"ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად, იგი არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა ერისა”- პატრიარქი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017 13:28

7 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია შედგა.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მღვდელმთავრები, სემეცნიერო და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები.

კონფერენციას უძღვებოდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

მოხსენებებით წარდგნენ: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო მინაშვილი (თემა, _ ,,ილია ჭავჭავაძე _ საქართველოს თანამდევი უკვდავი სული”), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ბენაშვილი (თემა, _ ,,ანალიტიკური აქცენტები ილიას შემოქმედებიდან”) და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა მემანიშვილი-კალანდარაშვილი (თემა, _ ,,ილია ჭავჭავაძის ჰომილეტიკური ხასიათის პუბლიცისტიკა”).

წმინდა ილია მართლის საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებელმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა საზოგადოებას ამცნო, რომ ამ საიუბილეო წელს ფონდმა დააწესა ილია ჭავჭავაძის პრემია საზოგადოებისა და საერთოდ ერის განვითარების საქმეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ფონდის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პირველად ეს პრემია მიენიჭა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს.

სიტყვით ასევე გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე,.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია II-მ მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას და წმინდა ილია მართლის ცხოვრებაზე ისაუბრა:

„წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის, ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული. ძნელია, ისაუბრო მასზე. უპირველეს ყოვლისა, იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი შენია, სამშობლო, და მომავალი კეთილია. თვითონ სახელი ,,ელია” მოიცავს ღვთის სახელს ორგზის: ,,ელ” _ ღმერთი და ,,იახვე” _ უფალი, ე.ი. _ ღმერთი-უფალი. ასე, ერთ სახელში არის ორჯერ ნახსენები ღმერთი. ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა. მისი მკვლელები სულ სხვა შედეგს ელოდნენ. მათი მიზანი იყო მოესპოთ ილიას სახელის ხსენება. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქართველი ერი ასე განადიდებდა ილიას, _ ისინი მას არ მოკლავდნენ. დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს, ამინ! დალოცვილი იყავით, გაიხარეთ!“- განაცხადა პატრიარქმა.

წმინდა ილია მართლის ფონდი საიუბილეო კონფერენციას გამართავს ასევე საინგილოში. კონფერენციაზე საგალობლები შეასრულეს კვარტეტმა ,,მუხამბაზმა” და არქიმანდრიტმა სერაფიმემ (ბიტ-ხარიბი) თავის გუნდთან ერთად. ოთხშაბათს, 8 ნოემბერს, 13 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მთაწმინდაზე წმინდა ილია მართლის განსასვენებელზე გადაიხდის პარაკლისს.

კურდღლის ფეხები და ჯადო თოჯინა - ,,პატრიარქი ამბობდა, მომაშორეთ ეს ქალი აქედანო“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017 23:48

შორენა თეთრუაშვილი დაკავებულია საოცარი მისტიციზმით, რომელსაც სამწუხაროდ, არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან. ეს ადამიანი მესვეურობს საქართველოს საპატრიარქოს. 

"ჯადობაზობა" და ასეთი თემები, რომელსაც არც მალავს არასდროს, ყოველთვის ღიად ამბობს. ყოველთვის საუბრობს რომ არსებობენ ჭინკები, სასაცილოა. სოსო ოხანაშვილი ყვებოდა, რომ ის შეესწრო მისი ასეთი ტიპის რაღაც ქმედებას. 

ჟურნალისტის კითხვაზე, სწორია თუ არ ინფორმაცია, რომ სოსო ოხანაშვილმა კურდღლის ფეხები იპოვა შორენა თეთრუაშვილის ოთახში? ტარას შავშიშვილმა უპასუხა, რომ "ეს ინფორმაცია მართალია". 

მისი თქმით, ამას სერიოზული კონფლიქტი მოჰყვა. "ამაზე ნამდვილად არ მინდა საუბარი"- განაცხადა გადაცემაში შავშიშვილმა. 

ჩვენი გადარჩენა ჩვენს მთლიანობაშია - პატრიარქი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017 14:48

ყოველ ხუთშაბათს, 12:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის ლოცვა ჩატარდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. 

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. პატრიარქის თქმით, ხშირად ეკითხებიან თუ რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ ადამიანის გადასარჩენად. 

”მე ვფიქრობ, ჩვენი გადარჩენა ჩვენს მთლიანობაშია. ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ, გავერთიანდეთ. ასეთი დღე უნდა იყოს გამოყოფილი. მე ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი დღეა - ხუთშაბათი. ხუთშაბათს, ჩვენ შევხდეთ ერთმანეთს, მაგალითად, მრევლი სამების ტაძარში, ეზოში და გავამშვენოთ ჩვენი კარ-მიდამო, დავასუფთავოთ ეზო და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო იყოს ღვთისა და ადამიანისათვის. მაშასადამე, ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვისაც გაქვთ სურვილი და დრო, ხუთშაბათს, 10:00 საათამდე უნდა მობრძანდეთ, მრევლი შეხვდება ერთმანეთს. 10:00 საათზე წირვა იწყება, 12:00 საათზე, ერთი საათის განმავლობაში, იქნება ლოცვა საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოიღებს დიდ შედეგს და ჩვენი ერი გამთლიანდება და გადარჩება”, - განაცხადა პატრიარქმა. 

ქადაგებისას პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული. 

”ამიტომ არის ღვთისმშობლის მშობლებს იოაკიმ და ანას ღვთის მშობლები ეწოდებათ. დღეს უნდა ვიფიქროთ ჩვენს წარსულზე, ჩვენს დღევანდელ დღეზე და მომავალზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთისგან არის, ღვთის ძალით, ღვთის მადლით მიეცემა ადამიანს და აი, ჩვენ დღეს ვფიქრობთ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ საქართველო”, - აღნიშნა უწმინდესმა. 

'' სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო ჩვენო ყოველნო შვილნო'' - პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 20:29

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია.

"სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია.

ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს, ისინიც შეინანებენ თავის საქციელს; თქვენ კი გახსოვდეთ: საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ.

დღეს რთული დროა, მრავალთა ინტერესი იკვეთება ჩვენს პატარა სამშობლოსთან მიმართებაში; პრობლემების უმრავლესობაც აქედან მოდის; მაგრამ ღმერთი დიდია და იგი თქვენც და ჩვენც მოგვცემს ძალას დაბრკოლებების გადასალახავად.

თქვენ ყველას და სრულიად საქართველოს გულითადად გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს; ყოვლადწმინდა მარიამის მფარველობა არ მოგაკლდეთ მისი წილხვედრი ქვეყნის შვილებს"- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

ე.წ. ციანიდის საქმე - „პატრიარქმა მიმდინარე მოვლენებზე არაფერი იცოდა“ - თორნიკე მამალაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 14:46

ე.წ. ციანიდის საქმე - დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დღეს პატრიარქს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სასულიერო პირებმა გამოთქვეს სურვლილი აზიარონ დეკანოზი, თუმცა უწმინდესი ამის შესახებ საქმის კურსში არ არის:

„პატრიარქმა მიმდინარე მოვლენებზე არაფერი არ იცოდა, არც მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით, ამის ეჭვს ისიც მატებს, რომ პატრიარქს არ უკითხავს ჩემი არცერთი ბრალდების შესახებ, არც შორენა თეთრუაშვილზე, არც მეუფე იაკობთან და არც მამა დავით ჭინჭარაულთან დაკავშირებით, რომლებიც მე გამაჩნია“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

"პატრიარქი მზად იყო გამოეშვათ" - დეკანოზ მამალაძის ძმა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 31 მაისი 2017 00:14

ე.წ. ციანიდის საქმე - ბრალდებული დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მზად იყო მამა გიორგი მამალაძის თავდებით გათავისუფლება მისი შუამდგომლობით მომხდარიყო. ამის შესახებ დეკანოზის ძმამ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:

„როდესაც პატრიარქი ჩამობრძანდა გერმანიიდან, პირველივე დღეს ჩვენი ადვოკატები შეხვდნენ პატრიარქს, პატრიარქმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მამა გიორგის დანაშაულში ეჭვი შეაქვს, პატრიარქმა დააფიქსირა ის პოზიცია, რომ მის უდანაშაულობაში ეჭვი არ შეაქვს და ჩვენს ადვოკატებს უთხრა, რომ მამა გიორგი არ უნდა იყოს ციხეში, მამა გიორგი უნდა გათავისუფლდეს თავდებით, შეეკითხა ადვოკატებს იურიდიულად როგორ ხდება. ჩვენმა ადვოკატებმა აუხსნეს როგორც ხდებოდა და პატრიარქს სურდა, რომ მამა გიორგი გამოსულიყო თავდებით. ჩვენმა ადვოკატებმა აუხსნეს, რომ პატრიარქის შუამდგომლობით შეიძლებოდა მამა გიორგის თავდებით გამოსვლა, რაზეც პატრიარქმა მათ დაუფიქსირა მზადყოფნა. ადვოკატების გამოსვლის შემდეგ, რატომღაც დაგვიბლოკეს პატრიარქთან შეხვედრა, აღარ გვახვედრებენ მასთან და მეუფე დიმიტრისთან“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზის ადვოკატებსა და ახლობლებს პატრიარქთან შეხვედრის უფლებას მეუფე იაკობი არ აძლევს. იგი აღნიშნულს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ საპატრიარქოში აღმოჩენილ დარღვევებს უკავშირებს.

„ჩემი მიზანია პატრიარქის გათავისუფლება ბოროტი გარემოცვისაგან“ - მეუფე პეტრე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 მაისი 2017 23:57

ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, მისი მიზანია პატრიარქის გათავისუფლება ბოროტი გარემოცვისგან. ამის შესახებ მეუფემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არცევანში“ ისაუბრა:

„მსგავსი არაფერი არსებობს ბუნებაში, ღმერთმა დამიფაროს ამისგან, მე არაფერი დამიმალავს, სხვა მეთოდისთვსი არ მიმიმარტავს, ამიტომაც ვარ ამ დღეში, ამიტომ მეუბნებიან გაჩერდიო, ერთადერთი მიზანი არის გზა ცათა სასუფევლისკენ. ჩვენი მოვალეობაა, რომ სიმართლე ვისაუბროთ. ჩემი მიზანი იყო ყოველთვის პატრიარქის გათავისუფლება ამ ბოროტი გარემოცვისგან და ჩემი მიზანია დღესაც, მზად ვარ გავიღო ნებისმიერი მსხვერპლი“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ქართველი ემიგრანტი პატრიარქს პასუხობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 მაისი 2017 00:07

ართველი ემიგრანტი იტალიიდან, ნანა ქაცარავა ამბობს, რომ პატრიარქის განცხადება, რომელიც ემიგრანტებს ეხებოდა, მისთვის არასასიამოვნო მოსასმენი იყო.

ამის შესახებ ემიგრანტმა “იბერიას” თოქშოუ “პრიორიტეტში განაცხადა.

“ჯერ გავბრაზდი, მერე მეწყინა, მერე შემეშინდა, რადგან ვიფიქრე, რომ ალბათ უფრო რთულად არის საქმე, ვიდრე ჩვენ გვგონიათქო საქართველოში. მერე ცოტა გავაანალიზე და მიხვვდი, რომ ეს იყო შეფუთული და მიამრთული იყო დიასპორისკენ, რომელიც უფრო მყარად დგას ფეხზე. ალბათ მიმართული იყო მთავრობისკენაც. აქ რომ რომის პაპს ეს ეთქვა, მთავრობა უკვე გადამდგარი იქნებოდა. ჩვენ, უბრალო ემიგრანტებმა რა ბიზნესი უნდა წამოვიწყოთ, მანდ რომ ჩამოვიდეთ”, – განაცხადა ემიგრანტმა.

პატრიარქი - ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ სულიერად ავმაღლდეთ და ვიხილოთ დიდება უფლისა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 13:19

ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ სულიერად ავმაღლდეთ და ვიხილოთ დიდება უფლისა სასუფეველში ცათასა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამაღლების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. 

უწმინდესმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და უფლის ამაღლების შესახებ ისაუბრა. 

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მოციქულები, რომელთა დასწრებით ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, დაბრუნდნენ იერუსალიმში „სიხარულითა დიდითა“ იმიტომ, რომ უფალმა ბრძანა - „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა“. დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს, რომელიც უხილავად ჩვენთან არის“, - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქმა თავდადებული მსახურებისთვის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახურები დააჯილდოვა, კერძოდ, დეკანოზი გიორგი იუტაშვილი გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, მღვდელი ალექსი გელაშვილი და მღვდელი ლუკა ბითაძე აყვანილნი არიან დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდნენ გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი გაუქმდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 10:17

მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლამდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და სერო პირთა საქართველოში მოწვევა, - ამის შესახებ საპატრიარქოს მირ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური