვების) ხსენების დღე აღინიშნება.

პატრიარქმა ფეხთბანვის წესი შეასრულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016 15:30

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდა. ფეხთბანვის წესის შესრულება ტაძარში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებული სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ დაიწყო.ტაძარში, ტრადიციულად, სასულიერო პირებისთვის 12 სკამი დაიდგა, პატრიარქი კი საკუთარ ტახტზე დაბრძანდა, რის შემდეგაც არქიდიაკონის სიტყვებზე - „მოძღვარი გიხმობს“, საკურთხევლიდან 12 მღვდელმსახური გამოვიდა და მათთვის განკუთვნილი სკამები დაიკავა. ამის შემდეგ თითოეულ მათგანთან უწმინდესი მივიდა და ფეხი დაბანა.ფეხთბანვის წესის შესრულებამდე ტაძარში წმინდა სახარებიდან ადგილი წაიკითეს, სადაც უფლის მიერ მისი მოწაფეებისთვის ფეხის დაბანვის შესახებ არის საუბარი. მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებითაც მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.

„ხარება შთაგვაგონებს იმას, რომ ვიყოთ მახარობლები"-პატრიარქის ქადაგება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 14:03

დღეს მართმადიდებლური სამყარო ხარებას აღნიშნავს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა. მან განაცხადა, რომ კურთხევა ეძლევა მრევლს ადამიანებს სასიხარულო ამბები უთხრან.

„ხარება შთაგვაგონებს იმას, რომ ვიყოთ მახარობლები. კურთხევა გეძლევათ, რომ ადამიანებს სასიხარულო ამბავი უთხრათ და არა სამწუხარო და ნეგატიური, როგორც ჩვენ ტელევიზიებში არის. თითქმის არ გავა დღეს, რომ ჩვენთან არ მოვიდნენ და არ გვითხრან, რომ ვიღაცამ თავი მოიკლა. ვეღარ იტანს ადამიანი ამდენ სიმძიმეს, ამიტომ სასიხარულო უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. მსოფლიოში არის დაძაბული ურთიერთობა და კაცობრიობა ამის მიზეზს ეძებს. ყოველმა ჩვენგანმა გულში უნდა ჩავიხედოთ.

ბედნიერი ვარ, რომ წირვას ოსები, რუსები, აფხაზები და სხვა ერის წარმომადგენლები ესწრებიან, თქვენ ისეთივე სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთმანეთს გვერდში ამოვუდგეთ“, - განაცხადა ილია II-მ. 

მართმადიდებლური სამყარო დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 10:02

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საღმრთო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.

უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც „ჩვენთარ არს ღმერთი“. ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი.

და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.

წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“.

მარიამის ძეს ღმერთი დავითი საყდარს ანუ ისრაელის სამეფო ტახტისა და იაკობის სახლზე - ისრაელის თორმეტ ტომზე - საუკუნო (მარადიულ) სუფევას აღუთქვამს. მარადიული მხოლოდ ღმერთია, ხოლო „იაკობის სახლი“ უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც სულით უფალთანაა შეერთებული.

ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ ანგელოზი მიუგებს: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ“, - და ნიშანსაც აძლევს: მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედი, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია.

მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: „აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. და მეყსეულად შევიდა  სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.

რითი დაიმსახურა ქალწულმა მარიამმა ესოდენი მადლი ღვთისა, რომ ადამის მთელი მოდგმიდან სწორედ ის აირჩიეს ღვთის განხორციელების მსახურად? იმით, რომ იგი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმდაბლესა და სიმშვიდეს - სწორედ ამ სათნოებათა გამო გამოირჩია იგი უფალმა.

ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“, - თურმე შეყოვნდა, გაიფიქრა, რა ნეტარი იქნება ის ქალწული, რომელზეც ეს ითქვაო და ღმერთს შეევედრა, მისი ხილვის ღირსი გამხდარიყო, რათა მხევალივით მომსახურებოდა მას.

სწორედ ამ სიმდაბლის გამო იყო, რომ მთავარანგელოზმა ესოდენ სულგრძელად დაუთმო ქალწულ მარიამს, რომელმაც ზეციურ მახარებელს ნათქვამის დამტკიცება და ახსნა მოსთხოვა. არცთუ დიდი ხნის წინ გაბრიელი მღვდელ ზაქარიას გამოეცხადა და შვილის შეძენა ახარა, მაგრამ მღვდელმა არ დაუჯერა, რადგან ისიც და მისი ცოლიც ღრმად მოხუცებულნი იყვნენ. მთავარანგელოზი განურისხდა მას და დაადუმა, ვიდრე წინასწარმეტყველება ახდებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულს კი არამცთუ არ უსაყვედურა, არამედ დიდი კრძალვითა და მოთმინებით დააჯერა იგი და არ განეშორა, სანამ მორჩილებითა და სასოებით აღსავსე სიტყვები არ გაიგონა მისგან. მიზეზი ის გახლდათ, რომ ზაქარიამ თავისი ეჭვით ღრმად დაფარული ურწმუნოება გამოხატა, ყოვლადწმინდა მარიამმა კი - მორჩილება და სიმდაბლე.

ღმერთს არ სურდა, იძულებითა და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე ან, პირიქით, დაგვიშალოს რაიმეს კეთება. იგი გულმოწყალეა, სამართლიანი, წმინდა და სურს, ჩვენც ასეთივენი ვიყონ, მაგრამ კი არ გვაიძულებს სიკეთეს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით მივყავართ მისკენ. მას სურს, რომ ჩვენი ნებით აღვასრულებდეთ ყოველ კეთილ საქმეს.

რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ჩვენი დაცემისათვის, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტია „განმანათლებელი“, ნიშნად იმისა, რომ სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონება განანათლა.

საქართველოს პატრიარქი სტუდენტებს მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 16:57

დღის პირველ ნახევარში უნივერსიტეტის რექტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. რექტორის განცხადებით შეხვედრა უწმინდესის თხოვნით შედგა და რექტორმა მას უნივერსიტეტში შექმნილი ვითარება გააცნო. რექტორის თქმით პატრიარქი მოუწოდებს სტუდენტებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და სურვილის შემთხვევაში დღეს საღამოს 18:00 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მივიდნენ.

„ეს შეხვედრა მოეწყო მისი უწმინდესობის თხოვნით, ეს იყო ძალიან თბილი საუბარი, მას აინტერესებდა ჩემგან გაეგო კონკრეტულად რა ხდება უნივერსიტეტში, როგორ განვითარდა სიტუაცია, რა მდგომარეობაა, და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის დამოკიდებულებას უნივერსიტეტისადმი, სტაბილობისადმი, განვითარებისადმი, ახალგაზრდებისადმი, სტუდენტებისადმი“, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ულიტიმატუმის საპასუხოდ ვლადიმერ პაპავა სტუდენტებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური