„პატრიარქის კურთხევა საქმის 30 პროცენტიაო“ - მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილის სიტყვებს იხსენებს
პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრა სურს
კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სურვილი შეხვდეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს. იმ პირობებში, როცა პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან არა ერთი საჯარო განცხადება გაკეთდა, სამწუხაროდ, დაცვას საკუთარი არგუმენტების გაზიარების შესაძლებობა არ ეძლევა. ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული დარღვევა. - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა.
სახალხო დამცველი გუშინ პატრიარქს შეხვდა.
"აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა“ - ილია მეორე
"აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა“,- განაცხადა ბერლინიდან დაბრუნებულმა პატრიარქმა, ილია მეორემ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პატრიარქს მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ.
შეგახსენებთ, ილია მეორეს ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული ოპერაციის ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.
საქართველოს არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა, - მამალაძის ადვოკატი
"ყველა დეტალზე ვისაუბრეთ. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა, საქართველოში არანაირი უბედურება არ გვეწეოდა. ძალიან ბევრი ნიუანსია და თუ მამა გიორგი თავს იკავებს სრულყოფილად ჩვენების მიცემაზე, ითვალისწინებს გარკვეულ პირობებს, მიანიშნებს იმაზე, რომ ყველამ რაც კი შეცდომა დაუშვა, თვითონ უნდა გამოასწოროს.... საქართველოს გადასარჩენი არაფერი სჭირდა,” - აღნიშნული განცხადება ჩაფიძის კლინიკაში, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ მისმა ახალმა ადვოატმა, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.
პატრიარქის გამო საკუთარ ოჯახს „გადაწევს“, - გიორგი მამალაძის დედა
"როგორ შეიძლება მღვდლის დედას იმ ინფორმაციის სჯეროდეს, რაც პროკურატურამ დადო? - ეს პირველი და უმთავრესი. მეორე ის, რომ ეს ბავშვი ქუჩიდან არ მოსულა, შეგნებულად, ბავშვობიდან ეკლესიაშია და მე როგორც ოჯახის წევრმა, შემიძლია დავიფიცო, რომ პატრიარქის გამო საკუთარ ოჯახს „გადაწევს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დაკავებული დეკანოზის, დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ, ქეთევან მაღლაკელიძემ.
"ყველაფერი კარგად იქნება", - ილია მეორე
"მადლობელი ვარ რომ შემოხვედით. ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ოპერაციის შემდეგ საქართვბელოს კათოლიკოს-პარტრიარქმა ილია მეორემ. პარტრიარქის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
შეგახსენებთ, პატრიარქს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. ილია მეორე სავარაუდოდ, საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს.
„უწმინდესი მანქანაში ტიროდა... თქვა, ანაფორას გავიხდიო...“ - პატრიარქის დაცვის უფროსი აქამდე უცნობ ისტორიებზე საუბრობს
საქართველოს პატრიარქთან და განსაკუთრებით მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოებაში ყოველთვის დიდი ინტერესის სფეროა. „კვირის პალიტრამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა პატრიარქის დაცვის უფროსთან სოსო ოხანაშვილთან, რომელიც საუბრობს ისეთ მოვლენებზე, როგორებიც იყო 7 ნოემბერი, 26 მაისი და 2008 წლის აგვისტოს ომი.
ოხანაშვილი საუბრობს თუ როგორ აეწყო პატრიარქის დაცვის სისტემა. ინტერვიუში საუბარია 2008 წლის ომზე და პატრიარქის გადაწყვეტილებაზე არ დაეტოვებინა თბილისი და მისი ხალხი:
„აგვისტოს ომის დროს, როდესაც ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, რა თქმა უნდა, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო იმათგან განსხვავებით, ვინც ქალაქიდან გარბოდა. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო. აღარ ვიცოდით, რა გვექნა. ბოლოს, შევთავაზე, რომ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დღით სვეტიცხოველში ან შავნაბადის მონასტერში ავსულიყავით. ვარწმუნებდი, რომ ეს ფაქტობრივად თბილისში ყოფნას ნიშნავდა, თუმცა უწმინდესმა ამაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ ჩვენი მწირი რესურსებით საპატრიარქოს დაცვა გავაძლიერეთ. თუმცა მხოლოდ ერთი (ჩემი პირადი!) იარაღის იმედად ვიყავით.
14 აგვისტოს პატრიარქმა გადაწყვიტა, კონფლიქტის ზონაში შესულიყო - იქ ჯერ უამრავი ადამიანი რცებოდა, რომელსაც ნუგეში სჭირდებოდა. ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია მიტროპოლიტ ისაიას. სწორედ მასთან მიდიოდა პატრიაქრი.
15 აგვისტოს გორში გენერალი ბორისოვი დაგვხვდა, ჩვეულებისამებრ შეზარხოშებული იყო. როცა კონფლიქტის ზონაში გადავედით, თავს ორი შვეულმფრენი დაგვტრიალებდა, ბორისოვს ვკითხე, ვინ არიან-მეთქი. რუსული შვეულმფრენები არიან, პატრიარქის ესკორტს აცილებენ, რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს და მერე ჩვენ არ დაგვბრალდესო. (პროვოკაციას მართლაც ვერ გამოვრიცხავდით).
ბორისოვმა პატრიარქს უთხრა, - ცხინვალში დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების ცხედრები ერთად შევაგროვეთ და გავყვიროდი, მოდით, საკუთარი მიცვალებულები წაასვენეთ-მეთქი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა. მაღალი სიცხის გამო ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, ერთ ორმოში ჩავყარეთ და დავწვითო. ამის გაგონებაზე პატრიარქი ატირდა (მთელი დღე სულ თვალცრემლიანი დადიოდა). მერე ბორისოვს გადასცა 10.000 დოლარი - თუ შეიძლება, ეს თანხა დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების დასაკრძალად, მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო... კონფლიქტის ზონაში ხალხი პატრიარქს საოცარი ემოციებით ხვდებოდა. უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებდით, ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა, შინდისთან ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ყრია და იქნებ პატრიარქს უთხრათო. პატრიარქმა როგორც კი გაიგო - წავიდეთ, ვნახოთ ბიჭებიო. ბორისოვი უარზე იყო, საჭირო არ არის, ჩვენ გადმოვასვენებთო.
რუსი გენერალი დაჟინებით ითხოვდა, რომ უწმინდესი შინდისში არ წასულიყო, თუმცა პატრიარქი აქ მართლაც შეუვალი აღმოჩნდა და შინდისში წავედით. იქ ისეთი მძიმე სურათი დამხვდა, ცრემლს ვერ ვიკავებდი, პატრიარქს ვთხოვე, მანქანიდან არ გადმოსულიყო, ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ნაწილებად იყო მიმოფანტული, სულ 16-ნი იყვნენ. ბორისოვი ჰყვებოდა, ბიჭებმა მაგრად იბრძოლესო.
როგორც ადგილზე გავიგე, ქართულ სამხედრო კოლონას რუსული ავიაცია დაესხა თავს, ნაწილმა გაასწრო, ნაწილი დარჩა. შემდეგ სატანკო დანაყოფი ჩაერთო. ოთხი ჯარისკაცი ერთად მომკვდარა - ტანკის ორი ჭურვი ჰქონდათ მოხვედრილი. ერთს ხელში ტელეფონი შერჩენოდა. პატრიარქმა თქვა, - ბიჭები უნდა წავასვენოთო (თან ერთი მანქანა გვახლდა - პატარა ე.წ. ლაფეტი). მერე მითხრა - ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ, ცივზე არ დააწვინოთ ბიჭებიო. მართალია, პატრიარქი მანქანიდან არ გადმოსულა, მაგრამ ხედავდა, მანქანაზე როგორ დავაფინეთ სხვა რაღაცები და როგორ ვაწყობდით ქართველი გმირების სხეულის ნაწილებს... მხოლოდ 6 დაეტია. უწმინდესი მანქანაში ტიროდა (სამი დღე მოვუნდით ცხედრების გადმოსვენებას). განადგურებული დავბრუნდით თბილისში, მესამე დღეს ერთი ჯარისკაცის დედა მოვიდა ჩვენტან, თან შვილის სურათი მოიტანა, - ბოლოს შინდისიდან დამირეკაო. სურათზე ამოვიცანი - ერთ-ერთი გმირი შინდისელი იყო“, - აცხადებს სოსო ოხანაშვილი.
წყარო: "კვირის პალიტრა"
რა კომენტარს აკეთებს გერმანელი სპეციალისტი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
გერმანელი სპეციალისტის აზრით, ამ ეტაპზე უწმინდესის გერმანიაში გადაყვანისა და ოპერაციული ჩარევის საჭიროება არ არის, - ამის შესახებ საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა.
მისი თქმით, ბერლინის ჰელიოს კლინიკის სპეციალისტმა მამარტინ სტრიკმა პატრიარქი მოინახულა და კონსულტაცია ჩაატარა.
წყარო: reitingi.ge
პატრიარქის, როგორც მოღვაწის მნიშვნელობა დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს, - პრემიერ-მინისტრი
2017 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და უწმინდესის დაბადებიდან 85 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება. ამ მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ.
განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გააკეთა.
„2017 წელს სრულდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავი; ასევე, არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და დაბადების 85 წლის იუბილე. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც შევლენ მთავრობის, საპატრიარქოს და საზოგადოების წარმომადგენლები და განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. განსაკუთრებულ აღნიშვნაში იგულისხმება რამდენიმედღიანი ღონისძიებები, შესაძლოა, იყოს სამეცნიერო კონფერენციები. ასევე, ვფიქრობთ, ჩავატაროთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია და დავპატიჟოთ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის პოლიტიკოსები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პატრიარქის, როგორც მოღვაწის მნიშვნელობა დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და ვფიქრობთ, ეს დღე ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ. სწორედ ამიტომ ვქმნით ასეთ კომისიას და ვიმუშავებთ, რათა ღირსეულად ჩავატაროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე. ასევე ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკლესიის როლი ისტორიულად იყო და არის განსაკუთრებული, როგორც ჩვენი ერის თვითმყოფადობის გადარჩენისა და შენარჩუნების, ასევე მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ ასეთი ტიპის კონფერენციის ჩატარებას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
დამატებითი დეტალები, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, კომისიის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.
პატრიარქმა ილია მეორემ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო
თავისუფლების, სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
„რატომ არის დღევანდელი არჩევნები ჩემთვის განსაკუთრებული?- მე ვფიქრობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს მოახერხებს და გააკეთებს არჩევანს აზრით, გონებით და არა ემოციებით; გააზრებულად და არა რწმენით. რწმენა, მხედველობაში მაქვს არარელიგიური, რა თქმა უნდა. ჩვენ უახლეს ისტორიაში მოვახერხეთ, რომ ვიღაცის გვჯერა რაღაც დროს, გვწამს და ამ რწმენის მიხედვით ვახერხებთ, წლობის განმავლობაში დავუჭიროთ მხარი ვიღაც პარტიას ან პოლიტიკოსს. დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადმა ნაწილმა მოახერხა, გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი. მე ამას გეუბნებით წინასწარ კვლევების მიხედვით, ვიცი რა მდგომარეობაა საქართველოში და ვფიქრობ, რომ ხარისხობრივი გარდატეხა მოხდა, რამეთუ უმრავლესობამ მოახერხა გონებით, გააზრებით არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია და ის საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, თუმცა ყველაზე განმსაზღვრელი არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არა ემოციებით და რწმენით, არამედ გონებით აკეთებს არჩევანს.